ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები

პოეზია
პოეზია

სიმღერის კონკურსი

ეჟენ გილვიკი | 21.03.2010
მე უშენოდ დავდიოდი მინდორში, მე უშენოდ მივდიოდი ყვავილებთან. მე უშენოდ 100 ბილიკის გავლა შემეძლო.მე უშენოდ ნაკადულთან შემეძლო წოლა. მე უშენოდ შემეძლო მთელი საღამო ნაბიჯების სიმარტოვის სიმძიმე მეტარებინა. მეტი აღარ შემიძლია ასე, უშენოდ. 
პოეზია

ტყუპები

ჩარლზ ბუკოვსკი | 10.02.2010
ის ხანდახან მიმანიშნებდა, რომ უკანონოდ გაჩენილი ვიყავი. მე ვურჩევდი მოესმინა ბრამსი, ვურჩევდი ესწავლა ხატვა და სმა, განთავისუფლებულიყო ქალების და დოლარების დიქტატისაგან. მაგრამ ის ყვიროდა: „ღმერთო ჩემო, გაიხსენე დედაშენი, შენი ქვეყანა, შენ ჩვენ დაგვღუპავ!“ 
პოეზია

გრძნობათა იმპერია - იაპონური სექსები

ჯეი ვერძი | 07.02.2010
მე მინდა ვიდგე კვარცხლბეკზე და იქიდან გიყურებდეთ. მე მინდა ვიყო გამარჯვებული თქვენთან ბრძოლაში.მე მინდა ვიყო შემოქმედი რომელის შემოქმედებას თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ თავს მოიკატუნებთ ერთმანეთის მოსატყუებლად, დაწერთ რეცენზიებს, მისცემთ ინტერვიუებს და წაიკითხავთ ლექცეიებს 
პოეზია

გიიომ აპოლინერის სიკვდილი

ტრისტან ტცარა | 07.02.2010

ჩვენ არაფერი ვიცით,  ჩვენ არაფერი ვიცოდით სიკვდილის შესახებ . ღრმა ნაოჭებს თხრის ჩვენს კუნთებში. გამყინავი სიცივის ჟამი

პოეზია

განდეგილი

ალექსი ჩიღვინაძე | 06.02.2010
ბოდრიარი "ბოროტების გამჭვირვალობაში" წერს, რომ ჩვენ ყველანი ტრანსსექსუალები ვართ, ისევე როგორც ბიოლოგიური მუტანტები და ეს ბიოლოგიის კი არა სიმბოლიკის საკითხი არის. დღეს სექსუალობის მოდელი - ტრანსსექსულიზმია. იესოს, მაიკლ ჯექსონისა და ენდი უორჰოლის ტიპის მარტოხელა მუტანტები "ანაცვლებენ", რომლებიც ახერხებენ ახალი რასის, ესთეტიკის აგნოსტიკურ კონფიგურაციას. 
პოეზია

დომინო

გივი ალხაზიშვილი | 04.02.2010
დღე ილეოდა, შენ დაბრუნდი, კედლებმა სითბო
რომ გაგრძნობინეს, გაიფანტე თამბაქოს ბოლთან
ერთად და ჩვეულ სიმარტოვეს მწყემსავდა ბოლთა,
ითვლიდი ნაბიჯს, იხსომებდი, სიჩუმე საგნის 
პოეზია

ღმერთის ძიების პროცესი

ალექსი ჩიღვინაძე | 03.02.2010
ღმერთი რომ მზესუმზირა იყოს
მე მას ყველას მუჭში დავუყრიდი
და გაზაფხულის თბილ საღამოს
დავუწყებდით კნატუნს, ფურთხებას
მაგრამ ღმერთი მზესუმზირა არ არის.
პოეზია

კანიბალის მანიფესტი

ფრენსის პიკაბია | 30.01.2010

დადას სუნი აქვს არაფრის
ის არის არაფერი
არაფერი
არაფერი

პოეზია

მეორე ქარხანა

ზურა ჯიშკარიანი | 25.01.2010
 ხანდახან ისინი (მინები) ზანზარებენ
როცა ღამის ცვლაში უძინარი მუშა
დაკოჟრილ ხელს აჭერს გაუგებარი წარწერებით დამშვენებულ პოპ-არტულ ღილაკებს
და დილის მწარმოებელი დანდაგარები იწყებენ ჩვეულ ზუზუნს,
პირველი მეტროს ვაგონები გამოყავთ საწყობებიდან, მცირებალიანი მიწისძვრა არ დაანგრევს შენს სახლს.
პოეზია

დროებითი და პირობითი

ქეთი ნიჟარაძე | 24.01.2010

ჩემი ქალაქი, შენი სახლი,  სხვისი ოთახი _ დროებითი და პირობითიგანმარტებები,დროებითი და პირობითი საკუთრებები.ყველა ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ და ვცოცხლობთ, რომ სხვაზე მეტი გავიგოთ და