ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

მელოდია ნინასთვის

ლევან მეტრეველი | 31.05.2011
კვირაში ოთხჯერ დადიოდა მუსიკის გაკვეთილზე, სამჯერ ინგლისურის მასწავლებელთან, ერთხელ ცურვაზე და თითქმის ყოველდღე პაემანზე. წლების განმავლობაში იცვლებოდნენ მასწავლებლები, სასწავლებლები და შეყვარებულები, თუმცა უცვლელი იყო ხარისხი.  ნინას არასდროს ჰყოლია ისეთი მასწავლებელი, რომელთანაც
პროზა

გალობანი სინანულისანი

პაატა შამუგია | 25.05.2011
ესე არს სიტყუაი – არა საშუალო, ანუ ლიტონი, არამედ დასტურ სამეფოი, საზეპუროი და ერთგვარად პოსტმოდერნ–ბურჟუაზიული, რომელიც პიროვნების ეგზისტენციალურს კრიზისზედ მუნიერითგან ხმა–ჰყოფდა. სოფლიურის ვარამით გულგასენილი კაცის ფიქრნი, მაშურალი კაცის ჰაზრნი, რომელმან საეროის სთუელის შემდგომად სულიერი სთუელიც მოითვალნა.
პროზა

თბილი ლუდი და ცივი ქალი  

ალექსი ჩიღვინაძე | 22.05.2011
მე არცთუ ისე სასიამოვნო ადამიანი ვარ, ამას ყველა გეტყვით. მსგავსი სიტყვაც კი არ ვიცი. ყოველთვის მიზიდავდნენ საზიზღარი ბანდიტები, ბოზები და მაწანწალები. არ მომწონს სუფთად გაპარსულ, გაკრეჭილი ბიჭუნები ჰალსტუხებითა და კარგი სამსახურებით. მე განწირული, გატეხილი ადამიანები მიყვარს, ჩამოლეწილი კბილებით, გაბურძგნილი თმებით, დასვრილი ტანსაცმლით. ესეთები მაინტერესებს, ისინი საიდუმლოებებით არიან გატენილნი და ყოველ წამს მზად არიან აფეთქდნენ. მე მომწონს ლოთი ბოზები, ჩაჩაჩული ჩულქებითა და დამახინჯებული ფიზიონომიით. მე წმინდანებზე მეტად გარყვნილები მაინტერესებს. მაწანწალებთან თავს კარგად ვგრძნობ, ალბათ იმიტომ რომ თვითონაც მაწანწალა ვარ. არ მიყვარს წესები, კანონები, რელიგია, მორალი. არ მივცემ საზოგადოებას ნებას თავის ყაიდაზე გადამაკეთოს.  
პროზა

1987

გიორგი წითური | 22.05.2011
ორი კვირა იკვლიეს გვენეტაძის ორგანიზმი ექიმებმა და ბოლოს საოცარ დასკვნამდე მივიდნენ: ლუკინოს დედას ან თვით დიონისესთან ჰქონდა ნამრუში ან საქმე ვინმე მარსიანელთან გვაქვსო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ სპეციალისტებმა ხელისუფლებას ოფიცალურად მიმართეს, პაციენტი კიდევ ერთი კვირით დაგვიტოვეთო. საწყალი ლუკინო ხან სწორნაწლავში გარჭობილი თერომეტრით დახტოდა ოთახში, ხან კი მთელი სერიოზულობით გაჰვიროდა: „ველურებო სახლში დამაბრუნეთ, დედა მინდაო“.  
პროზა

Animal Planet 

თეონა დოლენჯაშვილი | 13.05.2011
მოცემული მომენტით ტკბობას უკვე სრულიად გონებადაბინდული მივცემოდი და სიამოვნების აღმავალ საფეხურებს ოთხივ ძაღლურ ფეხზე ენერგიული ხტომით მივუყვებოდი. ყველაფერი ისე ნამდვილი იყო, ისე ბუნებრივი... რომ კონტროლი სრულიად დავკარგე, საერთო კულმინაციისას ძაღლივით დავიწკმუტუნე და თანამშრომელს ფინანსური განყოფილებიდან ჩემს თმაზე ჩაფრენილ ხელზე მაგრად ვუკბინე.  
პროზა

ერთი და ორი

თამთა მელაშვილი | 02.05.2011
ერთი სული მქონოდა როდის გავცდებოდი ამხელა რკინის კარებს და განა მარტო ერთს, ბევრს, თან ახალი კაბები ჩამეცვა, კი შავი, მაგრამ მაინც ახალი, სვიდანიედან კიდე ისე გამოვსულიყავი, თავდახრილი, თვალი არავისთვის გამესწორებინა, თვალში არავისთვის შემეხედა, სახე დამემალა, ჩემი სიამოვნება რომ არ ეგრძნოთ, რომ არ წაეკითხათ და სახლში მოსულს კარადაზე გამოდებულ ილარიონის სურათთან
პროზა

ედმონდი და მე

გიორგი წითური | 22.04.2011
ხელი ქონდა მოტეხილი, ხოლო თაბაშირზე ცეცხლში გახვეული ასტეროიდი დაეხატა. როგორც ჩანს მატარებლიდან გადმომხტარი ედმონდი ძლიერად დაცემულა მიწაზე. დიდხანს მიყურა, ბოლოს ჯიბიდან დიდი ჩაქუჩი ამოიღო და ჩემს წინ დადო.   
პროზა

უაზრო სიტუაციების გმირის ინსტრუქციები 

ალექსი ჩიღვინაძე | 19.04.2011
სცენაზე შემოდის უაზრო სიტუაციების გმირი. დაახლოებით 70-80 სმ-ის სიმაღლის. მწვანე, კამუფლიაჟირებული შარვალი და ვარდისფერი ქურქი აცვია. თმები გაჩეჩილი. უაზრო სიტუაციების გმირი არაფერს ამბობს. დგას და ტირის. ხელში ორი მოზრდილი ლუპა უჭირავს. მაყურებელი ხედავს მის ლოყაზე ჩამოსრიალებულ ცრემლებს
პროზა

ონლაინ "რანდომიზაცია" 

რომან ცხოვრებაძე | 19.04.2011
ზუსტად ისინი, არც მზრუნველი მშობლები, არც კონფორმისტი ნათესავები, არც ხმაურიანი მეზობლები, და წარმატებული მეგობრები რომ არ ყავთ და მხოლოდ მათში ამოზრდილ პრინციპებს ენათესავებიან. გაურბიან ბრბოს, მასას, იდეოლოგიებს, რელიგიურ-კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წერტილებს. ისინი არავის "ეტენებიან", არც ტექნიკური პროგრესი აოცებთ, არც გლობალური კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებენ.
პროზა

თეთრი კომა 

ერეკლე დეისაძე | 15.04.2011
 შარვალკოსტუმიანო ყლეო, გიბრძანებ მწვანე ხალათი ჩაიცვათ.. ვინ მოგცათ ამის უფლება.. ახლავე დაუძახეთ თეთრხალათიანს, მას შესანიშნავი ძუძუები ჰქონდა.. ასე დაჟინებით რატომ მიყურებთ?.. გგონიათ, კენედის მკვლელობა მე შევუკვეთე?.. არც ბინ ლადენის ადგილსამყოფელი ვიცი და არც იმ თვითმფრინავში ვმჯდარვარ.. ეგრე ნუ მომაშტერდი, პატარაობიდანვე კომპლექსები მაქვს.. დავიჯერო, არასოდეს ჩაგისვრიათ?