ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

მიიღეთ სიტყვები, როგორც აბები

ალექსი ჩიღვინაძე | 05.07.2010

ხვლიკების ბრძოლის ჩვენება, პიქსელებად დაშლილ ეკრანზე, სადაც ერთი პიქსელი - უკვე ბრძოლაში წაგებული ტუალეტის ქაღალდია. ეს იგივეა, რომ ომი, გვამების სხეულებით მოწყობილ პროექტზე აჩვენო. ომი - შიშველ გვამებზე.

კრიტიკა/ესსე

ლოკალურის ძალადობა

პაატა შამუგია | 23.06.2010
ცნობილი ქართული ტოლერანტობის შესახებ ჩემშიც ჯერ კიდევ შემორჩენილი მითი ნელ-ნელა ორთქლდება. ბოლო დროის ბატალიების სამოყვარულო ანალიზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ჩვენთვის მუშტის ენა სოციალური ინტერაქციის ყველაზე მშობლიური ვარიანტია. დიალოგი რა, ველური დასავლელები ხომ არ ვართ?
კრიტიკა/ესსე

სინამდვილის განჯადოება _ ქართული მეცნიერების წარსული, აწმყო და მომავალი

გიგი თევზაძე | 21.06.2010
განჯადოება სოციალურ მეცნიერებაში მაქს ვებერის მიერ შემოტანილი ცნებაა (Entzauberung) და ნიშნავს სამყაროს სურათის ცვლილებას – რელიგიასა და სასწაულებზე ორიენტირებული მსოფლმხედველობიდან რაციონალიზმზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობაზე გადასვლას
კრიტიკა/ესსე

შეშლილობის სემიოტიკა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესები

ცირა ბარბაქაძე | 07.06.2010
კულტურულმა პარადიგმამ _ "შეშლილობა და შემოქმედება" _ 21 ე საუკუნეში ინტენსიურად შემოაბიჯა. `მოდერნიზმში და ავანგარდში შემოვიდა შეშლილობის სემიოტიზაციის პროცესი, როცა ფსიქოპათოლოგია ხელოვნების სამსახურში ჩადგა. მე20 საუკუნის ხელოვნებაში უზარმაზარი როლი ითამაშეს შიზოფრენიულმა სამყაროებმა. პარანოიდულმა სისტემებმა
კრიტიკა/ესსე

საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები

გიგი თევზაძე | 26.05.2010
ამ წიგნში წარმოებული კონკრეტული მსჯელობისათვის მონათხრობს და სახელდახელოდ შექმნილ მითს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსების კონკრეტულ ურთიერთობებს თუ ამ ურთიერთობების აღმწერ და დამამტკიცებელ მასალებს. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის, როგორც საცხოვრებელი სივრცის აღქმა (შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი) მითებიდან და ლეგენდებიდან უფრო აღმოცენდება, ვიდრე კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ზრახვებიდან და ქმედებებიდან
კრიტიკა/ესსე

როგორ ავიცდინოთ ფუნდამენტალიზმის მახვილი?

ვეფხვია შამანაური | 26.05.2010
ემილ დურკჰაიმის თანახმად, რელიგიის მიზანი და  მოწოდებაა მორწმუნე არა სხვაზე კეთილშობილი, არამედ უფრო წარმატებული გახადოს, ქონება და სიმყუდროვე შესძინოს მას!.. ნიშნეულია!  ”რელიგიას სიცოცხლის შუაგულში უდგას ტახტი” – ფრიდრიხ ჰაილერის თანახმად. რელიგიის  პრაგმატისტული ბუნებაა ამ გამონათქვამებში ხაზგასმული!
კრიტიკა/ესსე

კრიმინალური გოიმობა

იაგო ხვიჩია | 15.05.2010
არასოდეს არ მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ვიღაცის წიგნის, ვიღაცის მიერ განხორციელებული ინცესტის, ქართლის დედის შეურაცხყოფის, გეი აღლუმის გამართვის, ეკლესიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების, შორენას ძუძუების  და თოქ შოუ ,,პროფილის’’ გამო. ეს ხომ სხვისი თავისუფლების ნაწილია, ან უბრალოდ შენი საქმე არ არის.
კრიტიკა/ესსე

“ქოლგა 2010”, ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან..

მიხეილ სამხარაძე | 13.05.2010

მაინტერესებს ფოტოკონკურსის ჟიურიმ, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა “თავისუფალ თემაზე” შემოტანილი ფოტოებიდან აერჩია 100 საუკეთესო ფოტო, როგორ მოახერხა 90 ფოტოზე გამოსახული ყოფილიყო სოციალური შინაარსის მატარებელი ფოტოები: ბავშვები სილაზე, ბავშვი ჩამონგრეულ კედელთან, ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, მშობლები და ბავშვები სხედან ოთახში, მოხუცები, ბავშვები, ბავშვები, მოხუცები და ასე უსასრულოდ..

კრიტიკა/ესსე

მასტურბაცია ცეცხლმოდებულ შენობაში

ალექსი ჩიღვინაძე | 08.05.2010
მეტი სილაღე! მეტი სულიერე
ბა! მეტი კრეატიულობა!  
კრიტიკა/ესსე

შიში და სიძულვილი საქართველოში

ალექსი ჩიღვინაძე | 04.05.2010
მე არ ვცდილობ დაგარწმუნოთ, რომ თქვენ უნდა მოგწონდეთ ის, რასაც აკეთებს ლარი ფლინტი. მე პირადად არ მომწონს, რასაც ის აკეთებს. თუმცა მე მომწონს, რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება. მე მომწონს, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც შემიძლია ვიყიდო და წავიკითხო ჟურნალი "Hustler", ან მოვისროლო სანაგვეში, თუ ჩემი აზრით, მისი ადგილი იქ არის. ასევე შემიძლია ჩემი შეხედულებების თანახმად მოვიქცე და საერთოდ არ შევიძინო ეს ჟურნალი. მე მომწონს, რომ ამის უფლება მაქვს. მე ამ უფლებას ვუფრთხილდები და თქვენც ვალდებულები ხართ გაუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში. ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ გვავიწყდება ეს რას ნიშნავს. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს საოცარი შესაძლებლობაა ცხოვრებისათვის. დროდადრო ჩვენ უნდა შევეგუოთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც აუცილებელი არ არის მოგვწონდეს, რადგან თუ ჩვენ დავიწყეთ კედლების შენება, წინააღმდეგ იმისა, რაც ამორალურად გვეჩვენება, შეიძლება ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძოთ და კედლები დაგხვდეს იქ, სადაც მის დანახვას არ მოველოდით. მაშინ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვერაფრის დანახვას, ვეღარ შევძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ეს უკვე აღარ იქნება თავისუფლება.