ბერნი





პოეზია

ბერნი




 

თარგმანი: პაატა შამუგია

 

და ჩვენ ვსაუბრობდით

 კათოლიციზმსა და

პროტესტანტიზმს შორის განსხვავებებზე

და გამანდო მათი სურვილი:

ეხილათ ქალი მღვდელი

და გეებიც მიეღო ეკლესიას

შემდეგ ჩემსაზეც შემეკითხა.

მე ვუთხარი, რომ

ჩვენი ქრისტიანობა უფრო კონსერვატორული იყო

და უფრო მისტიკური

და რომ ჩვენ ამდენს არ ვსაუბროდით პრობლემებზე.

ვერაფრით გავუბედე, მეთქვა,

რომ ჩვენ უკვე 45 წელია

ღმერთი საერთოდ აღარ გვყავს

და რომ ახლა უბრალოდ ლოცვა გვიხარია.

 

–––––––––––––––––––––––

ივან ხრისტოვი – თანამედროვე ბულგარელი პოეტი და  პერფორმერი. პირველივე წიგნით "გამოთხოვება მე–19 საუკუნესთან" მიიქცია კრიტიკოსების ყურადღება და აიღო Southern Spring-ის პრემია, მეორე კრებული "Bdin" კი სვეტლოსტრუის პრემიის გამარჯვებული გახდა.  

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.