ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები

პოეზია
პოეზია

უბრალოების აზრი

იანის რიცოსი | 01.02.2017

ყოველი სიტყვა არის გაქცევა
არაერთხელ გადადებულ შეხვედრაზე.
და მხოლოდ ის სიტყვაა მართალი,
რომელიც გაიძულებს,
წახვიდე.

პოეზია

ჩემი ფანჯრიდან

ტატო ჩანგელია | 28.01.2017

გემშვიდობებით თაგვებო,
მიუხედავად იმისა, რომ ინსომნიის გრაფიკს ორმაგად მიწელავდით,
იატაკზე ხმაურიანი მოძრაობების დახმარებით.
გემშვიდობებით ტელევიზორებო

პოეზია

გარდატეხა

გიორგი ბებიაშვილი | 28.01.2017

პოეტები ყოველღამ ვიღაცის ყლეს დუდღნიან

და მათ ეს პროცესი ახარებთ,

სინამდვილეში ისინი არავინ არიან,

ხოლო მე ერთი ტერორისტი ვარ

პოეზია

განძარცვული გული

არტურ რემბო | 28.01.2017
მარადისობა
იგი დაბრუნდა!
რა? მარადისობა.
თავისუფალი მზე,
ზღვის დინებას უერთდება.

 

პოეზია

აქ არაა ბედნიერი სიყვარული

ლუის არაგონი | 28.01.2017
ადამიანი ჭეშმარიტად არასდროს  არაფერს ფლობს,
არც საკუთარ ძალას, არც სისუსტეს,  გულს
და როცა შლის მკლავებს,  მისი ლანდი ჯვარედინი ხდება
და  როცა ცდილობს გულში ჩაიკრას ბედნიერება,  ის ანადგურებს მას.
მისი ცხოვრება  უცხოა,  მტკივნეული განხეთქილებით სავსე.
აქ არაა ბედნიერი სიყვარული.
პოეზია

ნაწყვეტი `ბალახის ფოთლების` შესავლიდან

უოლტ უიტმენი | 20.01.2017
აი რა უნდა ქნა შენ: გიყვარდეს დედამიწა და მზე და ცხოველები, გეზიზღებოდეს სიმდიდრე, იყავი შემწყალე ყოვლისათვის, ვინც ამას ითხოვს, დაიცავი სულელები და შეშლილები, მიუძღვენი შენი შრომა და შემოსავალი სხვებს, გძულდეს ტირანები
პოეზია

რეაქტიული ანგელოზი

დიტო ხუფენია | 20.01.2017
დაე, პოეზია დაემსგავსოს კვეთებულის ლოცვებს,

რომლის კითხვითაც გამოვდევნით

უიმედოთა და უვიცთა სულებიდან

უვიცობას და უიმედობას.

 

პოეზია

როცა ფული მექნება, შენგან სიზმრებს ვიყიდი, ჩემო შეყვარებულო

ანდრო დადიანი | 08.01.2017
ადრე ისინი გამვლელებს ფანტაზიებს უვარჯიშებდა, 
ახლა წყევლასაც ვეღარ გადაუდგებიან ჯებირებად, 
ერთ მშიერ კნუტსაც კი ვეღარ გააყუჩებენ . 

 

პოეზია

კუპატი

ამბროსი მელქაძე | 21.12.2016
მასწავლებლები შფოთავენ -
განათლების მინისტრი
საზეპიროებს აუქმებსო,
ვის დაასწავლიან არსენას
,, ძალით გაჭმევ ღორის ხორცსა“.
პოეზია

პოპულარული პოეტის სიკვდილი

გიორგი შონია | 01.12.2016
ჰანს პრომველი თანამედროვე პოეზიის იმედი

ქალების გულთამპყრობელი, ქარიზმატული ახალგაზრდა

თაობის ხმა და ეპოქის გამოძახილი