ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

მორალი გადამალეთ, ეპატაჟი მოდის

ნინო ლომიძე | 25.04.2010
დეისაძის მოთხრობების კრებული ახლახანს გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ. და სათაურიდანვე ჩანს, რომ ეს არის ნათელი ილუსტრაცია ეპატაჟისა. თან, 2 in 1 (სექსუალური და რელიგიური თემატიკა)უფრო სწორად კი, 3 in 1 (იმ ორს + ძალადობაც). ეპატაჟი დიდი ასოთი!( რუსული გამოთქმის კალკირებული, სადღაც, ეპატაჟურიც თარგმანი.)
კრიტიკა/ესსე

ღარიბი სიზმრებიდან

ალექსი ჩიღვინაძე | 03.04.2010

სჯობს რაღაცგვარად ლიტერატურულ-მხატვრული მითის აურის თანხლებით ცხოვრობდე, ვიდრე სრულიად მარტო დარჩენილი შენს დრამასთან, შენს შიშებთან და შიშნარევ ხილვებთან. ყველანაირი გარემო თავისებურად გკლავს. გარემოში არაფერი საინტერესო, თუკი მასში შენ თავად არ გაგაჩნია რაღაც თანმიმდევრული. როცა არ გინდა რაღაც დაინახო, ვერც დაინახავ.

კრიტიკა/ესსე

მეძავი რომელიც არ ჟიმაობს

ზაზა კოშკაძე, ლეკა ფასური | 31.03.2010
ამ ადამიანთა მორალი არაფრით გასხვავდება იმ ქართული მორალისგან, რომელსაც ჩვენ დაბადებიდან გვახვევდა თავზე საზოგადოება. მაგალითად ისინი ხშირად ლაპარაკობენ ღმერთზე, მიაჩნიათ რომ მინეტი საზიზღობაა და საერთოდ, ერთმანეთის ჭიქიდან არ სვამენ. თუ ვინმეს გაუბაზრდა რომ პირში იღებს, მას გაურბიან და დასცინიან. დასცინიან ბიჭებსაც, რომლებიც სთხოვენ ორალს. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მოკლედ ტიპიური ქართულ-მართლმადიდებლური შეხედულებებია სამყაროზე. 
კრიტიკა/ესსე

რატომ დავწერე ანტიტყაოსანი

პაატა შამუგია | 22.02.2010


მე ცხადია, არ დავეცემი ამ შემთხვევითი პიროვნებების არაკორექტულობამდე. ჩვენ სხვადასხვა მორალურ და ინტელექტუალურ განზომილებებში გვიწევს ყოფნა.

კრიტიკა/ესსე

კაფკას არ ჰქონდა ტელევიზორი

| 13.02.2010
დღეს უკვე მადონას ახალი კლიპი, რომელიმე სატელევიზიო კომედია, დეზადორანტის რეკლამა, წინასაარჩევნოდ წარმოთქმული სიტყვა, ან გრაფიტი - ისეთივე საინტერესო ობიექტებია კვლევისათვის, როგორც ადრე ბაირონის პოეზია ან ფლობერის პროზა. ხელოვნების და მას-მედიის დისკურსებმა კი არ ჩაანაცვლეს ერთმანეთი, არამედ მათმა ურთიერთდამოკიდებულებამ უჩვეულოდ რთული და მრავალფეროვანი ხასიათი მიიღო. 
კრიტიკა/ესსე

გაცნობიერებული სიზმრები

სანდრო ნათიშვილი | 10.02.2010
უეცრად სიზმრის სურათი იცვლება, თავს მაღლა ვწევ და ლურჯ ცას ვუყურებ, ვხედავ რომ ჩემს ზემოთ მედიდური არწივი, დალივლივებს: მას ფრთები ფართოდ აქვს გაშლილი, ცა უღრუბლოა და მზის სხივები ნელ-ნელა ჟონავს ფრინველის გაშლილი ფრთებიდან, რაც თბილი წვიმის წვეთების ასოციაციას იწვევს. ამ სცენის ხიბლით მოჯადოებულმა აუჩქარებლად "შევიწოვე" იგი სხეულის ყოველი უჯრედით, ისე, რომ არ გამომიტოვებია არცერთი უმნიშვნელო შტრიხიც. უეცრად ვიღვიძებ და ვაცნობიერებ რომ ლოგინში თვალდახუჭული ვწევარ ჩემი მთლიანად გაღვიძებული ცნობიერება ტკბება ყოველივე განცდილით. 
კრიტიკა/ესსე

გააჩინე ნაკადული

ვეფხვია შამანაური | 04.02.2010
დილთაის განმარტებით, ჰერმენევტიკა ნიშნავს, შემოქმედება შემოქმედზე მეტად გესმოდეს: შექსპირი შექსპირზე მეტად, ვაჟა — ვაჟაზე მეტად. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც შემოქმედი არაცნობიერად წერს. მაგალითისათვის, გერმანიაში ერთ პროფესორ ქალს გადავეყარე, რომელსაც მაქს ვებერი მაქს ვებერზე უკეთ ესმის
კრიტიკა/ესსე

`ტაქტიკური რეალობის` ლექსიკონი

კონრად ბეკერი | 27.01.2010

ნაწყვეტი კონრად ბეკერის წიგნიდან "ტაქტიკური რეალობის ლექსიკონი". ("Tactical Reality Dictionary). წიგნი რამდენიმე წლის წინ არის გამოცემული და თანამედროვე კრიტიკული თეორიის, ტაქტიკური მედიის, ბეროუზული თრიფების და ცნობიერების კონტროლის თემატიკის უგემრიელესი სინთეზია. საკმარისი brainfuck-ით და "ვისაც-ყურები-აქვს-ისმინოს" მესიჯებით. მინი ლექსიკონი-გზამკვლევი, თითქოს დამცინავი, მაგრამ დროული მინიშნებებით - დამწყები "მედია-მეამბოხეებისთვის" პოსტმოდერნული ციფრული სპექტაკლის სამყაროში (წაიკითხე: კოდებში) გასარკვევად.

კრიტიკა/ესსე

ტანტრა - ენერგია და ექსტაზი

ოშო რაჯნეში | 24.01.2010

ადამიანები ისე მახინჯურად კავდებიან სიყვარულით, რომ როცა ბავშვს, რომელიც შემთხვევით მათ ამ დროს შეასწრებს, ჰგონია, რომ ისინი ჩხუბობენ, სცემენ ერთმანეთს. ბავშვი ფიქრობს, რომ მამა დედის მოკვლას აპირებს! მშობლები კვნესიან, იგუდებიან, მათი მოძრაობები უხეშია, ძალადობრივი, მოკლებული გრაციას. შეუძლებელია ამას ცეკვა უწოდო. სანამ სასიყვარულო აქტი ცეკვად არ გადაიქცევა, ის წმინდა ფიზიოლოგიურ აქტად დარჩება; მასში არ იქნება არცერთი წვეთი სულიერებისა. სასიყვარულო ცხოვრება არ ივსება სიჩუმით, სანამ ადამიანის მთელი სიცოცხლე გონების შეჩერების მდგომარეობით არ ივსება.

კრიტიკა/ესსე

თვითმკვლელობიდან ჰაიდეგერამდე

კუკა რაზიკაშვილი | 18.01.2010
პორფირიუსის ანტიქრისტიანულ-ინტელექტუალური მოღვაწეობა მრავალმხრივი ჩანს: იგი ბრალს სდებს მოციქულებს სიცრუეში, მან აღმოაჩინა, მაგალითად, დანიელის წიგნის არაავთენტურობა, იგი წინააღმდეგია “საჰომეროსოდ ვარგისი ალეგორიული ჰერემნევტიკის” ბიბლიისთვისაც მისადაგებაში, და ა. შ.