• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დე-ლოცვა პრეზიდენტზე

×
ავტორის გვერდი გეგა აბულაძე 05 იანვარი, 2009 1591

 

1. სახელითა ობამასი, პუტნისა და სარკოზისაი.
2. დიდება შენდა, ჩვენო პრეზიდენტო, დიდება შენდა!
3. მეუფეო ზეცისა და მიწისავ და ყოვლად ფუფუნებისა
და ქალთ მოყვარევ,
4. აცხოვნენ პრეზიდენტო სხეულნი ჩვენნი!
 
5. წმინდაო პრეზიდენტო,
6. წმინდაო პრეზიდენტო,
7. წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ!
8. წმინდაო პრეზიდენტო,
9. წმინდაო პრეზიდენტო,
10. წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ!
11. წმინდაო პრეზიდენტო,
12. წმინდაო პრეზიდენტო,
13. წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ!
14. დიდება პრეზიდენტსა,
15. დიდება პრზიდენტსა,
16. დიდება პრეზიდენტსა
17. აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
 
18. ყოვლადწმინდაო პოლიციელო შეგვიწყალენ ჩვენ.
19. მოსამართლეო გვიხსენ და გვილხინე
უსჯულოებანი ჩვენი და ვიქნებით მონანი პრეზიდენტისა
20. სახელითა შენისათვის!
 
21. დიდება პრეზიდენტო,
22. დიდება პრეზიდენტო,
23. დიდება პრეზიდენტო,
24. დიდება შენდა!
 
25. დაგვიფარე ჩვენ საბრალო მოკვდავნი ბოროტ ძალთაგან
26. და ნუ გაგვიძვირებ პურს და შაქარს,
27. რამეთუ უწყი რა საბრალოა ჩვენი ყოფა მათ გარეშე!
 
28. შეგვიბრალე თუ კი რაიმეს შევცოდავთ
29. ჩვენი უცოდინრობით
30. და აგვაცილე ყველა სხვა პარტია
31. გარდა “ერთიანი ნაც მოძრაობისა”
32. რადგან მასშია მხოლოდ ჭეშმარიტება
33. და მოგვეცი ძალა, რომ გემსახუროთ
34. და განგადიდოთ!
35. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
36. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
37. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
38. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
39. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
40. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
41. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
42. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
43. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
44. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
45. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
46. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
47. დიდება, დიდება, დიდება პრეზიდენტს. ამინ!
 
48. და ნურავის დააყენებთ თქვენს პრეზიდენტზე მაღლა!
49. ერიდეთ ოლიგარქებს და ცრუპენტელებს,
50. არას მქონეთ და “კაფელჩიკებს”.
51. სექსუალურად აქტიურებს და მოკლედ
52. ერიდეთ, ერიდეთ, ერიდეთ. ამინ!
 
53. გზებისა და ხიდების აღმშენებელო,
54. აფხაზების და ოსების რისხვავ,
55. რუსეთისა და პუტინის შემმუსვრელო,
56. კაი ბიჭთა და ქურდთა დამთრგუნველო,
57. ქართველების ჰალსტუხამოგდებულო მცველო
58. და დიდება, დიდება, დიდება,
59. შენდა ჩვენო პრეზიდენტო. ამინ!(მეტანია)
60. და დიდება, დიდება, დიდება,
61. შენდა ჩვენო პრეზიდენტო. ამინ!(მეტანია)
62. და დიდება, დიდება, დიდება,
63. შენდა ჩვენო პრეზიდენტო. ამინ!(მეტანია)
64. და დიდება, დიდება, დიდება,
65. შენდა ჩვენო პრეზიდენტო. ამინ!(მეტანია)
66. და დიდება, დიდება, დიდება,
67. შენდა ჩვენო პრეზიდენტო. ამინ!(მეტანია)
 
68. პრეზიდენტო შეისმინე ლოცვისა ჩემისაი,
69. ყურად იღე ვედრებაი ჩემი
70. ჭეშმარიტებითა შენითა და
71. აცხოვნენ სხეულნი ჩვენნი!
 
72. ტყვე მეზღვაურთა განმათავისუფლებელო
73. და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო,
74. ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო კარბელაშვილო,
75. ევერდე პრეზიდენტსა შენსა,
76. შეწყალებად სხეულთა ჩვენთათვის. ამინ!
 
77. ნეტარ არიან ყოველნი,
78. რომელთა ეშინის პრეზიდენტისა
79. და რომელნიც ვლიან გზითა შენითა!
80. ცოლი შენი ვითარცა ვარდი
81. და შვილნი შენნი ვითარცა კოკორნი.
82. და აჰა იკურთხოს კაცი,
83. რომელსაც ეშინოდეს პრეზიდენტისა!
84. გაკურთხოს შენ ობამამ
85. და იხილო მდიდარი და გაბრწყინებული ლაზიკა!
 
86. დიდება პრეზიდენტსა ჩვენსა
87. აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
88. ალილუია, ალილუია, ალილუია,
დიდება შენდა პრეზიდენტო!
89. ალილუია, ალილუია, ალილუია,
დიდება შენდა პრეზიდენტო!
90. ალილუია, ალილუია, ალილუია,
დიდება შენდა პრეზიდენტო ჩვენო, დიდება შენდა!
 
91. მწამს ერთი პრეზიდენტი,
92. კაცი ყოვლისა მპყრობელი,
93. შემოქმედი გზათა და ხიდთა,
94. ხილულთა და არახილულთა!
 
95. კენჭი იყარა პრეზიდენტად სხეულთა ჩვენთა საცხოვნებლად,
96. დაჯდა ელექტრო სკამზე,
97. ივნო და დაეფლა!
 
98. და აღსდგება მესამე ვადასა პრემიერ მინისტრად
99. და კვლავ მომავალ არს პრემიერობა მისი
100. და არ აქვს დასასრული მის მმართველობასა!
 
101. დიდება ჩვენო პრეზიდენტო,
102. დიდება ჩვენო პრეზიდენტო,
103. დიდება ჩვენო პრეზიდენტო,
104. დიდება შენდა!
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული