ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

ონლაინ "რანდომიზაცია" 

რომან ცხოვრებაძე | 19.04.2011
ზუსტად ისინი, არც მზრუნველი მშობლები, არც კონფორმისტი ნათესავები, არც ხმაურიანი მეზობლები, და წარმატებული მეგობრები რომ არ ყავთ და მხოლოდ მათში ამოზრდილ პრინციპებს ენათესავებიან. გაურბიან ბრბოს, მასას, იდეოლოგიებს, რელიგიურ-კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წერტილებს. ისინი არავის "ეტენებიან", არც ტექნიკური პროგრესი აოცებთ, არც გლობალური კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებენ.
პროზა

თეთრი კომა 

ერეკლე დეისაძე | 15.04.2011
 შარვალკოსტუმიანო ყლეო, გიბრძანებ მწვანე ხალათი ჩაიცვათ.. ვინ მოგცათ ამის უფლება.. ახლავე დაუძახეთ თეთრხალათიანს, მას შესანიშნავი ძუძუები ჰქონდა.. ასე დაჟინებით რატომ მიყურებთ?.. გგონიათ, კენედის მკვლელობა მე შევუკვეთე?.. არც ბინ ლადენის ადგილსამყოფელი ვიცი და არც იმ თვითმფრინავში ვმჯდარვარ.. ეგრე ნუ მომაშტერდი, პატარაობიდანვე კომპლექსები მაქვს.. დავიჯერო, არასოდეს ჩაგისვრიათ?
პროზა

მე მიყვარდა პორნოვარსკვლავი

თაკო კერატიშვილი | 10.04.2011
რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ვცხოვრობ კუნძულზე, სადაც ბილი არის უკვე ღმერთიც და ანტიქრისტეც, პოლიტიკოსიც და პოეტიც, ფილოსოფოსიც და წარმატებული ბიზნესმენიც. ზოგი მის გამო თავს იკლავდა,ზოგს სძულდა და მისი მოკვლა უნდოდა. ის იყო პატარა ბავშვების მისაბაძი მაგალითი და თინეიჯერი გოგონების პირველი სექსუალური ფანტაზია.  
პროზა

ჩემი შეყვარებული

სალომე ბარკერი | 28.03.2011
ზოგჯერ ადგება და უმიზეზოდ იბღვირება. მერე აღმოჩნდება რომ უპატრონო კნუტის გამო დეპრესიაში ვარდება. მესმის იცით? მე შოკოლადის გამო რომ ვვარდები დეპრესიაში კარგია? უფრო სწორად უშოკოლადობის.
პროზა

თანაშემწე

სალომე ბარკერი | 27.03.2011
იაფფასიან სასტუმროებში მე არ მინდოდა, ძვირფასიანს ის ნაბიჭვარი არ მაღირსებდა და ვიყავით ესე მანქანისა და კაბინეტის იმედად. მერე მოიფიქრა ერთ დღესაც და დივანი დაადგმევინა. ეგღა უნდოდათ ოფისის შინაბერა ჭორიკნებს და მოაღეს პირი. ყოველ გავლა გამოვლაზე იცოცხლეთ ფხუკუნებდნენ.
პროზა

იდეალური წყვილი

სალომე ბარკერი | 27.03.2011

მოსაბეზრებელია იმის ატანა რომ ცდილობს მრავალფეროვანი იყოს, ჰგონია ასე უფრო მაკმაყოფილებს, არადა ჩემნაირ ზარმაც ქალს დიდი სიამოვნებით ამოხდებოდა სული მისიონერულ პოზაში. მოკლედ არც მისი ”თავისუფალი აზროვნება” მხიბლავს და არც ”თავისუფალი პოზები”.

პროზა

მილსადენი ავღანეთის გავლით ანუ მშვიდობით, ლოლა  

გიორგი წითური | 23.03.2011
ბრმა თხუნელა აი მთავარი სიმბოლო იაფ ფასიანი ბორდელების. სასაცილოა! მე გამოცდილი მაღაროელი და თხუნელა (გააჩნია თვის რომელი პერიოდია, ასე 20 რიცხისთვის ხელფასი ნულოვან ციფრს აღწევს) ათაშანგით დაავდებული არა ბაქტერიოლოგიურ ცენტრში, არამედ ლოლას დამუშავებულ მაღაროში გავხდი. ახლა უნდა მივარდე მაგ ნაბოზვრთან და გამოვასალმო სიცოცხლეს, რათა არასდროს აღარ იმუშავოს ტერორისტებთან. ჰო დანას ავიღებ და გაბრაზებულ გულზე იმის მაგივრად ჩემს ფალოს გაუკეთო ამპუტაცია, მის მაღაროს ვეწვევი რათა სამუდამოდ გავწმინდო იგი არსებული ბომბებისგან. 
პროზა

მწვანე ემიგრანტები

საბა ლეკვეიშვილი | 07.03.2011
ჩემს გაბრაზებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა 40 წლის მახინჯი ოფიციანტის ნაცვლად დაახლოებით 23 წლამდე ლამაზი, ქერა, გოგონა მომიახლოვდა და თავაზიანად მკითხა რას შევუკვეთავდი. ამ მომენტიდან ისევ შემძულდა ქოვენთრი, არც ”საბვეის” სენდვიჩები, არც ”მაკდონალდსის” ბურგერები, არც სტერეოტიპული კაფე. ყველანაირად უბადრუკი და არაამერიკული ქალაქი, ახლა აღარ მიკვირდა რატომ ცხოვრობდა აქ მხოლოდ 11 000 ადამიანი – რაღა ეს და რაღა ლაგოდეხი.
პროზა

რევოლუცია ლოზუნგით "Be Bop!"

ზურაბ ქარუმიძე | 10.02.2011
ხომ გახსოვთ, ბიქს ბაიდერბეკი სისხამ დილით ჯინს რომ მოიყუდებდა, ამბობდაესეც ჩემი ფორთოხლის წვენიო... პარკერი კიდევ, რომ გაიჩხირავდა, სისხლძარღვში ნემსის მოხვედრის წერტილზე იტყოდააი ჩემი სახლიც ეს არიო... იმავე თვითმხილველის მოწმობით, იმ საღამოს მიღებული დოზის შემდეგ, რომელიც რომ ცხენს წააქცევდა, პარკერი მართლაცდა ნაჯირითალი ცხენივით გაიხვითქა, ბარბაცით გავიდა სცენაზე და... ულამაზესი მუსიკა დაუკრა.
პროზა

ჩაპაევი და პუსტოტა

ვიქტორ პელევინი | 07.02.2011
მაგას ეგ მაგრა ევასება. კიდევ ევასება, როცა მაგისი ეშინიათ. ეშინოდეთ და თავს მძღნერად გრძნობდნენ. იმისთანა გაბარიტული ნათელი აქვს, ფრთები ვეერივით, დაცვა, ერთი სიტყვით, ყველაფერი. ზემოდან ისე დაგხედავს _ აბა, მძღნერო, ყველაფერი გასაგებია?