სხვანაირი





პოეზია

სხვანაირი




 

ხელები

რაა ხელები?
თუ არა წამალი ნერვიული შემოტევების დასაძლევად.
მასტურბაცია, ერექცია, ქავილი...
ცოცხალი მაგალითები რომელთა არარსებობის შემთხვევაში,
ხელები უსარგებლონი გახდებოდნენ.
ამიტომ, ნუ გიკვირთ ძვირფასო რიჩარდ პაინ,
რომ მათ ხელების გებო აქვთ მხოლოდ.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * 
ტრილოგი ეპოქისა მავალდებულებს ლექსების წერას.
აწმყო, რომელსაც ვგმობ მომავალში,
წარსული, რომელსაც ვგმობ აწმყოში,
მომავალი, რომელსაც ვგმობდი წარსულში.
ისინი ერთმანეთს გვანან ხელებივით,
თუმცა მათგან განსხვავებით სამნი არიან.
სამაგიეროდ, მე ვიცნობ ერთ ინვალიდ ბიჭს,
რომელიც თამამად საუბრობს საკუთარ ნაკლზე.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * 
ეს ტექსტი კი, რომელიც თქვენამდე აუღელვებლად მოვიდა, 
შექმნილია ხელებით და არა გულით.
გული მხოლოდ იმისთვისაა, რომ ფეთქავდეს,
მას არც შეყვარება შეუძლია.
იყვარებენ თვალები, ხელები კი აღწევენ მიზანს.
რამდენი ბრმა გინახავთ რომელსაც შეჰყვარებია?!
რამდენი უხელო გინახავთ რომელსაც მიზნისთვის მიუღწევია?!
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * 
პროლოგი ეწინააღმდეგება ეპილოგს,
კონტრასტის მოდულში აყვანისას კი შიშს ვღებულობთ,

შიშს, რომლის მოსასმენად ჯერ მზად არა ხართ.

 

 

 

რატომ ვარ მე ქართველი?!

რატომ ვარ მე ქართველი?!
მე ხომ მოვითხოვ ვიყო O, წრეწირის ცენტრი
და ასევე მოვითხოვ ჩემი ყოველი უარყოფითი ქმედების მოდულში აყვანას?!
მე ხომ არ ვცემ გეის იმისთვის რომ ის გეია, მიუხედავად იმისა რომ
მთელი თავისი არსებით მეზიზღება იგი?!
მე ხომ შემიძლია ვწერო ლექსები?!
მე ხომ შემიძლია ყველაფერზე ვწერო ლექსები?
მე ხომ შემიძლია ვახენო ლექსებში: ტუალეტი, ფეკალი, მასტრუბაცია,
ვაგინა, ფალოსი, სექსი, მეძავი...
მე ხომ დავცინი ჩემი თაობის ბრბოს მიერ პოეტად შერტაცხულ
ჰომოსაპიენსს, და არ ვაჩვენებ მას გზას ცვილებებისკენ?!
მე ხომ ვიცი რომ ტრეისი მაკგრეიდი ოთარ ქორქიაზე უკეთ თამაშობდა კალათბურთს
და იოაკიმ ნოა ნიკოლოზ დერიუგინზე?!
მე ხომ ვიცი რომ აქ პოეტები და საზოგადო მოღვაწეები ერთმანეთში ერევათ?!
მე ხომ ვიცი, რომ მამაჩემის საფლავის გარდა
არაფერი მაკავშირებს ამ ქვეყანასთან?!
მე ხომ ვიცი, რომ 30%_იანი კუთხის წინ მდებარე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია?!
კათეტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით.
მე ხომ ვიცი, რომ გოგო, რომელიც უცხო ბიჭთან იცეკვებს არ არის ბოზი
და არც იმ შემთხვევაშია ბოზი თუ ის ბიჭის მიმართ პირველი გამოთქვამს ინტერესს?!
(ბედნიერი ვარ რომ ამ საკითხს ბოლო დროს სხვებიც იზიარებენ)
მე ხომ ვიცი, რომ ჩემი სკოლისდროინდელი ისტორიის სახელმძღვანელო
სავსეა მოღარატეთა სახელებითა და გვარებით?!
მე ხომ ვიცი რომ შეიძლება გწამდეს იესო და არ იყო ქართველი?!
მე ხომ ვიცი რომ მიზანშეწონილი და გამართლებულია ამ ლექსში იესოს ხსენება?!
მე ხომ ვიცი რომ ჩები ბიძაშვილი, გიორგი ტყუილად კლავს თავისში მუსიკალურ ნიჭს
ფანდურზე „ეგ სახე მყინვართან ჩანჩქერში მინახავს“ და „ტაში ბიჭო გიორგუნას“ დამღერებით?!
მე ხომ ვიცი რომ არ არსებობს led zeppelin_ზე ძლიერი მუსიკალური ჯგუფივ?!(ჩვენში და შეიძლება არც არსად)
მე ხომ მრცხვენია შარვალ-კოსტუმით სიარული?!
მე ხომ შემიძლია სურვილის შემთხვევაში გავიკეთო პირსინგი, მოვუშვა თმები
და თავი გავიტანო იმ ქალაქში, რომელშიც ასეთები ეზიზღებათ?!
მე ხომ შემიძლია ზემოთ ხსენებული ჰომოსექსუალიზმის ზიზღის მიუხედავად ვაღიარო ალენ გილზბერგი და ტომას ელიოტი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პოეტებად,
და დავიზეპირო მათი ნაწერები?!
მე ხომ შემიძლია წინასწარ ვთქვა ის, რომ თანამემამულეები ამ ნაწერს პოეზიად არ მიიჩნევენ?!
მე ხომ შემიძლია დავანთო ნაგვის ბუნკერში ცეცხლი და დავინახო ამაში ფილოსოფია?!
მე ხომ შემიძლია დავხუჭო თვალები და წარმოვიდგინო,
რომ დეტროიტის ცუდ უბანში ვცხოვრობ,
და რომ შემიძლია წავიდე
და ვიარო... ვიარო... ვიარო...

 

 

 

 

 

 

განახლდი რწმენავ!

1

ჩვენ დავდიოდით ყოველ კვირას ეკლესიაში,
და ოთხშაბათობით, ხშირად ვაცდენდით ლოცვას.
ეკლესიის შესასვლელთან ეკიდა თავსაფრები,
მაგრამ არასოდეს დაგვჭირვებია,
ჩვენ, ჩვენი გვქონდა,
შევდიოდით და ვუსმენდით ლოცვებს.
პატარაობისას, გვშურდა თანატოლი ბიჭების,
რომლებსაც მღვდელი სტიქარს აცმევდა,
და აღსავლის კარს მიღმა ყოფნის უფლებას აძლევდა,
შემდეგ, უბრალოდ გავიზარდეთ.

2

ერთხელ, ქვრივი გამოჩნდა ტაძარში,
მაღალი, შავი თმითა და თვალწარბით,
ახალგაზრდები ვიყავით მაშინ,
თუმცა შეგვშურდა მისი ეშხისა და ქალურობის.
ერთ კვირა დილას,
გავიგონეთ რომ ხანში შესული,ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქალი,
მრვევლი ჩვენი ეკლესიისა,
რომლის ყველა ქმედება,
ზედმეტი გაფორმებით გაკეთებული მეტანია
თუ ლოცვისას არტისტულად ცისკენ აბყრობა ხელებისა,
უაღრესად გვაღიზიანებდა,
რჩევას აძლევდა ქვრივს, რომლისაც ჩვენ ასე გშურდა.
ემუქრებოდა ჯოჯოხეთის ცეცხლით,
ხმამაღლა, ყოველგვარი რიდის გარეშე,
ემუქრებოდა და სთხოვდა პირობას,
რომ აღარასოდეს მოწევდა სიგარეტს.
(ჩვენ, მაშინ გავიგეთ,რომ ქვრივი მწეველი იყო.)
იმ დღესვე მოხდა ის ამბავიც,
როდესაც ქალი, ჩვენმა მღვდელმა არ აზიარა.

3

თეთრი მანქანა, 
რომელიც დაუდევრობით გამოირჩეოდა იმ წამიდან,
რა წამიდანაც გამოსცდა ქალაქს,
აღმოჩნდა ბოლო, რაც დაინახა ქვრივმა, 
მერე კი მოკვდა.
ჩვენ არ გვიტირია მის კუბოსთან,
დიდ ხანსაც კი არ შევყოვნებულვართ,
მხოლოდ ერთი უემოციო წრე დავარტყით და წამოვედით.

ჩვენი ეკლესიის მრევლი შეგვხვდა გზაზე,
ყვავილებით ხელში მოდიოდა მოხუცი ქალი,
„რომელსაც ვალი მოეხადა ქვეყნისა და ქვრივის წინაშე“
_ იგი მოხვდება ისეთ სამოთხეში, რომელშიც მოწევა შეიძლება!
ვუთხარით და სწრაფად გავერიდეთ.

4

იმ ამბის მერე, ჩვენც ვეწევით,
ზოგს არც კი მოგვწონს, ზოგსაც გვაგიჟებს,
მაგრამ, რაც მთავარია, ვეწევით ყველა.
ვეღარ დავდივართ ეკლესიაში,
(რომც მივიდეთ არ შეგვიშვებენ ალბათ!)
და, სიმართლე რომ ვთქვათ,
უკვე, ჩვენ ათეისტებიც კი ვართ,

თუმცა ამას ერთმანეთს არასოდეს ვუმხელთ!

 

 

 

 

სხვანაირი

მე სხვანაირი ვარ.
ბავშვობაში, როცა სიგარეტმა კერტები ამიწვა,
მაშინ მივხვდი ამას.

როდესაც თავიდან მიშორებდნენ, 
მივდიოდი სახლში და ვტიროდი.
ჩემი არსებობა ჰგავდა მოლეკულას,
რომელსაც არ შეეძლო არსებულ კლიმატში
გარდაქმნილიყო ვირუსად
და მოდებოდა გენიოლოგიის იმ ფესვს,
საიდანაც მე აღმოვცენდი.
მე _ ადამიანი, ჰომოფობიისგან განთავისუფლებული.

ხშირად ვთლიდი ხისაგან ფაალოსს და ვწვავდი.
ჩემი სისუსტე ჩემს საპირფარეშოში რჩებოდა.
ან ღამღამობით, როცა მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან,
იმაზე ფიქრში, თუ რა უნდა მომხდარიყო, 
რომ ყველაფერი ისე დარჩენილიყო როგორც არის,
ძალაუნებური ფიქრი წამიყვვანდა იმ წარმოსახვაში, რასაც გავურბოდი.
საბოლოო წერტილი _ საპირფარეშო იყო,
რადგან იგი ერთადერთ ადგილად მეგულებოდა
საიდანაც მშვიდი და თავისუფალი გამოვდიოდი.

გათენებიდან, ვიხედებოდი ფანჯარაში, რომ დამენახა ვინმე,
ვისაც წარმოვიდგენდი შიშველს,
მერე ვიწერდი პირჯვარს და ღმერთზე ფიქრისას
ფანჯრიდან დანახული სიშიშვლე თუ მახსენდებოდა,
ლოცვას ვიწყებდი.
ლოცვა _ ცოდვების დავიწყება იყო უფრო, ვიდრე მიტევება.

* * *
ქვეცნობიერი შეიბყრო შიშმა, და დროებით გაანადგურა ერექცია,
როდესაც მივხვდი, რომ ხისგან გამოთლილი ფალოსები
ერთი და იმავე ზომისა და ფორმის იყვნენ.
დროებით აღარ მიფიქრია აღარც მიტევებაზე,
აღარც ღამღამობით მიფიქრია.
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რითი დამეხვეწა ხელოვნება.

მე რომ ოჯახი მყოლოდა, ფალოსებს დანარჩენ უმნიშვნელო
ნაწილებსაც მივაბამდი და შევქმნიდი ადამიანს.
აზრობრივად ერქმეეოდა ჰომოსაპიენს,
და გაცოცხლდებოდნენ ბავშვების ხელში.
ბავშვები, რომლებიც ითამაშებდნენ მედიტირობანას
და არ გადავიდოდნენ რეალობის მიღმა.
მე არასოდეს მეყოლება ბავშვები, რადგან ავად ვარ.

მიტევება არ არსებობს ცოდვისა,
რომელსაც სჩადიხარ და იცი მიგეტევება.
მე არ მქონია არაფრის შიში,
პირიქით, მინდოდა შემეცვალა გარემო,
თუმცა საკუთარ თავთანაც ისე ხშირად მიჭირდა სინამდვილის აღიარება,
რომ შეცნობაც მიჭირდა ჩემი... ადამიანის...

მხოლოდ ერთხელ გამოვთალე ჩონჩხი,
მერე ნეკნები ამოვუღე და დავწვი.
ბოლოს ჩონჩხიც დავწვი და მაშინ მივხვდი
თუ რატომ ჰქონდათ საერთო ჩემს მიერ გათლილ ფალოსებს.
ისინი იდენტურები იყვნენ ჩემი სხეულის ნაწილისა,
მე ხომ მხოლოდ მასთან მქონდა ურთიერთობა.
მე ხომ მხოლოდ ის მყავდა ნანახი.

მიზანშეწონილია ჩემი დაუმორჩილებლობა ბუნების მიმართ?
ვბრაზდები, როცა ოდესღაც ჩემნაირებს და საბოლოოდ
ბუნების მიერ დამარცხებულებს ქუჩაში უმოწყალოდ სცემენ?
და რადგან ისინი ვერ ფარავენ ავადმყოფობას, და რადგან 
მე, სრულყოფილი ქმნილება მათი კერპი უნდა ვიყო,
ვდგავარ ფანჯრებთან, და ვლოცულობ.
ლოცვა _ ცოდვების დავიწყებაა უფრო, ვიდრე მიტევება.

* * *

ახლაც ვლოცულობ, ახლაც, ამ სიტყვებითაც,
სიტყვები, რომლებიც ხსნაა, ანუ გზაა ხსნისკენ.
მე დავისახე მიზანი არსებობიდან დღემდე შესრულებული
და დღეიდან დასასრულამდე შესაძლებელი.
ყოველდღიური ომის შედეგად, ვპოულობ ძალას, რომელიც მაძლებინებს
და თუ ბოლომდე გავძლებ, 
და თუ ბოლომდე იდენტური იქნება ჩემს მიერ ხისგან გათლილი ფალოსები,
მე გადავრჩები... მომეტევება...


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.