ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები

პოეზია
პოეზია

ბერნი

ივან ხრისტოვი | 24.02.2013

 

ვერაფრით გავუბედე, მეთქვა,

რომ ჩვენ უკვე 45 წელია

ღმერთი საერთოდ აღარ გვყავს

და რომ ახლა უბრალოდ ლოცვა გვიხარია.

პოეზია

დიჯეი სპინოზა ებრძვის ბეგრიფონს

იუჯინ ოსტაშევსკი | 24.02.2013

რა არის საგანთა წესი

როგორ ჩნდება ის შემთხვევითობათა წრეში

როგორ დგანან ისინი ოთხ ფეხზე

რა ჩანს მათი თვალების ნოტიო ღრმულებიდან.

პოეზია

ცეცხლი რომ ვიყო

ჩეკო ანჯოლიერი | 20.02.2013

 

პაპი რომ ვიყო, ვიმხიარულებ:
არცერთ ქრისტიანს სუნთქვას არ ვაცლი.
იმპერატორი რომ გავხდე ერთ დღეს,
რას ვიზამ? ყველას თავებს წავაცლი!
 
პოეზია

ყველაზე სუფთა ქალაქი

რასიმ გარაჯა | 17.02.2013

 

მელანი გამითავდა

ჰაერი არ მყოფნის

პოეზია

გამჭირვალე ქაოსი

მანუჩარ ლეჟავა | 14.02.2013

 

ხალხი ამოდის, 
ხალხი ჩადის, 
ხალხი ვიშვიშებს.
ხედავ ფეხზე მდგარი ყმაწვილის თვალებში
მოჩუხჩუხე წყაროები როგორ ეძებენ გზას
ქალის ძუძუს ღარში, რომელიც სკამზე ზის
და დარდობს წლების მატებას, ანდაც
ფასდაკლებაზე ვერშეძენილ პლედს და ბიუზჰალტერს.
პოეზია

სხვანაირი

პაპუნა გიორგაძე | 12.02.2013

ერთხელ, ქვრივი გამოჩნდა ტაძარში,
მაღალი, შავი თმითა და თვალწარბით,
ახალგაზრდები ვიყავით მაშინ,
თუმცა შეგვშურდა მისი ეშხისა და ქალურობის.
 

პოეზია

კომა

პაატა შამუგია | 11.02.2013

 

ვენი ვიცი
 
ვიდიც ვიცი
 
ვიცი ხომ ვიცი და ვიცი.
პოეზია

წითელი საყელო

კაკო ჩიქობავა | 10.02.2013

პედოფილი არ ხარ - თავს იმართლებ

უბრალოდ ბავშვები წამოიზარდნენ,

პარიკმახერს ბენზინის სუნი ასდიოდა ხელზე. 

დარაჯი ჰამერის მძღოლს აგინებს,
პოეზია

საქართველო

ზაზა კოშკაძე | 06.02.2013

საქართველო, მე შენს სიყვარულს თავი შევწირე და ახლა პახმელიაზე ვარ. 
საქართველო, ხინკალი ხუთი კაპიკი, ხბოს მწვადი ათი შაური, 1989 წლის 9 აპრილი. 
საქართველო, მე ჩიპიანი პასპორტი მაქვს. 
საქართველო, როდის შეწყვეტ მომიტინგეთა ხოცვას?
ტრაკში გაიკეთე შენი ტანკი "ლაზიკა"

პოეზია

მკვდარი ქალაქის ჩანაწერები

გიორგი შონია | 28.01.2013

ო, Happy End-ო !! შენ ბანალური ხარ,

მაგრამ ამავე დროს სასიცოცხლოდ აუცილებელი,

რადგან ყოველდღიური დამარცხებებით,

რუტინული კონტექსტებით,

და მოზღვავებული გაურკვევლობისგან დაღლილებმა,

და ემოციებისგან დაცლილებმა,

დროებით მაგრამ

მაინც ვიგრძნოთ ცოტაოდენი შვება,