ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ტექსტური ინტერვიუ
ინტერვიუ

მეზიზღება სტუდენტები, ისინი სულელები და მოსაწყენები არიან

სლავოი ჟიჟეკი | 29.06.2016

სლავოი ჟიჟეკი თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ვარსკვლავური და მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ფილოსოფოსია. მასთან ბლიცინტერვიუ „გარდიანმა“ ჩაწერა.

ინტერვიუ

დევიდ ბოუვი პრუსტის კითხვარს პასუხობს

დევიდ ბოუვი | 12.01.2016
მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში, დიდი ხნით ადრე, სანამ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად აღიარებას მოიპოვებდა, თინეიჯერმა მარსელ პრუსტმა ინგლისურ ენაზე შედგენილი კითხვარი შეავსო, რომელიც მეგობარმა ანტუანეტამ (საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის შვილი) გადასცა. ეს კითხვარი ჩვენს რეალობაში არსებული „სხვათა აზრების“ ვიქტორიანული ვერსიაა; მისი სტრუქტურა საშუალებას იძლევა გავიგოთ ადამიანის გემოვნების, სურვილებისა და გრძნობების შესახებ. პრუსტის ეს ორიგინალი ხელნაწერი, რომელიც დასათაურებულია როგორც „თავად მარსელ პრუსტისგან“ 1924 წელს აღმოაჩინეს, მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ.
ინტერვიუ

სიკვდილის წინააღმდეგ

ეკა ქევანიშვილი | 21.07.2014

ამ ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იწერებოდა,  საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს, პრაღაში ვამზადებ, სადაც კონკრეტული ლიტერატურული მისიით მოვხვდი და მთელი თვე  გავატარე. პრაღა იმიტომ ვახსენე, რომ აქ რამდენიმე პოეტი და მწერალიც გავიცანი და როცა ისინი მეკითხებოდნენ, რაზე წერენ საქართველოში თანამედროვე პოეტები, ერთ-ერთი, ვინც პირველი გამახსენდა და მომინდა მისთვის მოესმინათ, პაატაც იყო. 

ინტერვიუ

დალაი-ლამა: თქვენ გრჩებათ ერთადერთი შესაძლებლობა – ფიქრი!

დალაი ლამა | 18.03.2012
სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტისა დევს განათლებაში. განათლებამ უნდა ასწავლოს ადამიანებს, დაინახონ მოვლენები მთლიანობაში, რომლის მიხედვითაც ვერ დაყოფთ სამყაროს თქვენს და სხვის ნაწილებად. და ამასთანავე, აცნობიერებთ უღრმეს კავშირს თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის.ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სამყარო არ შეიცვლება მხოლოდ ჩვენი ლოცვების შედეგად, ამისათვის საჭიროა ჩვენი შეცვლილი მოტივაცია და აზროვნება. 
ინტერვიუ

ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან (წვდომა N2) -  multipersonal disorder

demo.ge | 11.12.2011
შავ ფონზე მოდის ტექსტი მითიურ  ისტორიაზე, რომელიც თითქოს ნიცშეს შეემთხვა. ნიცშემ   ტურინში ნახა როგორ ამათრახდება ვიღაც კაცი თავის ცხენს -- მივარდა ამ ცხენთან, ჩაეხუტა მას და ატირდა. მას შემდეგ ნიცშეს ხმა არ ამოუღია, ის გაგიჟდა და სიცოცხლის ბოლომდე საგიჟეტში გაატარა წლები. "ურბანული" მითის ოფიციალური ვერსია აქ მთავრდება, მაგრამ ფილმის სცენარისტი ერთ საინტერესო ფრაზას ამატებს: “off the horse.. we know nothing” ["არავინ იცის რა დაემართა ცხენს".] ეს ცხენი კი სწორედ იმ სხვა სამყაროს ნაწილია, რომელიც ისტორიის რუკის შეუვსებელ ნაწილებში არსებობს და არავინ იცის რა დაემართა ამ “სხვა” სამყაროს. ეს ცხენი ამ ისტორიული თუ ონტოლოგიური offline-ს მოქალაქეა და მისი ამბოხი არსებობის და კოსმოსის წინააღმდეგაა - გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.
ინტერვიუ

სტივენ კინგი – საუკეთესო, რაც შენ მკითხველს შეგიძლია გაუკეთო, არის მისი დატერორება

demo.ge | 20.10.2011
მე მართლა არასოდეს ვარ ფილოსოფიური, მაგრამ მჯერა, რომ კარგი ადამიანები ძლიერები არიან და, როგორც წესი, ჩემს მოთხრობებში არ ვხელმძღვანელობ ძველი სტანდარტებით და არ ვწერ ზნედაცემულ ტიპზე, რომელსაც ავი სული მისდევს, რომელიც მას საბოლოოდ შეიპყრობს კიდეც. მე უფრო კარგ ადამიანებზე ვწერ, რომლებიც გარედან რაღაც დემონური ძალით არიან შეპყრობილი, რომელსაც ებრძვიან და ცდილობენ მის განდევნას, როგორც ჯო ფრეზერი და მუჰამედ ალი.
ინტერვიუ

ჟან ბოდრიარი – საფრანგეთი მხოლოდ ქვეყანაა, ამერიკა – ეს კონცეფციაა

demo.ge | 10.10.2011
ფრანგი ინტელექტუალები აღარ არსებობენ. ის, რასაც თქვენ ფრანგ ინტელექტუალს უწოდებთ, მედიამ კარგა ხნის წინ გაანადგურა. ე.წ. ფრანგი ინტელექტუალები  კი საუბრობენ ტელევიზიით, საუბრობენ პრესით და არასდროს საუბრობენ ერთმანეთთან. 
ინტერვიუ

ალენ რობ გრიე – ჩემი წიგნები დაწერილია არა ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის, არამედ საკუთრივ ჩემთვის

demo.ge | 12.08.2011

ავიღოთ თუნდაც უელბეკი: მას აქვს აგრონომის დიპლომი, წიგნებს ასიათასობით ტირაჟით ყიდის, პრესა მასზე გიჟდება, გონკურის პრემიას აძლევენ, აკადემიაშიც მალე აირჩევენ... ის კი სულ უფრო მეტად შეწუხებული ჩანს. არა, როგორმე უნდა დავეხმაროთ ამ ბიჭს... 

ინტერვიუ

ჯონ ლენონი: მე ან გენიოსი ვარ, ან შეშლილი

ROLLING STONES | 22.07.2011
სიკვდილამდე ათი წლით ადრე, 1970 წელს, ჯონ ლენონი ესაუბრა ჟურნალ“ROLLING  STONES”-ის მთავარ რედაქტორს,იან ვენერს.ჯონი საუბობს საკუთარ გენიალურობაზე და ”ბითლზის” დაშლაზე. მაშინ ამ  ინტერვიუს „როკ ენ როლის ისტორიაში ყველაზე სკანდალური“ უწოდეს.
ინტერვიუ

ჯულიან ბარნსი – საკუთარი სიკვდილის ავტორი

The Timeout London | 20.07.2011
ოთხი რამ, რაც აქამდე არ ვიცოდით ნოველისტ ჯულიან ბარნსის შესახებ: ის ახალგაზრდობაში იყო ბეჯითი და მოუღალავი ონანისტი; არასოდეს ყოფილა ეკლესიაში; მამამისს მისთვის არასდროს უთქვამს: „მე შენ მიყვარხარ“; და ისე ეშინია სიკვდილის, რომ ღამით ეღვიძება და ყვირის: „ო, არა! ო, არა! ო, არა!“