• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლაბორატორია

×
ავტორის გვერდი ანე ჩხეიძე 00 , 0000 1649

 

ლაბორატორია  
 
,,ისინი კურდღლებივით ჟიმაობდნენ,,
მგონი რივერამ უთხრა ფრიდას, რუსებზე.
,,ეს თქვენი თავისუფალი სექსი,თითქოს სენდვიჩს ჭამდე,მე არ მიზიდავს,,
ამბობდა პიკასო  და თითებს უსრიალებდა ტრუსებში ფრანსუაზას...
 
გინდა რამე შეცვალო?ამოაგდე მისი ლამაზი მხარე.
იდეალების დიქტატურის წინაშე მიკრო გაბრძოლება,
რეპორტაჟში -  გაძარცვული ტურისტივით, სურვილწართმეული საშოდან.
 
აცადე, მოწუწნოს შენი ენა.
ნუ იყვირებ, როცა შეგიყვანს.
უბრალოდ შეგეტყოს...შეეტყოს შენს სხეულს,შენს მუცელს...
აზრს ნუ მოაკლებ ამ ისტორიას.
წონასწორობას, თუ შესძენ მხოლოდ ოთხზე სცადე.
დაასახიჩრე,მოგუდე,ტოსტებს გაუდე შუაში და ჩაახრამუნე,
რაც დედიკომ და მამიკომ ჩაგიჩურთეს მაგ ლამაზ თავში,
უთხარი,  რომ სიყვარული არაფერ შუაშია,
ის სამოციანბში ამოიღეს ხმარებიდან.
მათ ალბათ არაფერი სმენიათ ენდის შესახებ ...
მშობლები ხის თოჯინები არიან...
ორგაზმი არასდროს დგება  მათი, 
მანტრული ფრიქციების, ბრძოლის ველზე...
 
 
 
შიშები და საფენები
 
,,პოეზია ეგსგიბიციონიზმია,,
სიტყვები,კერტებივით გამაგრებული ბოლოსართებით,
ქვეცნობიერის ხახაში აღარ მალვენ, ტირანულ ბუნებას.
ღამღამობით, მაგიური და თბილი ვაგინის სიღრმეში,
კონსერვირდება, ჩვენი ყველა შიში,ჩვენი ყველა მოჩვენებითი დეპრესია,
სარდაფის საპირფარეშოში, მშობიარე რადიკალებზე.
მერე, ისინი გაიზრდებიან და იქცევიან,
ვირთხებად გადასახადების რიგში...
ვერ შეეჩვევიან სიკვდილს და  დარჩებიან  მონებად.
მანამდე,კი სძინავთ პატარა ატომებს,გიგანტურ ვარსკვლავებს შორის...
ლექსებს, ნაძვის ხეზე ნახავენ დილით და გაიხარებენ...
ღმერთი კი გასქელებულ საჯდომზე ზის,
გათენებამდე  ეწევა
და ჩვენი ინფანტილური ისტორიებით
სავსე ყუთში აფერფლებს...
ის გულგრილია და მშვიდი...
მგონი აღარ ვძულვართ!
 
 
 
                
ინსაითი  
 
კედებიანი რევოლუციონერები,
კვერცხებში გალაყებული კონტრკულტურით.
უკანალის თვალით უმზერენ საკუთარ,
მშიერ მუცლებს,
ერეგირებულ ასოებს,
გაფილტრულ სულებს
და  მზის ჩასვლას კონსერვის ქილებში.
ჩვენ,კი დავტოვეთ, მაჯამების კარუსელი კოსმოსში,
და მოვითხოვეთ, ოთხი კედელი უსაწოლოდ,
რათა განგვეცადა,რას ფიქრობდა  ძილის წინ  ქრისტე ...
 
 
 
ის დასარჩენად წავიდა
                        
რჩება მხოლოდ  სურნელი,  მამისაგან დატოვებურლი შავი საწვიმრის,რომლის გარღვეულ ჯიბეში,
ნაყინისთვის ხურდა ფულს  ეძებდი...
მითხრა  უკვე მოხუცმა დედამ!
 
შენი ჰერმეტული სულიერების, დაკოჭლებულ  კოლბაში,
ჩემი, აბორტს გადარჩენილი მიტევება, მუტაციას განიცდის.
მინდა გარდავისახო დედად,
რომელსაც უმტყუნა, გენიტალიურმა ინტუიციამ
და შენში სამეფო სისხლის ნაბიჭვარი ვერ ამოიცნო…
ღამეული პროფილაქტიკის მონოტორულობას,
ერბო კვერცხით აშიშინებული ტაფის  დილისპირული ცვლის.
შენ უფროსი ხარ-
მაგიდის თავში ტრუსის ამარა ზიხარ და 
კომუნალური გადასახადებიდან თავისდაღწევის გეგმაზე, ხმამაღლა მსჯელობ.
მე არცერთი სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის და ძალიან ჭკვიანი მგონიხარ, 
ცალი ჩუსტით დავდივარ, რომლის ზომა ჯერ მხოლოდ ოცდაოთხია,
ხოლო პირადი  რევოლუციების ცათამბრჯენი, ტუალეტის ჭერი, 
საიდანაც, ჩემი ბარძაყების უწონობით დამძიმებული შენი კეფა, ზეცაში ასაფრენი მყარი ბილიკივით მოჩანს...
ხარხარით ვეშვებით…
(ქვემოთ კი მხოლოდ მიწაა)
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული