სტოკჰოლმური ანგარიში





პოეზია

სტოკჰოლმური ანგარიში




 

მთარგმნელი:ნორიკ ბადოიანი
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
წავუკითხავდი ლექციებს შვედეთის მეფეს
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
გადამთარგმნიდნენ მსოფლიოს ყველა ენაზე
ბასკურის და მალაიური პიჯინის ჩათვლით
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
გამოვიდოდი უზარმაზარ საკონცერტო დარბაზებში
და ჩემს სიტყვებს ყურს დაუგდებდნენ ძალაუფლების ლიდერები
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
სიმღერები ჩემს ლექსებზე დაიკავებდნენ უმაღლეს ადგილებს საერთაშორისო ჰიტ-პარადებში
და არ ჩამოვიდოდნენ მათგან მრავალი კვირის განმავლობაში
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
დავქორწინდებოდი ჩემი თაობის ყველაზე ლამაზ და სექსუალურ მსახიობზე
და დავწვებოდი არანაკლებ ლამაზებთან და სექსუალურებთან
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
გამოვქვეყნდებოდი თავბრუსდამხვევი ტირაჟებით
და გავაფორმებდი მარავლმილიონიან კონტრაქტებს უმსხვილეს საგამომცემლო ფირმებთან
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
გავაცნობიერებდი მთელს სიღრმეს ჩემზე დაკისრებული მოვალეობისა
აზრების მრძანებლის და ხალხის ხმისა
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
მოვიქცეოდი მოკრძალებულად და კეთილსინდისიერად
და ამით კარგი გაგებით მოვისყიდდი ჩემ თაყვანისმცემელთა გულებს
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
მეყოლებოდა მბაძველების და ეპიგონების მთელი ზღვა
რომლებსაც გავუგებდი და მამობრივი სიყვარულით მოვექცეოდი
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი 
მივიღებდი ყველა ქვეყნის და კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ პრემიებს 
და ყველაზე მკაცრი და გავლენიანი კრიტიკოსების შესაშურ გამოძახილებს
 
მე რომ დიდი პოეტი ვყოფილიყავი
ყველაფერი მტყვნელად მექნებოდა
და  არ მეცოდინებოდა რისთვის მაქვს ასეთი ბედნიერება
მაგრამ მივხვდებოდი რომ სამართლიანად დავიმსახურე
საკუთარი ნიჭით შრომით და დიდისულოვნებით
მე ყოველ დილას გავიღვიძებდი საკუტარ აპარტამენტებში
ნიუ-იორკის პენტჰაუსში ან შვეიცარიულ შატოზე
მივიდოდი მაღალ სარკმელთან-იატაკიდან ჭერამდე
გუდზონის ან ჟენევის ტბის დამაბრმავებელი ხედით
და ეს მშვენიერი ღვთიური სამყარო უცვლელად გამოიძახებდა ჩემი მკერდიდან აღფრთოვანებულ შეძახილს 
თავში კი გამიჟღერებდა ძლიერი არამიწიერი მელოდია
რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ისმოდა ყველა დიდი პოეტის თავში
და კუთვნილება მათ ნათელ ბრბოსთან
ამავსებდა სიამაყით სითბოთი და ნეტარებით
და ჩემი გამომხმარი პირიდან მხოლოდ მადლიერება გაიჟღერებდა
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.