ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

nokia tune

მიშა ბახსოლიანი | 03.03.2010
ბედნიერი კაცი ვიყავი. ალბათ პირველი მსოფლიოში. პირველი იმიტომ რომ ბავშვს ველოდებოდი. შვიდი თვის წინ სასწაული მოხდა. ერთ სომეხთან ვიყავი, გაზის ფულს არ იხდიდა და უნდა შემეშინებინა, მაგრამ შევედი თუ არა ძირს დამაგდო და მიხმარა. სურიკა ერქვა, მერე შხაპიც მივიღეთ ერთად. მითხრა ვიცოდი დღეს რომ მოხვიდოდი და ცოლი დედამისთან გავუშვი საღამომდეო
პროზა

სინამდვილის ფანატიზმი

ვეფხვია შამანაური | 25.02.2010

სინამდვილე თვითონ სინამდვილის შეგრძნებაა. თვით მაშინაც კი, როდესაც სინამდვილე სინამდვილე აღარაა. მაშინ, თუ ნამდვილი ხარ, ე. ი. შინ თუ ბრუნდები, უნდა იყო “არავინ”. ცბიერი ოდისევსი კაციჭამია ბარბაროსს (პოლიფემს) წარუდგება როგორც “არავინ”. მრავლისმეტყველი აქ დედნის სიტყვობრივი მეწყვილეობაა: ოდისსეუს და “არავინ” ანუ უდეის. იქმენ “არავინ” ანუ უნამდვილო უდეის, რათა ვერ შემოგწვდეს სინამდვილის აწმყოს წუმპე, რათა დარჩე ნამდვილი და შინ, თავისთავში, და სინამდვილეში დაბრუნდე! 

პროზა

ყველაზე მოკლე რომანი

ნორმან მეილერი | 24.02.2010
სამი წლის შემდეგ ის კვლავ ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. ამიტომაც ცოლად გაჰყვა. ისინი უკვე ოცდაათი წელია დაქორწინებულები არიან. ხალხი მათზე დიდი სითბოთი ლაპარაკობს. ქალაქში მათ ბედნიერ წყვილად თვლიან. მაგრამ აი, ბავშვები სულ უკვდებათ და უკვდებათ. 
პროზა

მომავლის სიმბოლო

რამაზ ფარესაშვილი | 20.02.2010

მე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ხინკალი შევქმენი. ასეთი რამ არავის, არსად და არასდროს გაუკეთებია! ჩემი პირმშო გონიერია. მისი ხელოვნური ინტელექტი შედგება მიკრო ტურბო-რეაქტიული ძრავისა და იაპონური წარმოების ძლიერი ულტრათანამედროვე კომპიუტერული სისტემის სილიკონის მიკრო-ჩიპებისგან: (P VII CPU 10.00 GHz Ram 15GB HDD 999 GB) და პოლაროიდის ფირმის მიკროსკოპული ვიდეო კამერებისგან. 

პროზა

სატანის ძე

ჩარლზ ბუკოვსკი | 19.02.2010
შემდეგმა დარტყმამ საწოლის ქვეშ შემაგდო. ეს მშვენიერი თავშესაფარი იყო ჩემთვის. ავიხედე და ზამბარები დავინახე და ეს ზამბარები იმ წუთში ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ. შემდეგ სიცილი ამიტყდა, ეს იყო პანიკური სიცილი. მე ვიცინოდი და ვიცინოდი, და უცებ ასეთმა აზრმაც გამიელვა თავში, იქნებ სიმფსონმა მართლა გაჟიმა პატარა გოგო ჩემი სახლის ქვეშ? 
პროზა

პეიოტლის რიტუალი ტარაუმარას ტომის ინდიელებში

ანტონენ არტო | 14.02.2010

„მე—მხოლოდ ის ვარ რაც სიგურიმ მიბრძანა რომ ვიყო და იქ ვარ სადაც მიბრძანა რომ ვიყო, შენ კი იტყუები და არ ემორჩილები. შენ არასოდეს არ გრძნობ იმას, რასაც მე. შენ ყოველთვის მაძლევ საპირისპირო შეგრძნებებს, შენ არაფერი გინდა იქიდან რაც მე მსურს. დიდი ნაწილი იმისა რასაც შენ მთავაზობ, ბოროტებაა, შენ ჩემთვის ყოველთვის იყავი დროებითი გამოცდა, ტვირთი, ერთ მშვენიერ დღეს როცა სიგური გახდება თავისუფალი, მე გიბრძანებ მოშორდე”

პროზა

უკბინე ჯინს!

ანკა კალანდაძე | 10.02.2010
შეიძლება ამ მატარებლის სული ვარ. მატარებელი დაიბადა და მე მასში შევედი. მომავალ გაჩერებამდე. გვირაბი კი დილეგივით არის. მასში შლიგინით ჩამწყვდეული მატარებლისთვის დრო იწელება. 
პროზა

ბაბუს გადაეკეტა

მიშა ბახსოლიანი | 08.02.2010

მე გამიტყდა, უფროს კაცს ხელი როგორ დავარტყა-მეთქი და ერთი პანჩური ამოვარტყი მარტო. იმან კიდევ: _ვის უბედავ შე სირისტიანოო და დამიშვა და დამიშვა. ხან ტროსტი მირტყა, ხან პროტეზი. ნახევარი საათი მუხლებიდან თავი არ ამომიწევია. რაც მაყუთი მქონდა ამახია და სადღაც წავიდა. 

პროზა

2012

ჯეი ვერძი | 04.02.2010
მთელი მსოფლიო შოკირებული იყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა ჩემი სახით. ამიტომ როგორც ქვეყნის სამართალ მემკვიდრეს ორმო და გაეროს გენერალური მდივანის სამძიმარი გადმომცეს. 
პროზა

სოფელი პატივა

ბესო ხვედელიძე | 03.02.2010
ეს წერილი შიომ მომიტანა, ჩვენმა თანაკურსელმა, ბაბუინაშვილმა. მისთვის ვიღაც ყრუ-მუნჯ ფოსტალიონს გადაუცია, რომელიც იმ დიდი მიწისძვრისას თავისი სოფლიდან ერთადერთი გადარჩენილა. ეგ მიწისძვრა კარგად უნდა გახსოვდეთ - კავკასიონის ერთი მონაკვეთი ყირაზე რომ დააყენა და ნახევარზე მეტი იქაური სოფლები მიწაში ჩაიტანა, თან ისე, რომ ამბის ჩამომტანი თითო-ოროლა თუ დატოვა. შიომ მითხრა, წერილი არ წამიკითხავს, მაგისთვის არ მეცხელა, მით უმეტეს რომ შენთვისაა განკუთვნილი, ზე