ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

საკუჭნაო

ქრისტინე ბებია | 19.11.2017

ჩვენც შენსავით შავ დღეში ვართ. გმირულად ვერ, მაგრამ მეგობრულად ერთად კი ვკვდებით! სიკვდილამდე თუ ერთ სურვილს შემისრულებდნენ, მის უდიდებულესობა სამეფო ხაჭაპურს ვინატრებდი, ყველი რომ უცვივა და გადმოყრილი აქვს, აი, აგერ, ნატოს ძუძუებივით!

პროზა

კანფეტი

ოთარ ჯირკვალიშვილი | 09.11.2017

ქართველი ფილოსოფოსებისთვის გადაულახავ სუბსტანციას, მაგიდას, მივუჯექი და კალამი მოვიმარჯვე. ვგრძნობ, სულ ფეხებზე მკიდია დაკარგვადი პერსონაჟების გადარჩენა! არც ის მაინტერესებს, ვინ როგორ და რითი იტანჯება; რა სულიერ კრიზისს განიცდის, რადგან წერო იმაზე, რაც არ გადაგხდენია, ამორალურია! მე კი მორალიც ფეხებზე მკიდია, ამიტომ დავაზუსტებ - არაგონივრული. და, გონებაც რომ ფეხებზე მკიდია?

პროზა

ფსიქოზი 4.48

სარა კეინი | 16.09.2017
100 აბი  ასპირინი და ერთი ბოთლი 1986 წლის ბულგარული კაბარნე სოვინიონი. პაციენტს  საკუთარი ნერწყვის გუბეში გამოეღვიძა და თქვა ”ძაღლთან დაიძინე და რწყილებით სავსე ადგებიო.” ძლიერი მუცლის ტკივილი. სხვა არანაირი რეაქცია.
პროზა

ცოდნის ნაჭრები

ანრი მიშო | 07.09.2017
ნიანგის ყველა ნაწილი მაგარი არაა. ფილტვები ღრუბლების მაგვარია, და სიზმრები მასთან მდინარის ნაპირას მოდიან.
 
პროზა

ანგელოზები პანიკური აშლილობის ზღვარზე

ტატო ჩანგელია | 13.06.2017
ექო: ქრისტეს ნაძვის ხე ვარ
შობის ღამეს დედებს ვჩუქნი შვილებს.
ჩვეულებრივი: ვერაფერს ვგრძნობ.
ექო: ჩემი შურს მიტოვებულ ტყეს
 
პროზა

მოსკოვი-პეტუშკი

ვენედიქტ ეროფეევი | 06.06.2017

ყველა ამბობს: კრემლი, კრემლი. მასზე ბევრისგან მსმენია, მაგრამ თავად არასდროს მინახავს. უკვე მერამდენედ (მეათასედ), გამომთვრალი ან ნაბახუსევი მივუყვებოდი მოსკოვს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, დასავლეთიდან - აღმოსავლეთისკენ, ერთი ბოლოდან - მეორე ბოლოსკენ და როგორც მომიხდებოდა - მაგრამ ვერცერთხელ ვიხილე კრემლი.

პროზა

სტუმართმოყვარე ქართველი

ქრისტინე ბებია | 03.06.2017

სუფრა გაშალა. საჭმელები დაალაგა. ყველა კერძი დააგემოვნა სტუმარმა. თითები ჩაიკვნიტა. მანამ არასდროს მსგავსი არაფერი გაესინჯა. აღფრთოვანებულმა და დაპურებულ-დანაყრებულმა გულში თავის თავს უთხრა: ,,აი, სუფრა!  დიდებული! გამორჩეული! თითოეულ კერძს ეტყობა, რომ არის ნატურალური, ალალი გულით და სულით მომზადებული!’’

პროზა

ვინ შეჭამა ვენახი?

ალექსი ჩიღვინაძე | 29.05.2017

დილით მარტო მე ვიყავი. პარკის შესასვლელში ლურჯი ბუშტი ვიპოვნე. ბუშტი ნაგავი ხომ არ არის. ურნაზე მივაბი. დალაგება დავიწყე და ქვემოთ, სულ ქვემოთ, აი, მდინარისკენ რომ მიდიხარ... იქ დავინახე. იქ იყვნენ. 

პროზა

ჩხრეკა

ალექსი ჩიღვინაძე | 25.05.2017
ერთი ფოთოლი გაცილებით მეტს გვიყვება სამყაროს შესახებ, ვიდრე წიგნის ტომეულები. ხე კვირტს გამოიტანს, როგოც თავაზიანი მასპინძელი გადანახულ ლიქიორს. მერე ვჭკნებით და ქარი გვათრებს ქუჩა-ქუჩა. სანამ თოვლი არ დაგვფარას და ნეშომპალად არ გვაქცევს.
პროზა

წითელქუდა

ალექსი ჩიღვინაძე | 08.05.2017

ცოდვებიც ასეთი ბარგია რა, აი, ამ ჩანთასავით. აბარებ. მერე სადაც ჩადიხარ, იქ გამოდის და ტრიალებს. ტრიალებს და ტრიალებს. ელოდები როდის გამოვა შენი ცოდვა. ჰოდა, მინდა რომ მივატოვო. ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ რატომ ვარ აქ? მერამდენედ უნდა დავიწყო ახალი ცხოვრება? სად ვცდები?