ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

მამაკაცი

ჩარლზ ბუკოვსკი | 05.11.2012

მაგიტომაც ხარ ჭურჭლის მრეცხავი, რომ პატიოსანი ხარ. ის კი ისეთი მუდოა ჯორჯ. მას  მხოლოდ ფულის მოცემა შეუძლია და მე ის დავიმსახურე... მისი, დედამისის, მისი საყვარელი დედის,  მისი პატარა დაბანილი ყვერების, ნელსურნელების, ჩალაგებული ჩანთების, პირში სუნქთვის  შესაშხურებლის, პარსვის შემდეგ ლოსიონის, მისი სექსუალური და სასიყვარულო   მცდელობის ატანისთვის. ყველაფერს საკუთარი თავისთვის აკეთებდა, გესმის, ყველაფერს მხოლოდ მისთვის! შენ გესმის  ქალების, ჯორჯ.

 
პროზა

მექანიკური ალუჩა

ალექსი ჩიღვინაძე | 16.06.2012

ოთხი სასოწარკვეთილი და ჭკუამხიარული მძარცველი, ნებისმიერი პროფესიის, ლექსიკის და ინტერესის მქონე შეიძლება იყოს. ვთქვათ, კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკი, „დალირიკებული“ დიჯეი, მასხარა, რომელმაც უწყის, რომ შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი, ის ვისაც წარმოდგენა არა აქვს ვინ არის და რა უნდა. ვინმე ვინც გიჟდება დედამისზე და კარლოს კასტანედაზე და ასე შემდეგ. სრული იმპროვიზაცია, რომელიც დამოკიდებული იქნება დაბმული, გაკვირვებული მსახიობების რეაქციებზე.

 
პროზა

უკანასკნელი სახარება

ალექსი ჩიღვინაძე | 01.06.2012

ჯვარი აღმართეს. ჟურნალისტები გარს შემოეხვივნენ ენდის. წვეულებების კაშკაშა მოჩვენება, სექს-მანქანას უფრო ჰგავდა სტრიპტიზის ბოძზე, ვიდრე მესიას ჯვარზე. მოშიშვლებული მკერდი და გრძელი ფეხები მზეზე ულაპლაპებდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. გველის ტატუირება მის ძუძუებს შორის მიიკლაკნებოდა და ბოქვენისკენ მიემართებოდა. ჟურნალისტები არ ჩერდებოდნენ. უცებ ყველამ შენიშნა, როგორ გაუნთავისუფლდა ენდის ერთი ხელი, რომელშიც ჯვარზე გამოღებული პატარა ფანჯრიდან გაჩნდა ოქროსფრად მოლაპლაპე იარაღი.   "ქრისტე აღსდგა!" - დაიყვირა ენდიმ და პირველი ტყვია პირველი არხის ჟურნალისტს დააჭედა შუბლში.

პროზა

უღირსი

ალისტერ კროული | 03.04.2012
ეს ამბავი ჯერჯერობით არც ისე საზარელია არა? და როგორც ჩანს, ტრაგიკული ელემენტებიც მასში ძალიან ცოტაა. კეთილი, განვაგრძოთ. მას შემდეგ რაც ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე იქნა გაძევებული, მაიორი გლასი ცოლს დაუბრუნდა. ამჯერად არავითარი მოგზაურობა ბატში. ქოხი მხოლოდ ჯოშუასთვის აუცილებელი ნივთებით იყო მოწყობილი. გლასი მიწას მარტო ამუშავებდა და მოსავალს ყიდდა.

პროზა

თითო სულთათანა ყველას

გიორგი წითური | 15.01.2012
უცნაურმა ნათებამ, მრგვალი სივრცის ფორმით თვალები მომჭრა, ხოლო რადიო ვიბრაციებმა ყურებში ტალღისებურად დამიარა. ასე მხოლოდ ოპიუმა იცის, თანაც მხოლოდ მაშინ თუ ჰაშიშის დოზები, მთელი კვირის მანძილზე შენი ფილტევბის განუყრელი მეგობარი იყო. თეთრ ილუზიას მწვანე ფერი აკვარელივით გაერია, რითიც სისხლში ოპიუმის ალბათობა უფრო დადასტურდა.

პროზა

ავტოპორტრეტი, 1968

ფილიპ დიკი | 10.01.2012
თავიდანვე ამოვიცანი ის მაგია, რომელსაც ადრე ზღაპრებში ვპოულობდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგია ჯადოსნურ ჯოხთან კი არა მეცნიერებასთან იყო დაკავშირებული. ისტორიები მომავალში ხდებოდა, სადაც მეცნიერება უდიდეს როლს ითამაშებდა. ეს დრო უკვე მოვიდა.
პროზა

კეთილი გაკვეთილი

გერარდ რევე | 31.12.2011
ბიჭუნამ უთხრა სანტას: „გაეთრიე, გარყვნილო ბებერო! შენ საერთოდ არ არსებობ!“  წარმოიდგინეთ, როგორ დაღონდებოდა სანტა. მან გადაწყვიტა, რომ რამე უნდა მოეფიქრებინდა,  რომ ამ ზარმაცი ბიჭუნასთვის ჭკუა ესწავლებინა.
პროზა

შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: გადარეული მგზავრობა ამერიკული ოცნების შუაგულისკენ

ჰანტერ ს. ტომპსონი | 28.11.2011
მანქანის საბარგული პოლიციის მოძრავ ნარკოლაბორატორიას ჰგავდა. გვქონდა ორი პარკი ბალახი, მესკალინის სამოცდათხუთმეტი ბურთულა, ხუთი ფირფიტა მაღალკალიბრიანი ელ-ეს-დე, კოკაინით ნახევრადსავსე სამარილე და ნაირფერი პლანეტების მთელი აღლუმი - ორბიტაზე გასასვლელად თუ მიწის ქვეშ ჩასასვლელად, რიხიანად დასამღერად თუ სიცილით ჩასასვრელად... კიდევ, ერთი კვარტი  ტეკილა, რომის კვარტი, ბუდვაიზერის ყუთი, ერთი პინტი  ნედლი ეფირი  და ორი დუჟინი ამილნიტრიტი .  
პროზა

გიჟების ჩაისსმა

ზურაბ ქარუმიძე | 23.11.2011
„იყო და არა  იყო რა, იყო ერთი სამი გოჭი“ - სხაპასხუპით დაიწყო ძილგუდამ - „სახელად ერქვათ: ტანო, ტატანო და გულწარმტანო. მეოთხეც იყო, მაგრამ სხვაგან დადიოდა... ცხოვრობდა ეს სამი გოჭი კვერცხუჯრედში.“

პროზა

პაროდოსი (1)

ზურაბ ქარუმიძე | 21.11.2011
მთელი მოედნის გაყოლებაზე კაცებს ფერხული გაეჩაღებინათ. მოფერხულეთა თაურმდგომი ვინმე ადრეკილა იყო სახელად: პერანგი აწეული ჰქონდა, პერანგის მეგობარი - ჩაწეული. ცალი ხელით სირს ათამაშებდა, მეორეში კი მეგაფონი ეჭირა. თაურმდგომის ზურგს უკან დანარჩენები ჩამწკრივებულიყვნენ: თითოეულს ხელებ წინმდგომის თეძოებზე ედო და უქაქუნებდა. ასე გადაადგილდებოდნენ ქაქუნითა და სიმღერით. როცა ვირი ყროყინს დაამთავრებდა, თაურმდგომი იწყებდა მეგაფონში ყვირილს: „ა, თქვენისთანა ვაჟებს თხემზე ძაღლის სკორეც კი მოგვიცხია, მოგვიცხია, მოგვიცხია!“ დანარჩენები ამაზე პასუხობდნენ: „მელია ტულეფია, იოჰ! იოჰ!“ „იაა! იაა!“ - იძახდა სახედარი.