ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

რუსთაველი, სულ ცოტა რამ სიბრძნის ოკეანიდან

ლევან რამიშვილი | 14.01.2010
შივას დაწინწკლული ვეფხის ტყავი კოსმოსის ცნობილი სიმბოლოა. ტარიელი, ისევე როგორც შივა, კოსმოსითაა შემოსილი, ანუ განასახიერებს სამყაროს ცენტრს - სულს, რომელსაც კოსმოსი, მატერია მოსავს, მთლიანობაში ტარიელი, რომელიც ერთდროულად ღვთაებაც არის და ღვთაების მაძიებელი მოკვდავიც, იმის გამოსახატადაა შექმნილი, რომ ღმერთი ადამიანშია, ნებისმიერ მოკვდავში და არა მის გარეთ. 
კრიტიკა/ესსე

ჟორჟ ბატაი

ალექსი ჩიღვინაძე | 13.01.2010

"დანაწევრება 100 ნაწილად", 1905 წელს, ლუი კარპოსის მიერ გადაღებული ფოტოა, რომელზეც აღბეჭდილია ახალგაზდა ადამიანის ფუ ჩუ ლის სიკვდილით დასჯა. მის სახეზე ექსტატიური სიამოვნებაა აღბეჭდილი, აუტანელი ტკივილისა და დიდი დოზა ოპიუმის გამო, რომელიც მას იმისთვის მისცეს, რომ წამებისთვის ბოლომდე გაეძლო. "ამ ფოტომ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში". - იხსენებს ჟორჟ ბატაი. 

კრიტიკა/ესსე

ღია მიმართვა მათ, ვინც ჯერ არს

შოთა გაგარინი | 12.01.2010
როგორ დამამცირეთ მე და დანარჩენები დღეს, როცა მახარეთ, რომ რუსეთის პატრიარქი ჩამოდის ამ ქვეყანაში თავის „სამწყსოს დასალოცად“, ყველა ზოგადსაკაცობრიო დამცირებების რეკორდს ხსნის. ორჯერ გავანადგურე მთელი კაცობრიობა, ერთხელ აქ და ერთხელ მთვარეზე, მაგრამ არასდროს ისეთ ნაბიჭვრად არ მიგრძვნია თავი, როგორებადაც მიმაჩნიხართ ამ განცხადების შემდეგ.
კრიტიკა/ესსე

სექსი, როგორც დანაშაული

ლევან რამიშვილი | 12.01.2010

ეს ცნება, ცოდვა, იმდენად შესწავლილი და დამუშავებულია საქართველოშიც კი, სადაც არასოდეს არაფერი არაა ხოლმე ხეირიანად შესწავლილი, რომ მისთვის რამდენიმე ტერმინიც კი არსებობს: სიძვა, მრუშობა...გამიგონია, სიძვა ისაა, გაუთხოვარი ქალი რომ უცოლო კაცს მიეკარება, მრუშობა კი _ როცა გასათხოვარი მიეკარება ცოლიანსო თუ რაღაც ამდაგვარი. მე ეს არ მაინტერესებს, ამიტომ არ ჩავეძიები. 

კრიტიკა/ესსე

სექსი თუ ტყნაური?

შოთა გაგარინი | 08.01.2010
თუ მაინც იყიდით ამ წიგნს, შენიშნავთ ავტორის საშინელ, „არალიტერატურულ" ენას. ამ ტენდენციას ორივე ხელით ვემხრობი. „ჩვენი ენა ქართული" რა ხანია რაღაც კოლბაში თუ მაცივარში დევს გაყინული და სტაგნაციას განიცდის. ენა ფაქტიურად არ ვითარდება. დაგვიძველდა და გაგვიაკადემიურდა. საერთოდ ქართულ ენა ხომ ისედაც კონსერვატორულია. მეხუთე საუკუნეში დაწერილ ტექსტს რომ სკოლის მოსწავლე ადაპტირებული თარგმანის გარეშე გაიგებს, ჩემი აზრით ეს კარგის კი არა, ცუდის ნიშანია
კრიტიკა/ესსე

Beat Generation

შოთა გაგარინი, ალექს ჩიღვინაძე | 08.01.2010

მაგალითად: ბიტნიკი – ესაა გაუპარსავსავი კაცი კეტებში ან სანდალებში, ზურგჩანთით, რომელიც აქეთ იქეთ აქნევს ჯაზის ფირფიტებს და იღლიაში ალენ გინზბერგის “ყმუილი” ამოუჩრია. საკუთარ თავს იგი “ბუნებრივ ადამიანს” უწოდებს და აქედან გამომდინარე იცავს საკუთარ უფლებას თავისუფალ სექსზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე. 

კრიტიკა/ესსე

ახალი სადუკეველები

ბასილ კობახიძე | 01.01.2010
უმწვავესი პრობლემაა სასულიერო დასის დაბალი ინტელექტუალური დონე. მღვდელმთავრების და მღვდლების აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს თეოლოგიური განათლება (ცალკე პრობლემაა, რომ ამგვარი განათლების მიღება საქართველოში შეუძლებელია). გაუნათლებლობა კი ნოყიერი ნიადაგია საკუთარი თავის საკრალიზაციისა და “ხალხური” რელიგიისათვის.
კრიტიკა/ესსე

ციხე უნივერსიტეტის სარდაფში

ალექსი ჩიღვინაძე | 29.12.2009

330 ვოლტი: "გამომიშვით! გულის შეტევა მაქვს! გეხვეწებით! ამის უფლება არ გაქვთ! ჩემი აქ გაჩერების უფლება არ გაქვთ! გამომიშვით! გამომიშვით!

კრიტიკა/ესსე

(მ)ორალური სექსი

პაატა შამუგია | 28.12.2009

18 წლის ასაკში სექსი (თუნდაც, ორალური) გართობის მშვენიერი საშუალებაა. მაგრამ 18 წლის ასაკში სექსზე (თუნდაც, ორალურზე) პროზის დაწერის საშუალება ბევრს არ ჰქონია. 18 წლის ერეკლე დეისაძის ნოველა კოდური სახელით _ “99”, ორალური სექსის დემოგრაფიულ მისიას გვიჩვენებს. 

კრიტიკა/ესსე

სექსი და ივერთ მხარე

ლევან რამიშვილი | 26.12.2009
თუ 18 წლის ნებისმიერი ეროვნების გოგონა თავისუფლად ეძლევა სიყვარულს მისივე ასაკის ბიჭთან და თან იმაზე კი არ ფიქრობს, რას იფიქრებენ დედა, მამა, ბიძა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ქართველი გოგო დღესაც კი, XXI საუკუნეში ამის უფლებას თავს ვერაფრით მისცემს (ყოველ შემთხვევაში აშკარად და დაუფარავად). ჩვენში დღესაც კი საყოველთაო დაგმობას იმსახურებს ქმარს გაშორებული ან დაქვრივებული ქალი, რომელი