ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

ღრიალა

რეი ბრედბერი | 13.01.2010
ერთხელ, უამრავი წლის წინ, ცივ, მოქუხრულ ნაპირზე კაცი მოვიდა. გაჩერდა, ოკეანის გუგუნს ყური მიუგდო და თქვა: ჩვენ გვჭირდება ხმა, რომელიც ზღვას გადააყვირებს და გემებს გააფრთხილებს; მე შევქმნი ასეთ ხმას. მე შევქმნი ხმას, ყველა უკუნისა და ჯანღის მსგავსს, რაც კი ოდესმე ყოფილა; ის იქნება ვით ცარიელი ლოგინი შენს გვერდით მთელი ღამე, ვით უკაცრიელი სახლის კარის შეღება, ვით შემოდგომის ტიტველი ხეები...
პროზა

სახარების ქვეყანა

ვეფხვია შამანაური | 13.01.2010

სახარებაში ხომ გვეუბნებიან, იოტისოდენა სარწმუნოება რომ გქონდეთ, მთებს გადააბრუნებდითო! ჰოდა, საოელ სამღვდელოებას მართლაც ჰქონდა იოტისოდენა და ზოგჯერ ოდნავ მეტი სარწმუნოებაც. ამის წყალობით საო-სახარების ქვეყანაში მთების გადადგმ-გადმოდგმა ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა და უკვე აღარავის უკვირდა. კი საზარლად გამოიყურებოდა მთამოგლეჯილი ნაწილები დედამიწისა, მაგრამ რა გაეწყობა, რწმენა როგორც ჩანს ეკოლოგიურ მსხვერპლსაც იწირავს.

პროზა

მწერალ სკაზალ, - ბოხ სკაზალ!

ზაზა კოშკაძე | 11.01.2010
სასიყვარულო ურთიერთობაში მწერალი უნდა იყოს თავშეკავებული, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს ჯგუფური სექსი და გენგ-ბენგი, არ უნდა აკეთებდეს მინეტს და თავაზიან უარს ამბობდეს ანალურ კავშირებზეც. სტუმრად თავს ყოველთვის უხერხულად გრძნობდეს, ხოლო საუბარს იწყებდეს სიტყვებით: “გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ...” 
პროზა

საო ანუ ყველაფერი „მყარს“ გარდა

ვეფხვია შამანაური | 11.01.2010

 „ღვთიური სახელმწიფო“, მეზობელი ქვეყნები რომ საოს ეძახდნენ, იყო დემოკრატიის უმაღლესი ფორმა, სადაც ადამიანის პიროვნება მისი ყველა უფლებითა და ერთადერთი მოვალეობით- სულის ცხონებით- ყველაფერზე მაღლა იდგა. „პიროვნება ყველაფერია“- ასე ესალმებოდნენ მოქალაქეები ერთმანეთს. ოფიციალური მიმართვის ფორმა იყო არა „ამხანაგი“ ან „ბატონი“, არამედ „პიროვნება“; მაგალითად, „ბატონო პრეზიდენტოს“ ნაცვლად ამბობდნენ: „პიროვნება პრეზიდენტო!“

პროზა

ყოველივე დაწერილი – მძღნერია!

ანტონენ არტო | 10.01.2010
ყველა ვისაც სულიერების ამაღლებული სფეროების თუ ფილოსოფიის ახალი მიმართულების სჯერა; აძლევენ კიდეც განსაზღვრებებს ამ ახალ მიმართულებებს და დროის სულს გამოხატავენ – შევეცი მათ ნატიფ ოსტატობას და მექანიკურ ღრჭიალს ტვინისას, იმიტომ რომ ყველანი ღორები არიან.  
პროზა

პროფილი

მიშა ბახსოლიანი | 06.01.2010
დათო ვარ ბაქრაძე , 36 წლის, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, 18 წლამდე მუხიანში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე და სტაბილური ცხოვრებაც. მას შემდეგ რაც მშობლების მოტო კატასროფაში დამეხოცენ და მათი დანატოვარი ქონება მათივე დასასაფლავებლად ძლივს მეყო, დიდხანს არცერთ უბანში არ მიცხოვრია, ბინებს ვქირაობ და მეპატრონეებს ფულს არ ვუხდი, ამიტომ ყოველ თვე ახალ ოთახში მიწევს საცხოვრებლად გადასვლა. 
პროზა

ჰალუცინაციების მოტივებზე

ალექსი ჩიღვინაძე | 29.12.2009
"ერთხელ ვუყურებდი წითელ ყვავილს მაგიდის თეთრ გადასაფარებელზე. ავიხედე ზემოთ და უცბად დავინახე, რომ ზუსტად ისეთივე ყვავილები ფარავდნენ ჭერს, ფანჯრებს, კედლებს, ჩემს სხეულს და მთელ სამყაროს. ვგრძნობდი, რომ ეს ხდებოდა, არა ჩემს წარმოსახვაში, არამედ სინამდვილეში.
პროზა

ვეფხისტყაოსანი - ყველაზე გლამურული წიგნი

პაატა შამუგია, ალექსა ჩიღვინაძე | 28.12.2009

როსტევანი არის ევრაზიული სინდიკატის ბოსი. ავთანდილი მისი მარჯვენა ხელი და ე.წ. შემსრულებელია. ფილმი იწყება თინათინისადმი (როსტევანის ქალიშვილი) მიძღვნილი წვეულებით, ღამის კლუბში შეშლილი, შიშველი ცეკვებით, კოკაინით და ხმაურით, გახდილი და დაბოლილი მოდელების დადაისტური ფრაზებით.

პროზა

ქუჩაში ორჯერ

მიშა ბახსოლიანი | 25.12.2009

 თქვა გუკამ არაკი: 
მოხუცს ქოუს ეძახდენ. ქუჩის გადაღმა ცხოვრობდა მუყაოს კორპუსში. სახლში ვერ ფსამდა ეშინოდა კუთხეები დალპება და ჩაიხევაო, ამიტომ საღამოობით როდესაც ვიტრინებ განათებული უნივერმაღის წინ მანქანების გრძელი რიგი დადგებოდა, ქუჩას კოჭლობით გადმოჭრიდა, ორ ცარიელ მანქანას შორის ჩადგებოდა და სარკეებზე დაკიდებული თან 

პროზა

იავნანამ რა ქნა(პაუზა) ბრატ?

მიშა ბახსოლიანი | 25.12.2009

ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი გირჩევთ უახლოეს დღეებში თავი შეიკავოთ სახლებიდან გამოსვლისგან, აგრეთვე გთხოვთ, არ ესროლოთ იარაღი ქალაქის თავზე გაჩერებულ უცხოპლანეტელების ხომალდს, თქვენ შეიძლება გალაქტიკათაშორისი ომის დაწყების მიზეზი გახდეთ-მხ.ფ. ,,დამოუკიდებლობის დღე" (ერთ ერთი ქართული არხის თარგმანი)