ტრაქტატი (3)





პოეზია

ტრაქტატი (3)




 

როგორი ხანმოკლე გეჩვენება ცხოვრება,
როცა საავადმყოფოს კორიდორში-
მტვრიან და ჩამოფხატულ წითელ სკამებზე
ორ რიგად ჩამწკრივებულ
ავადმყოფებს შორის გადიხარ-
სრულიად ჯანმრთელი კაცი

ის, ვინც 404-ე პალატაში
მეგობრის მოსანახულებლად მიდის...

*
-მთავარო ექიმო, შენი დედაც
უშველე ჩემი ძმაკაცის უმწეო მკლავებს,
მის დაჩხვლეტილ უმწეო მკლავებს,
მის თვალებს-ჩამიწებულ სარქველებს,
მის ზეთისხილის კალმებივით ჩამოშვერილ
ხელის მტევნებს უშველე...

*
ახალგაზრდა ექთანო, ვინც უკეთებდი
ჩემს ძმაკაცს გემოდეზს-

მისი ვენებიდან შენ გაიყვანე-
პოლიეთილენის მაგისტრალები.

მერე კი ცოტა ხანს, ერთად ვუცქერდით-
საბნიდან გამოშვერილ,
მის პურის ქერქივით ხორკლიან ტერფებს...

*
მწვანეხალათიანო ქირურგო-
იმუშავე რეაქტიული ხორცის მარმალადებზე.

ჩემი მეგობრის გული უყუნწო ყუმბარაა,
ასე რომ, შევეშვათ სიკვდილს.
 
 
 
სულ მთლიანი თანხა ერთი სრული დღისთვის (Gel) 350
პაციენტის გადასახდელი (Gel) 350
შ.პ.ს "თეკა/TEKA" LTD,
საქართველო/Georgia, თბილისი/Tbilisi-0186
ქავთარაძის ქ. N16/Qavtaradze st16.
ტ/T.(+995 32) 218 68, (+995 32) 222-14
ოჯახის ექიმი---------
თარიღი:27/01/2013 პაც.ხელმოწერა:

ძალაშია გაცემიდან 10 დღის განმავლობაში
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.