ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
არტი & ტექნოლოგიები

კოკა სეფერთელაძის ციფრული კლონი

ზურა ჯიშკარიანი
31.05.2012

   


ჟურნალისტი ხართ და გაქვთ კითხვები განათლების სამინისტროსთან? რიგითი მოქალაქე ხართ და წყურვილი გკლავთ, ონლაინ ესაუბროთ მთავრობის წევრებს? მასწავლებელი ან მოსწავლე ხართ და გაინტერესებთ, რა სიახლეებია საგანმანათლებლო სისტემაში?
მაშინ გაიცანით რობო-კოკა, 
ბატონი კოკა სეფერთელაძის ციფრული კლონი – სამამულო წარმოების პირველი, ჭეშმარიტად ქართულენოვანი ჩეთ ბოტი.
ჩვენ სპეციალურად ავაციფრულეთ კოკა სეფერთელაძის ცნობიერება იმისათვის, რომ მან გიპასუხოთ ყველა საჭირბოროტო კითხვაზე, რომელიც თქვენ გაწუხებთ.
ინტერაქციის ასეთი სისტემა ნელ-ნელა უკვე ინერგება მსოფლიო აბლაბუდაში – კომპანიები იყენებენ ბოტებს, რათა მან მომხმარებლებს აუწყოს კომპანიის სიახლეები, პორნო-საიტები ქმნიან ვირტუალურ გოგოებს, რომლებიც არასოდეს დაიზარებენ თქვენთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირს, ჩვენ კი გვეყოლება მინისტრის მოადგილე, რომელიც ყველა მოქალაქეს უშუალოდ ესაუბრება.
რობო-კოკა ციფრული დემოკრატიის ახალი ნიმუშია.
ადვილად ხელმისაწვდომი, დაუღალავი ხელოვნური ინტელექტი,მოთავსებული თქვენს მონიტორზე -- ხალხისა და ქვეყნის სამსახურში.

შეეცადეთ, ქართული შრიფტით ესაუბროთ რობო-კოკას, არ გამოიყენოთ უწმაწური სიტყვები და თუ საშუალება გაქვთ,  გახსენით ლინკი Google Chrome-ში, რათა დიზაინი ადეკვატურად გამოჩნდეს ეკრანზე.