• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

Fight Club

×
ავტორის გვერდი რუმი პეტრიწი 00 , 0000 2713

 

(1) კლუბი + Y

არც ისე დიდი ხნის წინ, 13 წლის ვიყავი, ჩემი არც ისე ხანგრძლივი ცხოვრების ყველაზე შემზარავი ჩხუბის მონაწილე და მთავარი მოქმედი პირი რომ გავხდი.

იმ ჩხუბის დროს ჩემს მაშინდელ ერთ მეგობარს, რომელსაც მოფერებით "ძმაკაცს" ვეძახდი, "ტრუბა კვადრატით"  რიჟა თავი გაუხეთქეს, მეორეს ჩემი სახის მიმართულებით მოქნეული "ბიტით" (ბიტა – ხელნაკეთი ხელკეტი, რომელიც უბნელების ცემის დროს გამოიყენება) იდაყვის ერთ–ერთი ძვალი გაუტეხეს და მე იმავე "ბიტით" (რომელიც თურმე არამარტო უბნელების ცემის დროს გამოიყენება) დაბადებიდან ისედაც გადიდებული ელენთა კიდევ უფრო გამიდიდეს და 1 თვე მაგრადაც ჩამილურჯ–ჩამიშავეს.კარგად არ მახსოვს მერე რა მოხდა, მაგრამ სახეს, რომ ვერ ვგრძნობდი და ზურგზე კანი მძვრებოდა – დამამახსოვრდა. ჩხუბის დროს მეტოქის ან უფრო იმ მომენტში მტრის მოქნეული ფეხი სახეზე გაჯდება. თავიდან თვალებში გინათდება. რასაც თან შინაგანი პანიკა ახლავს. ვერაფერს ვერ გრძნობ. გაქცევა გინდა, სახლში მისვლა, ჩაის დალევა, ახალი ნაყიდი კომპიუტერის თამაში, ლაზერული ჯოისტიკით, Mtv–ს ყურება, Blink 182-ს მოსმენა ან რამე გინდა, მაგრამ ვერ გარბიხარ. თან გსიამოვნებს რაღაც, თან გეშინია რაღაცის, თან ტეხავს. თან გინდა, უნდა იჩხუბო, აიცილო–დაარტყა, დასისხლიანებულმა–დაასისხლიანო. ისიც და საერთოდ ყველა ვიზეც ხელი მიგიწვდება. ვინც იცი, ხედავ, გხედავს, იცნობ, გიცნობს, არ იცნობ, არ გიცნობს, შვილი, დედა, მამა, მეზობელი, მეზობლის და, ყველა ნათესავი, ძმა, ძმაკაცი, ძმაკაცის ყველა ნათესავი, ქალი, ქალ–ვაჟი – ყ ვ ე ლ ა. მაგრამ ვერა. ელენთა გაქვს გადიდებული.

მაგარი ჩხუბი იყო მიუხედავად ჩვენი დაფინგალებული (ფინგალი – ჩალურჯებულ–ჩაშავებული ადგილი სხეულზე, ძირითადად სახის არეში. ჩხუბის დროს მიღებული ტრავმის შედეგი) დამტვრეული სხეულებისა.

მაგარი იყო, საინტერესო. გტკივა, გრძნობ, ფიქრობ, გეშინია, აცნობიერებ მის არ არსებობას და არსებობ.

და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ თეორიულად ვიცით, რომ ადამიანის  ფიზიკური სხეული მძღნერია, ნაგავია, აყროლებადია, გახრწნადია ის რაც ჩვენ ვართ. რაშიც ჩვენ ვართ. თქვენ ხართ. შენ ხარ.

და სხეულისგან გათავისუფლებული სული ანუ ნამდვილი "ჩვენ" მარადიულია. და რომ ეს მატერია ერთ–ერთი წარმავალი, დაშლადი პატარა ნაწილია ჩვენი მარადიული ცხოვრების.

ეს ჩვენ კარგად ვიცით – რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ თეორიულად.

 

(2) რა არის "მებრძოლთა კლუბი"? N#1

"მებრძოლთა კლუბის" პირველი წესია, არაფერი თქვა "მებრძოლთა კლუბის" შესახებ"... (ჩაკ პალანიკი –  "მებრძოლთა კლუბი")

 

(3) Where Is My Mind

Pixies - Where Is My Mind

http://www.youtube.com/watch?v=qrdpliMfoAM

 

Lyrics:

Oh - stop

With your feet in the air and your head on the ground

Try this trick and spin it, yeah

Your head will collapse

But there's nothing in it

And you'll ask yourself

 

Where is my mind [3x]

 

Way out in the water

See it swimmin'

 

I was swimmin' in the Caribbean

Animals were hiding behind the rocks

Except the little fish

But they told me, he swears

Tryin' to talk to me, coy koi.

 

Where is my mind [3x]

 

Way out in the water

See it swimmin' ?

 

With your feet in the air and your head on the ground

Try this trick and spin it, yeah

Your head will collapse

If there's nothing in it

And you'll ask yourself

 

Where is my mind [3x]

 

Oh

With your feet in the air and your head on the ground

Oh

Try this trick and spin it, yeah

Oh

Oh

 

 

(4) რატომ უნდა წაიკითხო ჩაკ პალანიკის "მებრძოლთა კლუბი"?

მეც ვმუშაობ, დილით მეც მივდივარ სამსახურში, მეც მყავს უფროსი, რომელიც არ მიყვარს და საერთოდ არაფერი არ მიყვარს იქ სადაც ვმუშაობ, თვის ბოლოს დარიცხული ხელფასის გარდა.

ვფიქრობ, რომ იმის მაგივრად საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო ცხოვრების ყველაზე დიდი დრო, დროს ვკარგავ სისულელეების კეთებაში, სულელებთან ერთად, მაგრამ ხელფასი მიყვარს.

ვაკეთებ იმას, რასაც მავალებენ და ვფიქრობ გავაკეთებ იმას რასაც დამავალებენ. ხელფასი მიყვარს.

ხელფასით ვყიდულობ ბოტასებს, კეპს, ლუდს, მეორე კეპს, ვსვამ ნაყიდ ლუდს და ვიხურავ ნაყიდ კეპს. ხან მეორე კეპს. ხელფასით ვყიდულობ დილით 1 კოლოფ სიგარეტს და ყავას ვსვამ. ხელფასით ვიხდი ინტერნეტს და ვავსებ ავანნსს მობილურზე. საღამოს ვყიდულობ მეორე კოლოფ სიგარეტს და ვხარჯავ მობილურზე ავანსს – მიყვარს ის რის შეძენა–მოხმარებასაც ვახერხებ ხელფასით, მაგრამ ვფიქრობ რომ "უკვე თაობებია, მუშაობენ სამსახურში, რომელიც ეზიზღებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ იყიდონ ნივთები სინამდვილეში სულაც რომ არ სჭირდებათ" (ჩაკ პალანიკი – "მებრძოლთა კლუბი").

მიზეზი რატომ უნდა წაიკითხო ეს წიგნი არ ვიცი...

მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ შეგიძლია დაამზადო ბომბი და იგივე ბომბი გადააგდო. შეგიძლია მოგკლან, მოკვდე–დაიბადო და აქ არმოაჩენ, რომ შენ დგახარ გზაზე გაცნობიერების, რომელიც დაგანახებს რეალობას, რომ ყველაფერი შენს ხელშია.

 

(5) პროლოგი – კომენტარი

 როდესაც ამ კომენტარს ვწერ "მებრძოლთა კლუბზე", მის (წიგნის და ფილმის) საშინელ გავლენას ვგრძნობ. ეს გარდაუვალიც არის. თუ კითხულობ კარგ წიგნს და მისი გავლენის ქვეშ ვერ მოექცევი ე.ი წიგნი სულაც არ ყოფილა კარგი. ამ ლოგიკით (და არა მარტო) "მებრძოლთა კლუბი" ძალიან მაგარი წიგნია.

აქ არის ყველაფერი ის, რაც წიგნის კითხვის დროს მიყვარს...

საინტერესოდ დაჭრილი, კიდევ უფრო საინტერესო სიუჟეტი, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

მე არ შემიძლია გითხრათ რა არ არის მნიშვნელოვანი ამ წიგნში – გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემიძლია გითხრათ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა სჯობს თქვენვე ნახოთ.

სიამოვნბეით დავწერდი კიდევ უფრო მეტს "მებრძოლთა კლუბზე", მაგრამ ვინაიდან ეს წიგნი მხოლოდ წასაკითხი არ არის და იგი აშკარად  მოქმედებასაც მოითხოვს – მირჩევნია დავწერო რჩევა, რომ წაიკითხოთ, რომ აუცილებელია წაიკთხოთ "მებრძოლთა კლუბი" ვიდრე ვისაუბრო წიგნზე. რადან ვფიქრობ, რომ ჩაკ პალანიკზე უკეთესად ვერ დავწერ და გადოვცემ ამ სათქმელს. მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ ვფიქრობ.

 

(6) რა არის "მებრძოლთა კლუბი"? N#2

"მებრძოლთა კლუბის" მეორე წესია, არაფერი თქვა "მებრძოლთა კლუბის" შესახებ"... (ჩაკ პალანიკი –  "მებრძოლთა კლუბი")

 

(7) "პროექტი ქაოსი" + X

"–გახსოვდეთ, – თქვა ტაილერმა, –ხალხი, რომელსაც წინ ეღობებით, ის ხალხია, ვისზეც დამოკიდებული ხართ. ეს ჩვენ ვრეცხავთ თქვენს სარეცხს და მაგიდასთან გემსახურებით. ეს ჩვენ გილაგებთ საწოლს. ჩვენ გიცავთ მძინარეებს. ჩვენ დაგვყავს სასწრაფო დახმარების მანქანები. ჩვენ გპასუხობთ სატელეფონო ზარებზე. ჩვენ ვართ მზარეულები, ქატსის მძღოლები და თქვენზე ყველაფერი ვიცით. ჩვენ ვაანალიზებთ და ვამუშავებთ თქვენს სადაზღვევო მოთხოვნებს და საკრედიტო დავალიანებების მონაცემებს. ჩვენ ვაკონტროლებთ თქვენი ცხოვრების ყოველ ნაწილს.

– ჩვენ ისტორიის არასასურველი შვილები ვართ, ტელევიზიამ გაგვზარდა და დაგვაჯერა, რომ ერთხელად მილიონერები, კინოვარსკვლავები ან როკვარსკვლავები გავხდებოდით. მაგრამ ეს არასდროს მოხდება. და ამას ჩვენ ნელ–ნელა ვანობიერებთ,– თქვა ტაილერმა, –ასე რომ ჩვენთან ხუმრობა არ ღირს." (ჩაკ პალანიკი – "მებრძოლთა კლუბი").

 

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ჩვენ "პროექტ ქაოსის" წევრები ვართ. გვინდა არ გვინდა ასეა.

ჩვენ უბრალოდ არ გაგვიმართლა ცივილიზაციაში, სამყაროში, ადამიანებში, საკუთარ თავებში.

შენ ელოდები დროს. გასროლის დროს, მაგრამ ეს დალოდება არ უნდა იყოს დროის კარგვა. ჩვენ საკუთარი თავის გადასარჩენად გასროლამდელ ეპოქაში,  Post-აპოკალიფსური ცივილიზაციის კანონები უნდა შევქმნათ. თუნდაც უკანონობის კანონი და ეს არ დაემსგავსება უბრალო, არაფრისმომცემ თეორიულ დასკვნებს და შედეგებს. ეს იქნება ჩახმახზე თითის გამოკვრა და ახალი ცხოვრების დასაწყისი რაც იარაღის დატენვით უნდა დავიწყოთ ახლავე.

და თუ დაგებადებათ რაიმე კითხვა – "პროექტ ქაოსის" პირველი წესია არაფერი იკითხო. (ჩაკ პალანიკი – "მებრძოლთა კლუბი")

 

"JACK - I'm sorry... you met me at a very strange time in my life."

(Fight Club - Director: David Fincher. Screenplay: Jim Uhls)

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული