ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

კლასიკის გასამართლება

სემ ზაკსი | 21.06.2013

თქვენ ერთი რამ დაგრჩენიათ: თუ ვინმე გააკრიტიკებს თქვენს საყვარელ წიგნს, დაუნდობლად უნდა იბრძოლოთ  საპირისპიროს დამტკიცებისთვის.  რადგან ერთადერთი დრო, როცა კლასიკის გარშემო მშვიდობაა, ის საშინელი დროა, როცა მას არ კითხულობენ.

კრიტიკა/ესსე

ლიტერატურული ფარისევლობანი

ლელა კოდალაშვილი | 31.01.2013

თავის დროზე ამ ნაწარმოებების შესახებ დაწერილმა, ახლა უკვე კლასიკად ქცეულმა ლიტერატურულმა წერილებმა მთავარი გზამკვლევის ფუნქცია იკისრა უფრო მეტად პედაგოგებისთვის, ვიდრე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის, რადგან ეს უკანასკნელი სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის დოგმატურ შეხედულებათა და სქოლასტიკურ მსჯელობათა გისოსებში ნაკლებადაა მოქცეული და საკუთარ თავსაც მეტ თავისუფლებას აძლევს.

კრიტიკა/ესსე

გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება (ფრაგმენტი წიგნიდან)

ჯოზეფ სტიგლიცი | 31.01.2013

ეკონომისტები ხშირად იყენებენ ტერმინს "სოციალური კაპიტალი", რაც, მათი აზრით, საზოგადოების ერთიანობის პირობაა. ძალადობა და მაფიოზური კაპიტალიზმი ანგრევს ამ სოციალური კაპიტალს. ბევრ საბჭოთა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, სოციალური კაპიტალის მოშლა ბევრნაირად ვლინდება. საქმე მხოლოდ მენეჯერების არასწორი საქციელი არ არის. პრობლემა ის არის, რომ თითქმის ყველა რაღაცას იპარავს.

კრიტიკა/ესსე

უძველესი პროფესია

პაატა შამუგია | 25.12.2012

თუ სწორად მახსოვს, პოეზია, ბოზობის შემდეგ,  ყველაზე ძველი საქმიანობაა. მე, როგორც სიძველეთა მოყვარული, ორივეს დიდ პატივს ვცემ და ქებას ვასხამ, თუმცა,ბოზებისა და პოეტების (უკაცრავად ტავტოლოგიისთვის) ადგილი, მგონი, აღარც დარჩა ამ სასტიკ სამყაროში. ამ სვეტში მხოლოდ ლექსზე ვიტყვი ორ სიტყვას.

კრიტიკა/ესსე

ანტიზღაპარი

ქეთი თუთბერიძე | 13.06.2012

კონკიას მერკანტილურ მისწრაფებებს საზღვარი არ აქვს. არავითარი გოგრა, არავითარი ბროლის ფეხსაცმელი, არავითარი ჯადოქრობა, რომელიც შუა ღამეს ძალას კარგავს. რაში სჭირდებოდა მისტიკა მიზანდასახულ ღარიბ გოგოს, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და რომელიღაც ჯუჯა სახელმწიფოს მულტიმილიონერ პრინცს ისე გულმოდგინედ გაუკეთა მინეტი, რომ ტახტის მემკვიდრეს საკუთარი სამეფო და წარმომავლობა სამუდამოდ გადაავიწყა. როცა მისი მრგვალი, პატარა, ლამაზი პირი სპერმით აივსო, უფლისწულმა შესძახა: „შენ იქნები ჩემი დედოფალი!“

კრიტიკა/ესსე

ბათუმი, ბათქაში და ბიძია სკრუჯი

ალექსი ჩიღვინაძე | 30.05.2012
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დასრულების  შემდეგ იქ შეკრებილი საზოგადოება იშლება. ზოგიერთი - კმაყოფილია, ზოგი ბუზღუნებს, ზოგს - ვერაფერს შეატყობ სახეზე. მოვალეობა მოხდილები თავის უფროსებთან, პარტიასთან ან შეიძლება სახელმწიფოსთან ნელ-ნელა იშლებიან. მშენებლობის ადგილს მეც მათთან ერთად ვტოვებ.  ბათუმის ქუჩებს მივუყვები. აქა-იქ ექსკორტი ჩაგვიქროლებს ხოლმე - დაძაბულობისა და საფრთხის სწრაფი ნაკადი. 
კრიტიკა/ესსე

მეცნიერების პოეზია

ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი | 02.04.2012
რიცხვთა თეორიის დიდი ინგლისელი მკვლევარი გ. ჰ. ჰარდი, ვიზეც ვერაფრით ვიტყვით, “რბილი” მეცნიერების მიმდევარიაო, თავის წიგნში “მათემატიკოსის აპოლოგია” (1967) მოგვითხრობს თავისი სტუმრობის შესახებ მეგობარ გენეტიკოსთან, სტივ ჯონსთან, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ ლიტერატურაშია გათვითცნობიერებული; ამის ვარაუდის საფუძლევს ის გვაძლევს, რომ იგი სემუელ ტეილორ კოლრიჯისეულ ციტატას წარმოთქვამს, ინგლისელი რომანტიკოსი პოეტისა, რომელიც სამეფო ინსტიტუტში ქიმიის ლექციების კურსს ესწრებოდა. როცა მას ჰკითხეს, თუ რისთვის აკეთებდა ამას, კოლრიჯმა მიუგო: “იმისთვის, რომ მეტაფორების მარაგი გავიმდიდრო”.
კრიტიკა/ესსე

რატომ მძულს რელიგია და მიყვარს ქრისტე, ანუ პოეზიის ჯასტინ ბიბერი

პაატა შამუგია | 03.02.2012
22 წლის, სრულიად უცნობი პოეტის, ჯეფერსონ ბითკეს ვიდეო-ლექსი ორ კვირაში 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის ბევრისთვის გმირი გახდა, უფრო მეტისთვის – ანტიგმირი. „ნიუ იორკ ტაიმსის“ მესვეტემ, დევიდ ბრუკსმა ავტორი „ახალგაზრდა მეამბოხედ“ მონათლა.
კრიტიკა/ესსე

ჩოხიანი დადა

თინათინ მჭედლიძე | 04.11.2011
დადაისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება: იმისთვის, რომ მსოფლიო ძალადობისგან გაეთავისუფლებინათ, საჭირო იყო დასულიყვნენ ბავშვის ფსიქიკამდე. თუ ადამიანის გონება არ ივარჯიშებდა და მას მხოლოდ აბსურდული წინადადებები მიეწოდებოდა, დროთა განმავლობაში ის გაბათილდებოდა და მთელ დედამიწაზე ყველანი დიდი ბავშვები იქნებოდნენ.
კრიტიკა/ესსე

მოდერნის შემდეგ

თინათინ მჭედლიძე | 02.11.2011
დებულებამ, რომლის თანახმადაც, ისტორია და საზოგადოება შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ტექსტი, განაპირობა კულტურის, როგორც ერთიანი ინტერტექსტის აღქმა. ამ შემთხვევაში ავტორი და მკითხველი მკვდრები არიან და მათი ცნობიერება ციტატებისგან შედგება.