ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოლიტიკა
პოლიტიკა

ღია წერილი ჩემს ვაჟს

ბენჟამენ დიუვალი | 12.11.2016

ზუსტად ერთი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს, პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა უამრავი რეაქცია გამოიწვია. ახალგაზრდა პარიზელი მამა, საპროდიუსერო კომპანია Les Fils de-ს დამფუძნებელი ბენჟამენ დიუვალი ამ სამწუხარო მოვლენებს საკუთარი ახალშობილისადმი მიძღვნილი ტექსტით გამოეხმაურა. წერილი მალევე ძალიან პოპულარული გახდა. იგი, ფეისბუკზე, რამდენიმე ასეულმა ათასმა მომხმარებელმა გააზიარა და მედიამ ფართოდ გააშუქა.

პოლიტიკა

უხერხული წინადადება

გიორგი ჯანელიძე | 09.11.2016

ძვირფასო თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებო. გმადლობთ რომ აქ იმყოფებით. დღეს ჩვენ ერთად ვიქნებით მომსწრე სასწაულისა. ძვირფასო სტუმრებო, დღეს, გუშინ, გუშინწინ თქვენ ჩამოხვედით ერთ ქვეყანაში და ხვალ დატოვებთ უკვე სხვას. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და კიდე უფრო იშვიათად მშვიდობიანად და ზეიმის ფონზე, ასე რომ, გისურვებთ საუკეთესო შთაბეჭდილებებს ჯერ კიდევ ჯორჯიაში და ზუსტად 2 წუთის შემდეგ, იბერიაში.

პოლიტიკა

"შარლი ებდო" ფემინიზმის და სეკულარიზმის სადარაჯოზე

შარლი ებდო | 23.08.2016

გვსურდა, კარიკატურებზე გვეცინა და სხვებიც გვეცინებინა. თუმცა წლების შემდეგ, რაც ყველა ეს ცნობილი პერსონაჟი სასაცილო მდგომარეობაში ვხატეთ და ვხატეთ, ერთი კითხვა გაგვიჩნდა: გაშარჟება, დახატვა - რას ემსახურება ეს სინამდვილეში?     ბოლოსდაბოლოს, კარიკატურა კარიკატურაა და სხვა არაფერი; რაღაც ნაჯღაბნი, რომლის მიზანია, გაართოს და თან დააფიქროს. გაცინება და დაფიქრება: აი, იდეალური კარიკატურა! ეს არის მკითხველის გაოცების ხელოვნება ორიგინალური ხედვითა და გვერდზე გადადგმული ნაბიჯით, რაც უჩვეულო კუთხით აჩვენებს მოვლენებს, უმრავლესობის ხედვისგან განსხვავებულად. მესტისმეტობა და სიჭარბე, რასაც ხშირად საყვედურობენ "შარლი ებდოს" კარიკატურისტებს, სინამდვილეში, მხოლოდ უცხო გზებით სიარულის გაბედული მეთოდია.

 
პოლიტიკა

ინტერვიუ ბერნი სანდერსთან

გიორგი ცხადაია | 02.08.2015

როდესაც სენატორმა ბერნი სენდერსმა დაიწყო თავისი საპრეზიდენტო კამპანია, ცოტა ადამიანი თუ უყურებდა მას, როგორც სერიოზულ გამოწვევას ჰილარი კლინტონისთვის. სენდერსი, ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიც კი არ არის; ის „დემოკრატი სოციალისტია“. ამის მიუხედავად, მისმა კამპანიამ გარკვეული რეზონანსი მაინც გამოიწვია. სენდერსის კამპანიამ მოაგროვა 15 მილიონ დოლარზე მეტი, ძირითადად წვრილი დონორებისგან. ასევე, მას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდევრები საპრეზიდენტო რბოლაში. მართალია, სენდერსის სწრაფი აღმასვლა მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, მაგრამ მისი შეხედულებები საფუძვლიანად თითქმის არ გამოკვლეულა.

 
პოლიტიკა

სამხედრო სავალდებულო სამსახური, როგორც პაროქსიზმი

ლუკა ეხვაია | 05.11.2014

რამდენიმე დღე ვფიქრობდი რა ფორმით გადმომეცა სათქმელი, თავსგადახდენილი ამბის აკადემიური ანალიზი გამეკეთებინა და ავტორიტეტული პოლიტიკური თეორეტიკოსების ციტატებით დამომოწმებინა, მასზე ვერლიბრი დამეწერა ჰაიკუს წერის ტექნიკის გამოყენებით თუ გონზო-ჟურნალისტიკისთვის მიმემართა დახმარებისთვის.

პოლიტიკა

რევოლუციის დაცვისათვის

ჟორჟ ჟაკ დანტონი | 08.01.2014

ჩვენმა მტრებმა დაიკავეს ლონგვი.მაგრამ ლონგვი-ჯერ კიდევ არ არის მთლიანი საფრანგეთი.ჩვენი არამია ჯერ კიდევ ფეხზე დგას.თქვენ დამეთანხმებით რომ ჩვენი შიშები არმიასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია,ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ძლიერი და ეფექტური არმია. 

პოლიტიკა

ქველმოქმედება და ვოლტერის ნაბიჭვრები

ანტონინ მარტო | 15.11.2013

კარგია, რომ დაიწყო სოციალურ სიდუხჭირეზე საუბარი და ამავე დროზე სეკულარულ-რელიგიურ საკითხებზე ღია დისკუსია.  მე პირდაპირ ვამბობ რომ მივესალმები ირაკლი ვაჭარაძის ინიციატივას რომ სოციალური გაჭირვების საკითხი წინ წამოსწიოს.  ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნებისმიერი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას.  თუკი ადამიანს სიკეთის კეთება უნდა, ეს უკვე ჩემთვის პასუხია მთავარ კითხვაზე.  

პოლიტიკა

უსახელო და სახელიანი ნაბიჭვრები

პაატა შამუგია | 13.11.2013

როცა ორგანიზაცია "იდენტობამ" უსახლკაროთათვის თავშესაფრის აშენება განიზრახა, საპატრიარქოს პოზიცია ასეთი იყო: ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვაი მას, ვინც ამას განიზრახავს! ვინმეს სიკეთის ქმნა თუ სურს, აგერ ვართ ჩვენ და მოგვმართეთ, ჩვენ გარეშე სიკეთე არ გამოვაო. როცა "ჩა"ეკითხნენ - მამავ ბატონო, ადამიანები ზამთარში უსახლკაროდ იყინებიან, ქუჩაში იხოცებიან და ალბათ თქვენ აპირებთ თავშესაფრის გაკეთებასო - ამაზე ჟურნალისტებმა კატეგორიული პასუხი მიიღეს მამა-ბატონისგან: არა, ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ სხვასაც არ გავაკეთებინებთო.

პოლიტიკა

წერითი ბოროტება

პაატა შამუგია | 05.11.2013

ძალიან გამიხარდა. სხვა რამეებთან ერთად, ისიც გამიხარდა, რომ ამ პოლიტიკური ინტრიგებისგან გამოჭმულ ცხოვრებაში სოლიდარობის, დახმარების სურვილი ნამდვილად არსებობს. და ლიტერატურასაც შეუძლია (მართალია, მინიმალური, მაგრამ მაინც) ბიძგი მისცეს ამ ყველაფერს.

პოლიტიკა

მიშა და ცრუ რედი-მეიდი

ვაკო ნაცვლიშვილი | 11.05.2013

ორი დღის წინ გამოქვეყნდა გიორგი მაისურაძის შესანიშნავი წერილი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის ესთეტიკური სახის პირველი კონტურები მოიხაზა: სააკაშვილის ესთეტიკა იმიტაციას ეფუძნება; მის მიერ შემოტანილი ყველა ფორმა სხვა ორიგინალის ასლია; საქართველოში შემორჩენილი ყველა ავთენტური ნაგებობის ადგილი კულტურული კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ბუტაფორიამ დაიკავა.