ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

როსტომ ჩხეიძის დამონტაჟებული "სიმართლე"

ოთარ ჯირკვალიშვილი | 21.02.2018

„პათეტიკური ჟესტის სიმართლე ცხოვრების უდიდესი მომენტია“ - ამბობდა შარლ ბოდლერი. ჰოდა, მეც მინდა წერილი ასეთი პათეტიკურ-რიტორიკული შეკითხვით დავიწყო: რაში სჭირდება ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს შალვა დადიანის, თედო სახოკიას, გერონტი ქიქოძის, ვახტანგ ჭელიძის, ოთარ ჩხეიძის დაბოლოს როსტომ ჩხეიძის გამართლება?! ან საიდან იცოდნენ შალვა დადიანმა, თედო სახოკიამ და გერონტი ქიქოძემ, რომლებმაც მოგვიანებით გაუზიარეს ვახტანგ ჭელიძეს და ოთარ ჩხეიძეს ეს საიდუმლო,  ასე დაწვრილებით, რა მოხდა 1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბლის სახლში?

კრიტიკა/ესსე

მარსელ დიუშამის აბსოლუტური ხელოვნება

ბორის გროისი | 14.02.2018

არტისტის მიერ არჩეული ობიექტი არ არის ნაკარნახევი პერსონალური პრეფერენციით, არამედ კულტურულ-ეკონომიკური ლოგიკის საგანია: ეს არჩევანი ითვალისწინებს კონტექსტებისადმი ყურადღების მიპყრობას, რომელშიაც ხელოვნება ვლინდება და ფუნქციონირებს. და კვლავ, აქ ყურადღება გადანაცვლდება ნორმატიული, „ავტონომიური“ სივრცეებიდან ხელოვნების პროფანურ კონტექსტებზე და იმ პროფანულ გზებზე, რომლებიც გამოიყენება.

კრიტიკა/ესსე

დანაშაულის ადგილის გარეშე

გუგა დალაქიშვილი | 13.02.2018

რახანია ენამ მიივიწყა თავისი "ჭეშმარიტი", კანონიკური მოდელი, რომელსაც საგნების დეტერმინირების, მხოლოდ ერთჯერადი პაკეტი გააჩნდა და რომელსაც, დროდადრო თვალთახედვის არეალიდან ეპარებოდა თავგამოდებული პარეზისტის გამოკრთომა, უცაბედი გამოცხადებით რომ ახდენდა ჩვენი თვითკმარი ყოფის ინტერვენციას

კრიტიკა/ესსე

ფაშიზმი. როგორ გადავიღოთ სიცოცხლე?

ნინი შველიძე | 13.02.2018

საკონცენტრაციო ბანაკებისთვის დამახასიათებელი „ესთეტიკით“, შიშველი სხეულების „დახარისხებით,“ მშვენიერი და  ახალგაზრდა სხეულების შერყვნა, ფაშიზმს დააკავშირებს სხვისი სხეულის ფლობის ვნებასთან.  საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ,  ძალაუფლების დაუოკებელი ვნება გამოვლინდება, სხვის სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარების სურვილში.

კრიტიკა/ესსე

ოთარიდან რეზომდე და პირიქით

ლექსო ლობჟანიძე | 06.06.2017

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ პოსტმოდერნიზმი თანამედროვე კულტურული კონტექსტია, რომლის პროდუქტებიც თავად ვართ. ჟანრის კანონი გვკარნახობს, რომ ადამიანმა ისტორიული ევოლუცია შეწყვიტა. ამ პროცესებმა, რასაკვირველია, ლიტერატურაშიც შეაღწიეს და   გამორიცხეს კიდეც იმის შესაძლებლობა,რომ მწერალს რაიმე ახლის, პროგრესულის თქმა შეუძლია.

კრიტიკა/ესსე

ფრაგმენტი წიგნიდან "ცარიელი სივრცე"

პიტერ ბრუკი | 17.05.2017

განმარტოების მოთხოვნილება დრამატურგის შინაგანი საცავიდან ქრება. სრულიად შესაძლებელია, რომ დრამატურგი სწორედ მარტო ყოფნისას ახერხებდეს პერსონაჟის კანში შეძრომას, ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ მუშაობდნენ ესქილე ან შექსპირი. მაგრამ ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ სახლში გამოკეტილი და ფურცელზე თავისი აზრების გადამტანი ავტორის კავშირი თეატრის სამყაროსთან და მსახიობებთან სულ უფრო ეფემერული და ფორმალური ხდება.

კრიტიკა/ესსე

საქართველოზე

ჟაკ ბრელი | 02.04.2017

ტურნეს დროს უამრავ ხალხს შევხვდი... აღტაცებული ვარ სიკეთით და თავაზიანობით, რაც იქ ვიხილე და რაც ასე იშვიათია ჩვენს დროში... ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია! საქართველოში, თითოეულ სუფრას ჰყავს... დამავიწყდა... ჰო – "თამადა", და ეს კაცი სიტყვით გამოდის ყოველ ათ წუთში. ფეხზე დგება. მხოლოდ მასთან ერთად სვამენ. ცალკე დალევა არ შეიძლება... და იწყებს სიტყვის თქმას. ჰყვება, თუ რა კავშირია ქალის სხეულსა და მთის ფერს შორის მზის ჩასვლისას... და ამას ჰყვება, ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებრად, მაგრამ შემდეგ აცნობიერებ, რომ ეს კაცი იმპროვიზირებს, ქმნის ერთგვარ პოეზიას

კრიტიკა/ესსე

ოთარ იოსელიანის `შანტრაპა`

ალექსანდრე გაბელია | 25.12.2016

ოთარ იოსელიანმა კინოში მოღვაწეობა საგნებისა და ყალბი ფასეულობების ნგრევით დაიწყო. „აპრილი“  მაყურებელმა ეკრანებზე ვერ იხილა.  ცენზურამ ფილმი ანტისაზოგადოებრივ მანიფესტად მიიჩნია,  რომელშიაც  ავეჯის მწარმოებელი მუშებისადმი პატივუცემლობა ამოიკითხა.  

კრიტიკა/ესსე

თეზისები კონცეპტუალურ ხელოვნებაზე

სოლ ლევიტი | 22.12.2016

არ არის აუცილებელი იდეების მიმდინარეობა ლოგიკური თანამიმდევრობით. ისინი შესაძლოა წარიმართონ მოულოდნელი მიმართულებებით, მაგრამ გონებაში იდეა აუცილებლად დასრულებული უნდა იყოს, სანამ ახალი იდეა ჩამოყალიბდება.

კრიტიკა/ესსე

რა არის ანტი-ხელოვნება?

ჯორჯ დიკი | 06.12.2016

 შორეულ წარსულში, კითხვები იმის შესახებ თუ „რა არის ხელოვნება?“, უმეტეს შემთხვევაში გულისხმობდა კითხვის ამგვარად დასმას: „რა არის ძუძუმწოვარი ცხოველი?“ ან უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანთა გარკვეულ კლასის წევრებს რა შესამჩნევი თავისებურებები აქვთ საერთო, რაც მიაკუთვნებს მათ ამ კლასს.