ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

თითო სულთათანა ყველას

გიორგი წითური | 15.01.2012
უცნაურმა ნათებამ, მრგვალი სივრცის ფორმით თვალები მომჭრა, ხოლო რადიო ვიბრაციებმა ყურებში ტალღისებურად დამიარა. ასე მხოლოდ ოპიუმა იცის, თანაც მხოლოდ მაშინ თუ ჰაშიშის დოზები, მთელი კვირის მანძილზე შენი ფილტევბის განუყრელი მეგობარი იყო. თეთრ ილუზიას მწვანე ფერი აკვარელივით გაერია, რითიც სისხლში ოპიუმის ალბათობა უფრო დადასტურდა.

პროზა

ავტოპორტრეტი, 1968

ფილიპ დიკი | 10.01.2012
თავიდანვე ამოვიცანი ის მაგია, რომელსაც ადრე ზღაპრებში ვპოულობდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგია ჯადოსნურ ჯოხთან კი არა მეცნიერებასთან იყო დაკავშირებული. ისტორიები მომავალში ხდებოდა, სადაც მეცნიერება უდიდეს როლს ითამაშებდა. ეს დრო უკვე მოვიდა.
პროზა

კეთილი გაკვეთილი

გერარდ რევე | 31.12.2011
ბიჭუნამ უთხრა სანტას: „გაეთრიე, გარყვნილო ბებერო! შენ საერთოდ არ არსებობ!“  წარმოიდგინეთ, როგორ დაღონდებოდა სანტა. მან გადაწყვიტა, რომ რამე უნდა მოეფიქრებინდა,  რომ ამ ზარმაცი ბიჭუნასთვის ჭკუა ესწავლებინა.
პროზა

შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: გადარეული მგზავრობა ამერიკული ოცნების შუაგულისკენ

ჰანტერ ს. ტომპსონი | 28.11.2011
მანქანის საბარგული პოლიციის მოძრავ ნარკოლაბორატორიას ჰგავდა. გვქონდა ორი პარკი ბალახი, მესკალინის სამოცდათხუთმეტი ბურთულა, ხუთი ფირფიტა მაღალკალიბრიანი ელ-ეს-დე, კოკაინით ნახევრადსავსე სამარილე და ნაირფერი პლანეტების მთელი აღლუმი - ორბიტაზე გასასვლელად თუ მიწის ქვეშ ჩასასვლელად, რიხიანად დასამღერად თუ სიცილით ჩასასვრელად... კიდევ, ერთი კვარტი  ტეკილა, რომის კვარტი, ბუდვაიზერის ყუთი, ერთი პინტი  ნედლი ეფირი  და ორი დუჟინი ამილნიტრიტი .  
პროზა

გიჟების ჩაისსმა

ზურაბ ქარუმიძე | 23.11.2011
„იყო და არა  იყო რა, იყო ერთი სამი გოჭი“ - სხაპასხუპით დაიწყო ძილგუდამ - „სახელად ერქვათ: ტანო, ტატანო და გულწარმტანო. მეოთხეც იყო, მაგრამ სხვაგან დადიოდა... ცხოვრობდა ეს სამი გოჭი კვერცხუჯრედში.“

პროზა

პაროდოსი (1)

ზურაბ ქარუმიძე | 21.11.2011
მთელი მოედნის გაყოლებაზე კაცებს ფერხული გაეჩაღებინათ. მოფერხულეთა თაურმდგომი ვინმე ადრეკილა იყო სახელად: პერანგი აწეული ჰქონდა, პერანგის მეგობარი - ჩაწეული. ცალი ხელით სირს ათამაშებდა, მეორეში კი მეგაფონი ეჭირა. თაურმდგომის ზურგს უკან დანარჩენები ჩამწკრივებულიყვნენ: თითოეულს ხელებ წინმდგომის თეძოებზე ედო და უქაქუნებდა. ასე გადაადგილდებოდნენ ქაქუნითა და სიმღერით. როცა ვირი ყროყინს დაამთავრებდა, თაურმდგომი იწყებდა მეგაფონში ყვირილს: „ა, თქვენისთანა ვაჟებს თხემზე ძაღლის სკორეც კი მოგვიცხია, მოგვიცხია, მოგვიცხია!“ დანარჩენები ამაზე პასუხობდნენ: „მელია ტულეფია, იოჰ! იოჰ!“ „იაა! იაა!“ - იძახდა სახედარი.
პროზა

მიიხედე, შენს უკან ზ..!

ზაზა კოშკაძე | 11.11.2011

მას ერქვა ლანა. ყველას ეჭვი ჰქონდა, რომ ვიღაც ნამდვილად უნდა ჰყოლოდა ნათესაობაში სლავური სისხლისა. სკოლის სილამაზის კონკურსი ჰქონდა მოგებული და რამდენიმე ჟურნალის ყდაზეც იყო მოხვედრილი. ერთი სიტყვით, არავის გაკვირვებია მათი დაწყვილება, თითქოს სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.

პროზა

ჩარლზ მენსონი – სვასტიკიანი დემონი

გლებ დავიდოვი | 17.10.2011
ამ ადამიანმა, გრძელი თმითა და წარბებშორის ამოსვირინგებული სვასტიკით, მთელი ცხოვრება მიუძღვნა სასტიკ პერფორმანსს, რომელიც რიტუალური მკვლელობებით დაიწყო და დღემდე გრძელდება. „არავინ. მე არავინ ვარ. მე ბომბი ვარ. მე მანქანის საბარგული ვარ, მე ღვინის წვენი ვარ და საშიში  სამართებელი, თუკი მომიახლოვდებით.“ ასეთი იყო მენსონის პასუხი კითხვაზე „ვინ ხართ თქვენ?“ 
პროზა

საღამო ღმერთთან

სტივენ კინგი | 10.10.2011
 ღმერთი – მოზრდილი ტიპი თეთრი წვერით – სავარძელში ზის, მონაცვლეობით ხან წიგნს კითხულობს („როცა კარგ ხალხს ცუდი ამბები მოსდით“), ხან ტელევიზორს უყურებს.  კისრის წაგრძელება უწევს, ეკრანს რომ შეხედოს, რადგან გლობუსი (თოკზეა ჩამოკიდებული) ჰაერში პირდაპირ მისი მზერის გასწვრივ დაცურავს. ტელევიზორში სიტუაციურ კომედიას უჩვენებენ. ღმერთი კადრსგარე სიცილის სინქრონულად ხითხითებს.
პროზა

კარლსონი უნდა მოკვდეს!

თაკო კერატიშვილი | 17.08.2011
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კარლსონს თავადაც აღარ უნდა კარლსონობა. აღარ მალავს თავის უხასიათობას, ყველაფერზე მეჩხუბება და იშვიათად მოდის ჩემთან. საეჭვო მეგობრები გაიჩინა და ამბობს ბიზნესმენი უნდა გავხდეო. აი რა უნდა კარლსონს ბიზნესში?? თან აიხირა , რომ პატარა პროპელერი აქვს და ფულს აგროვებს პლასტიკური ოპერაციისთვის. ბილწსიტყვაობაც დაიწყო და ზოგჯერ მთვრალიც მოდის. აღარ მისმენს, რჩევებს ვეღარ იტანს და ზოგჯერ უაზროდ დამიცინის. თან დიეტაზე დაჯდა და ირწმუნება რომ გამხდარი ჯუდ ლოუს ჰგავს.