ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები

პოეზია
პოეზია

კომა

პაატა შამუგია | 11.02.2013

 

ვენი ვიცი
 
ვიდიც ვიცი
 
ვიცი ხომ ვიცი და ვიცი.
პოეზია

წითელი საყელო

კაკო ჩიქობავა | 10.02.2013

პედოფილი არ ხარ - თავს იმართლებ

უბრალოდ ბავშვები წამოიზარდნენ,

პარიკმახერს ბენზინის სუნი ასდიოდა ხელზე. 

დარაჯი ჰამერის მძღოლს აგინებს,
პოეზია

საქართველო

ზაზა კოშკაძე | 06.02.2013

საქართველო, მე შენს სიყვარულს თავი შევწირე და ახლა პახმელიაზე ვარ. 
საქართველო, ხინკალი ხუთი კაპიკი, ხბოს მწვადი ათი შაური, 1989 წლის 9 აპრილი. 
საქართველო, მე ჩიპიანი პასპორტი მაქვს. 
საქართველო, როდის შეწყვეტ მომიტინგეთა ხოცვას?
ტრაკში გაიკეთე შენი ტანკი "ლაზიკა"

პოეზია

მკვდარი ქალაქის ჩანაწერები

გიორგი შონია | 28.01.2013

ო, Happy End-ო !! შენ ბანალური ხარ,

მაგრამ ამავე დროს სასიცოცხლოდ აუცილებელი,

რადგან ყოველდღიური დამარცხებებით,

რუტინული კონტექსტებით,

და მოზღვავებული გაურკვევლობისგან დაღლილებმა,

და ემოციებისგან დაცლილებმა,

დროებით მაგრამ

მაინც ვიგრძნოთ ცოტაოდენი შვება,

პოეზია

ნუგატოვი გალიაში

ვალერი ნუგატოვი | 23.01.2013

 

ცხნები როცა კვდებიან — სუნთქავენ
მცენარეები როცა კვდებიან — ხმებიან
მზეები როცა კვდებიან — ისინი ქრებიან*
როცა  მაიმუნი კვდება მისგან რჩება დერეფანში  ჩამოკიდებული საბავშვო კომბინიზონი
და ასი მილიონი სურათი გადაღებული ამ მაიმუნთან ერთად
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა ელცინი
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა პუტინი
პოეზია

მინიატურები

გივი ალხაზიშვილი | 21.01.2013

ჩვენ სხვადასხვა დროს ვუყურებდით 
იმავე ვარსკვლავს, 
სხვადასხვა ცაზე,
მე თბილისიდან, ხოლო იგი ამერიკიდან,
ციოდა სახლში, იანვრის სუსხმა
უეცრად თითი გამირიკინა...

პოეზია

შიმშილი

გეგა აბულაძე | 19.01.2013

 

-დედა შენ გჯერა ამის?!
შენ ხომ ისიც დამიჯერე, 
რომ იარაღი აღარ დამაქვს, 
რომელსაც ღამით ბალიშის ქვეშ ვინახავ ხოლმე 
ზედმეტი ალკოჰოლით გაბრუებული.
დამიჯერე, რომ სულ ცოტათი მაინც ვიფიქრებდი მომავალზე, 
მაგრამ შენ მთავარი რამ დაგავიწყდა:
-თამაში, რომელიც არასდროს მბეზრდება საკუთარ თავთან თამაშია!
 
პოეზია

ზამთრის ბუზი

ანდრეი სენ–სენკოვი | 10.12.2012

ზამთრის ბუზი

 
ჩემს ოთახში
 
ჩაის ფინჯნის თავზე მიმომფრენი
 
პატარა
 
როგორც
 
ლუქსემბურგი.
 
პოეზია

ჩაი ორი კოვზი ხელოვნებით და ჭიანჭველის არომატით

ანასტასია ინასარიძე | 09.12.2012

 

მე ვფიქრობ, 
რომ ჩაი საოცრად ჰგავს პოეზიას
მაგრამ არ ვფიქრობ, როგორ აგიხსნათ მათი მსგავსებები 
და ვეწაფები ჩემს ფინჯანში შეუმჩნევლად ბობოქარ ჩაის, 
რომელსაც ბოლოს ოდნავ მწარე გემო დაყვება 
და ზომიერად რაფინირებულიც. 
პოეზია

ოცდათხუთმეტი ახალი ფურცელი

ლევ რუბინშტეინი | 28.11.2012

ნუთუ შესაძლებელია, ცოდნა იმისა, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? ეს თქვენ ხართ, ღმერთმანი"...