ფილიპ დიკი ფილოსოფიის შესახებ 

ტექსტური ინტერვიუ

ფილიპ დიკი ფილოსოფიის შესახებ 




თარგმანი ალექსი ჩიღვინაძე

http://www.philipkdick.com

ნაწყვეტი ინტერვიუდან/ ინტერვიუერი ფრანკ ბერტრანი, 1980.

"კოლეჯიდან მალევე გამოვფრინდი და ფილოსოფიის სწავლა ჩემით დავიწყე. დასაწყისში, ჩემი მთავარი წყარო პოეზია იყო და არა ფილოსოფიური წიგნები: იეთსი, უორდსუორთი, მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელი მეტაფიზიკოსი პოეტები, გოეთე და მხოლოდ ამის შემდეგ ფილოსოფოსები - სპინოზა, ლაიბნიცი და პლოტინი. ამ უკანასკნელმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. თავიდან წავიკითხე ალფრედ უაიტჰედი და ბერგსონი, გავეცანი ფილოსოფიას, როგორც პროცესს. ბერკლიში, ლექციებზეც დავდიოდი, “შესავალი ფილოსოფიაში”, მაგრამ იქიდანაც გამომაგდეს, იმიტომ რომ ვიკითხე თუ რა პრაგმატული ფასეულობა ჰქონდა პლატონიზმს. ყოველთვის მიზიდავდნენ სოკრატემდელი ფილოსოფოსები, განსაკუთრებით პროტაგორი, პარმენიდი, ჰერაკლიტე და ემპედოკლი. ღმერთს დღემდე ისე აღვიქვამ, როგორც მას ქსენოფანი აღივაქმდა. მერე თეოლოგიამ გამიტაცა. პარაფსიქოლოგია კი ძველი ბერძნების მსგავსად მესმის. ხოლო ფილოსოფიაში ყველა მეტაფიზიკური სისტემიდან სულიერ სიახლოვეს სპინოზას იდეებთან ვგრძნობ. (ღმერთი - რეალობაა - ბუნებაა). პოლითეიზმით მრავალწლიანი გატაცების შემდეგ მაინც მონოთეიზმს დავუბრუნდი. ქრისტიანობა და იუდაიზმი მეტისმეტად დუალისტირი რელიგიებია. ჩემთვის ყველაზე მისაღები ის გაგებაა, ქსენოფანმა რომ თქვა: “არსებობს მარტო ერთი ღმერთი... და ის არ არსებობს მოკვდავი არსების ფორმით. ის - ყველაფერია, ის აზროვნებს და მას ესმის. ის არასოდეს მოძრაობს. მას არაფერში სჭირდება ადგილის შეცვლა. ის გონის ძალით ნებისმიერ საგანს აკონტროლებს”. შემდეგ გამიტაცა პითაგორამ, უორდსუორტის “ოდის” კითხვისას. ამის მერე გადავერთე ნეოპლატონიზმზე და სოკრატემდელ ფილოსოფოსებზე. გერმანულმა პოეზიამ ასევე მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით შილერმა და მისმა იდეებმა თავისუფლებაზე. გამიტაცა სპინოზამ და მისმა მოსაზრებებმა დემოკრატიაზე. განსაკუთრებული ინტერესით ცამეტწლიანი ომსა და პროტესტანტიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს ვსწავლობდი. 21 წლის ვიყავი, რომ დავწერე ნაშრომი, სადაც აშშ-ს მმართველობით სისტემას ვადიდებდი, ვაყენებდი რა დღემდე არსებულ ყველა სისტემაზე მაღლა. ამ ნაშრომის ასლი კალიფორნიის მაშინდელ მერს ერლ უორენს გავუგზავნე, რაზეც მან მიპასუხა: “რა სასიამოვნოა რომ ასეთ აზრზე ხართ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბევრი ჩვენი თანამემამულე იგივეს ფიქრობს და გრძნობს, ძალიან ცოტას შეუძლია ასე ვირტუოზულად გადმოსცეს ეს. ამ წლებში უამრავი, ერთმანეთისგან გასხვავებული წერილი მივიღე, მაგრამ თქვენი - უნიკალურია.” ეს იყო 1952 წელი, როცა ჩემი პირველი მოთხრობები გამოვაქვეყნე."



თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.