მინიატურები





პოეზია

მინიატურები




 

დ. და-მაში/ნ/

ჩვენ სხვადასხვა დროს ვუყურებდით 
იმავე ვარსკვლავს, 
სხვადასხვა ცაზე,
მე თბილისიდან, ხოლო იგი ამერიკიდან,
ციოდა სახლში, იანვრის სუსხმა
უეცრად თითი გამირიკინა...

ვისკი მესამედ გადავკარი, 
ამერ-იმერი მიყურებდა ამერიკიდან
სასმელმა უცბად გამარეკინა, 
ისე ძალიან გამარეკინა,
რომ შენთან ისევ დამარეკინა,
ამსიშორიდან შენზე როგორ ამერიკინა.

 

 

უსახურავო ქალის თხოვნა

მომემსახურე –
მომე სახურავი...

 

*

ცრუ-მეგობრების შეგროვებას, 
ჯობდა ჯართი მეგროვებინა...
ჩავაბარებდი მიმღებ პუნქტში, 
იშოვიდნენ ეგრევე ბინას.

–––––––––––––––––––––

ფოტო: ჩარლი შრეინერი


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.