ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

ულმობელი თანალმობა

პაატა შამუგია | 12.06.2011
პირველად იყო „ნიჭიერი“. „ნიჭიერში“ იყო ვანო ფიფია, ვანო ფიფია „ვანოს შოუშიც“ იყო. „ვანოს შოუ“ კომედიაა. კომედიაა ყველაფერი, რაც ბოლო წლების საქართველოში ხდება. უბრალოდ, ხანდახან ტრაგედიაც გამოერევა და ამოვისუნთქავ ხოლმე. როგორი საჭირო რამეა ეს ტრაგედია!
კრიტიკა/ესსე

ვიხუჭები და მოვდივარ

ალექსი ჩიღვინაძე | 05.06.2011
მგლოვიარე და მომტირალე დედებად ჩამოვიყვანოთ პორნოვარსკვლავები, შევმოსოთ ძაძებით და ვაკვნესოთ ბოლო ხმაზე. არა, აჯობებს თუ ჩვენვე ვიკვნესებთ, ისინი კი ითამაშებენ. ეს სახელს გაუთქვამს ჩვენს ტრაგედიას, უაზროსა და არადროულს, განმეორებულს პერმანენტულად. ეს დაგვავიწყებს ჩვენს შეცდომებს. ეს შექმნის ჩვენს სიმართლეს. ეს ერთდროულად წარმოშობს და გაგვინადგურებს მტერს.  
კრიტიკა/ესსე

ძვირფასო მოქალაქეებო!

დათო ბარბაქაძე | 03.05.2011
 ეს ყველაფერი ბიზნესია. გვანცა ყუფარაძის შემთხვევა სწორედ ამ ბიზნესიდან ამოვარდა და ამიტომ აღმოჩნდა გოგონა სატუსაღოში. ამ ბიზნესმენებმა, რომლებიც მწერლებს, მხატვრებს, მსახიობებს, მოსამართლეებს, მოხელეებს, მუსიკოსებს და ეშმაკმა უწყის, კიდევ რას უწოდებენ თავიანთ თავს, სხვისი შვილი ერთად მიაცილეს სატუსაღომდე, მერე მშვიდად ამოისუნთქეს და იმ ყოფას დაუბრუნდნენ, რომელიც, ალბათ, ცხოველების სამყაროსთვისაც კი დამამცირებელია.  
კრიტიკა/ესსე

თქვენი პირადი ბაუში  

ელენა ფასური, ალექსა ჩიღვინაძე | 16.04.2011
ბალეტში “მიხაკები”, სადაც მთელი სცენა ვარდისფერი ყვავილებითაა დაფარული, აქა-იქ გერმანული ნაგაზი ყეფს, ნახევრად შიშველი გოგონა აკორდეონით ხელში მიმოირწევა. ამერიკელი მონის სასოწარკვეთილ სიმღერას განუზომელ სიყვარულზე, რომელიც გერშვინს ეკუთვნის, მუნჯურად ასრულებს შავ სმოკინგში სტატიურად მდგარი კაცი. მშრალ მოძრაობებს, ადამიანების პრაგმატიზმს, მრისხანებას, შფოთვას სამოთხეშიც კი შეაქვს ქაოსი.  
კრიტიკა/ესსე

"რაც არ უნდა მირტყა ურო"

ვასილ სახვაძე, ხათუნა თავდგირიძე | 02.04.2011
სექსუალური მოტივებით თემატიზირებული ,,უროშემოკრულის” სიუჟეტი ქართულ ფოლკლორში დაკარგული ჩანს, თუმცა მისი მიახლოებითი წარმოდგენა-რეკონსტრუქცია შესაძლებელია მჭედლობის ღმერთ – ჰეფესტოსთან დაკავშირებული ბერძნული მითის ანალოგიით. კოლხურ-ბერძნული უძველესი კულტურული(ეკონომიკურ-პოლიტიკურიც) პარალელები რომ მრავლად არსებობს,
კრიტიკა/ესსე

სახელიც კი დამავიწყდა

ვეფხვია შამანაური | 15.03.2011
არა, ნამდვილად უმადური ვარ, უმადური და უკეთური, ზიზღიანი ბოროტი. ჩემი ძმები, ჩემი დები მოვიძულე - ჩემი ღვიძლი დედინაცვლის პირმშონი... თავად ეული და უგერგილო გამოვდეგ, ამიტომაც შემშურდა მათი მარიფათისა... 
კრიტიკა/ესსე

რატომ დამატოვებინეს ისტორიის მასწავლებლის პოზიცია

თადეუს რასელი | 13.03.2011
მე გავიზარდე პლანისმწეველი, ნუდისტი, სოციალისტი რევოლუციონერების ოჯახში, ვიყავი ინტელექტუალური მოზარდი, ვიზრდებოდი შავ უბანში, ბერკლისა და ოკლენდში. მერვე კლაში კინაღამ ჩავრჩი და სკოლაც სამიანზე დავამთავრე. სკოლის მერე წავედი ანარქისტულ, ულტრა-ჰიპი ანტიოქიის კოლეჯში
კრიტიკა/ესსე

საუნდ პოეზია

პაატა შამუგია | 15.02.2011
მეოცე საუკუნეში კი, ყველაზე "წარსულმოძულე" დადაისტ– ფუტურისტებმა სწორედ წარსულიდან ამოქექეს მათი მთავარი ნიშა: საუნდ–პოეზია. ფორმას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, მათი "ფონეტიკური ლექსები" ანტიკურისგან აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციისა და შინაარსისა იყო. უეზელბეკი, ტრისტან ცარა, მარინეტი – ეს ავანგარდისტული ხელოვნების სამი გრანდია, რომელმაც საუნდ–პოეზიას გზა გაუხსნა
კრიტიკა/ესსე

ტრადიციების არქონის შესახებ

ლადო გოგიაშვილი | 07.02.2011
რა მდგომარეობა იყო 1811 წლამდე საქართველოში ზოგადად განათლების და კერძოდ რელიგიური განათლების კუთხით, ცალკე თემაა, თუმცა მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი განათლების მიღება საქართველოში პარქტიკულად შეუძლებელი იყო!
კრიტიკა/ესსე

სად არის ქაჯეთი?

ვახო მოსიაშვილი | 26.08.2010
ძირითადი წინამძღვრები არის მუტაციური, შეცვლილი აქვს თავისი ძირითადი მნიშვნელობა და შესაბამისად ასეთი მუტანტი აზრობრივი წინამძღვრით შეუძლებელი ხდება იმის გააზრება, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, ან შეიძლება მოხდეს.