ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

სახელმწიფო კაპიტალიზმი თანამედროვე ქართული კულტურის ჭრილში

ლევან ბერიაშვილი | 01.11.2015

"თეატრი, ეს არის საოცრება და საზოგადოების ჯანმრთელობა’’, - თქვა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მსახიობმა ნინო კასრაძემ. თეატრის მსახიობს უფლება აქვს თქვას, თეატრი საზოგადოების ჯანმრთელობააო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ‘‘საზოგადოების გამოსაჯანმრთელებელ ადგილს’’ სისტემატურად არ სტუმრობს და შესაძლებელია, ფინანსური მდგომარეობის გამო, ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს თეატრისთვის საერთოდ არ სცხელა.

კრიტიკა/ესსე

მომხმარებელი საზოგადოება

რევაზ ქოიავა | 18.03.2015
მოხმარების უნივერსალური ლოგიკა, რომელიც გეორგ ზიმელმა აღწერა, ამბობს: „მდიდრები ცდილობენ ააგონ საზღვარი, რომელიც მათ მოხმარების ახალი მოდელების დახმარებით უმრავლესობისგან გამოყოფს. მასები, რომლებიც მათზე არიან ორიენტირებულნი, ცდილობენ დაეწიონ მდიდრებს, რომლებიც ამ სიმბოლური დევნისგან გასაქცევად ახალ განმასხვავებელ სიმბოლოებს იგონებენ.
 
კრიტიკა/ესსე

თეორიის ხედვის ქვეშ

ბორის გროისი | 20.01.2015

ხელოვნების მთავარი მიზანი ცხოვრების განსხვავებული სტილების და მაგალითების დემონსტრაციაა. შესაბამისად, იგი ხშირად პრაქტიკაში განხორციელებული ცოდნის როლს თამაშობს და აჩვენებს, რას ნიშნავს გარკვეული ცოდნის მიხედვით ცხოვრება. ცნობილია, რომ კანდინსკი თავისი აბსტრაქტული ნახატების ახსნისას მასის ენერგიაში გადასვლის ცოდნას ეყრდნობოდა, რომელიც თავის მხრივ აინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან მომდინარეობს.

კრიტიკა/ესსე

ისტორიული მეცნიერება პოსტმოდერნის ეპოქაში

რევაზ ქოიავა | 19.12.2014
თეორიულ წყაროდ კრიტიკისა, რომელიც ”მოძველებული ისტორიის” წინააღმდეგ იყო მიმართული, შეგვიძლია ფრიდრიხ ნიცშეს მიერ წამოჭრილი ტექსტის ნამდვილობის კონცეფცია მივიჩნიოთ. მის მიერ განხილული აზრობრივი კონსტრუქციები მიმართულია იმის დასამტკიცებლად, რომ ერთი და იგივე ფაქტების მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. უფრო მეტიც, ნიცშე პირდაპირ ამტკიცებს, რომ ”ფაქტები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები. თუ სიტყვა ”აღქმას” აქვს მნიშვნელობა, სამყარო აღქმადია: ის შეიძლება აღვიქვათ სხვადასხვა სახით, მას აქვს არა ერთი, არამედ მრავალი მნიშვნელობა”.
 
კრიტიკა/ესსე

დეტალების ეშმაკი

პაატა შამუგია | 01.09.2014

წავიკითხე ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ დაბეჭდილი წერილი „დაჯექი, მკითხველო!“ (ავტორი ლექსო დორეული). ბევრი თვალსაზრისით, სავსე და შემყოლიებელი ტექსტია, თუმცა, რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობაა „გაპარული“, რაც, ღირს, რომ „დაფიქსირდეს“. ცხადია, ამის აღუნიშნაობით არც წერილის ავტორს ემატება რამე და არც მე მაკლდება, მაგრამ, ვფიქრობ, საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის მცირე განმარტება მაინც საჭიროა.

კრიტიკა/ესსე

შეუზღუდავი პასუხისმგებლობის კორპორაცია "ზურა ქარუმიძე"

ალექსი ჩიღვინაძე | 24.03.2014
ერთი მოთხრობა აქვს ზურას, „პაროდოსი“ ჰქვია. მე პირადად არ მეგულება სხვა ტექსტი, დათო ბარბაქაძის „ტრფობა წამებულთას“ თუ არ ჩავთვლით, სადაც ასე ზედმიწევნით იყოს გადმოცემული ის პროცესები, რაც ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოში ხდებოდა. ჩემი გადმოსახედიდან, იმდენად ზუსტად აღწერს მაშინდელ სიტუაციას, ისეთი ადეკვატური რეფლექსიაა, მიუხედავად იმისა რომ ალეგორიაა,  გაჯერებულია ალუზიებით სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებთან და ყველაფერი იმპროვიზებულია, პოლიტიკა საერთოდ არ არის ნახსენები, არის ქორწილი.
კრიტიკა/ესსე

მეტაპედესტალი, ანუ პრეზიდენტმა რა ჰქმნა

დათო კოროშინაძე | 22.02.2014

1995 წელს ვენაში, ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე სლავოი ჟიჟეკი მოხსენების კითხვისას ამბობს: „დღეს, მაგალითად, ცინიზმის ეპოქაში იდეოლოგიას შეუძლია თავს უფლება მისცეს და გამოააშკარაოს თავისი ფუნქიონირების საიდუმლოებანი და ამის შემდეგაც კი გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იდეოლოგიის საიდუმლო მექანიზმისათვის ფარდის ახდა არავითარ შემთხვევაში აღარ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე...“

კრიტიკა/ესსე

შალვა დადიანს (ანონიმკა)

ანონიმი | 22.02.2014

თქვენ რათ იხდით ნიფხვებს, როცა არავინა გტყნავთ? თქვენ რომ ადამიანის ღირსება შეგრჩენოდათ (მგონი არც წინათ გქონდათ იგი), განა ახლა მწერლობა შეიძლება? ნამგალი, ურო, რევოლვერი, სახნისი, ტრაქტორი, ციგრუსები - განა ეს მწერლობის საგანია? ხომ გაქვთ რამე სამსახური, დასჯერდით როგორც სხვები, რათ იხრწნებით სულით? ვინ გატანთ ძალას ჯღაბნეთო? წარსულს აძაგებთ და ახალს აქებთ. მტყუანის დედა მოვტყან, თუ ახალი წარსულზე ასჯერ უფრო აუტანელი არ იყოს თვით მუშებისთვისაც, გლეხებისთვისაც და მოსამსახურეებისთვისაც, რომელიც კი არა ქურდობს. წაუკითხე ყველა შენისთანა ნაძირალ „მწერლებს".

კრიტიკა/ესსე

ორი ავტორი - ორი წიგნი

პაატა შამუგია | 29.10.2013

ადრე სადღაც ამოვიკითხე, თუ დაწერ, ბოლოს წაკითხულ წიგნზე უნდა დაწეროო. ავტორი აღარ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეც ვიქცევი ხოლმე.  სანამ შთაბეჭდილება ცხელია, რეფლექსიაც მანამდე უფრო საინტერესოა, მერე უკვე ინტერპრეტაციების ტყვე შეიძლება გახდე.

კრიტიკა/ესსე

"მო, დავსხდეთ ტარიელისთვის"

ბექა თოფურია | 30.06.2013

„მო, დავსხდეთ ტარიელისთვის“. აქ ვხედავთ მოწოდებას გარკვეული შეკრებისკენ. მაგრამ რატომ ხმარობს რუსთაველი მაინცდამაინც ზმნას „დავსხდეთ“? სუფიურ სკოლებში პრაქტიკული მეცადინეობები ძირითადად მიმდინარეობდა სწორედ წრეში დასხდომის ფორმით. მოსწავლეები (მიურიდები) სხდებოდნენ წრიულად და მათთან ერთად იჯდა მასწავლებელიც, ხელმძღვანელი, მოძღვარი (მიურშიდი, უსტაზი). ძირითად სუფიურ გაერთიანებებს წარმოადგენს წრე (ჰალაყა ან დაირა), თითოეული ასეთი წრე-ჯგუფი შედგება 13 წევრისაგან. ამ რიცხვის შერჩევით სუფიები ხაზს უსვამენ იმას, რომ მათი სწავლება ყველა რელიგიის ფარულ სწავლებათა იდენტურია.