ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

დამოუკიდებლობის დღე

ცოტნე ცხვედიანი | 22.12.2015

ზუსტად არ მახსოვს რამდენი ვიყავით,ზოგიერთს არც ვიცნობდი. სიგარეტს მოვუკიდე და წმინდა გიორგის მონუმენტისკენ ვიხედებოდი, რომლის გარშემოც თეთრ ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები დადიოდნენ. იქვე იდგა სამხედრო ტექნიკა. გარშემო უამრავი ბავშვი ირეოდა. ცდილობდნენ დაჯავშნულ მანქანებზე ამძვრალიყვნენ. დიდები ახერხებდნენ, პატარები მუხლებს იტყავებდნენ.

პროზა

0

დათო სამნიაშვილი | 19.12.2015

„რატომ უნდა ვიწამოთ აბსოლუტური დრო?“ იკითხა ვაჟბატონმა და დაასკვნა, რომ დროის სვლა თურმე დამოკიდებულია სად იმყოფები და რა სიჩქარით მოძრაობ. ერთი სიტყვით, რაც უფრო დიდია გრავიტაცია, მით უფრო ნელა გადის დრო. და აი სად გაგვედო! ხალხმა ძველი მითების და ზღაპრების ამოქექვა დაიწყო, უმარავი მითი თუ ზღპარი ყოფილა სადაც ადამიანები დროში მოგზაურობდნენ. 

პროზა

ღმერთიორისამი

ანკა კალანდაძე | 07.12.2015

თოკზე ქრისტე მიაბიჯებს. ჯვარი ისე მოუგდია ზურგზე, როგორც ჰიპსტერ ბიჭუნას ხაკისფერი მძიმე ზურგჩანთა. იესოს რელიგიურგრძნობებმოჭარბებულის მიერ გამოსროლილი ქვა ხვდება, თავს ვეღარ იკავებს და ბინძურ მდინარეში ვარდება. მოქმედება მდინარეში ინაცვლებს. ახლა უკვე თვალებიც შემიძლია დავხუჭო.

პროზა

რის შესახებ ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ სიყვარულზე

რეიმონდ კარვერი | 09.09.2015

ავარია არ იყო ამის მთავარი მიზეზი, არამედ თვალები; ის რომ მას მისი ცოლის დანახვა არ შეეძლო. ასე თქვა რომ ზუსტად ეს იყო მისი ცუდად ყოფნის მიზეზი. წარმოგიდგენიათ? გეუბნებით, კაცს გული ტკიოდა, იმის გამო რომ არ შეეძლო მისი დაწყევლილი თავის მობრუნება და მისი ცოლის დანხვა.

პროზა

პიგმალიონი

ჯონ აპდაიკი | 14.07.2015

რაც თავის პირველ ცოლში მოსწონდა,  იმიტირების ნიჭი იყო. წვეულების შემდეგ, - არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ მართავდნენ, თუ სტუმრად იყვნენ მიწვეულნი, - ქალი მისთვის აცოცხლებდა იმ საღამოს, სახეებსა თუ ხმებს:  პატარა, საყვარელ პირს სასაცილოდ მოწრუპავდა, დაიმახინჯებდა და ერთი თვალისმომჭრელი წამით მათ ნაცნობებ-მეგობრებს აბრუნებდა. ჰო... მე რომ მათლა - ასე არ ლაპარაკობს გვენი?- მე რომ მათლა მაინტერესებდეს კონსევაცია...„ და ისიც, მისი ქმარი, იცინოდა და იცინოდა, იმის მიუხედავადაც კი, რომ გვენი მაშინ მისი საიდუმლო საყვარელი იყო და ერთ დღესაც, მისი მეორე ცოლი გახდა. რაც თავის მეორე ცოლში მოსწონდა, ლოგინში მისი სიცხოველე იყო, ხოლო რაც თავის პირველ ცოლში არ მოსწონდა, იყო ის, რომ ქალი ყოველ ღამე ზურგის დაფხანას სთხოვდა, და შემდეგ, მისი მშრომელი ხელების ქვეშ იძინებდა. 

 
პროზა

ზოოპარკი, ანუ ჩემი ქორწინების ისტორია

გიორგი მაისურაძე | 03.07.2015

- გინდა, მოგწმინდო? – საიდანღაც ხმა მომესმა და ისე შემეშინდა, რომ ნაყინის ნარჩენიც ხელიდან გამივარდა. არადა მეგონა, რომ მარტო ვიყავი ცარიელ ზოოპარკში. ამასობაში ისიც მომიახლოვდა, ყვითელი რეზინის ხელთათმანები მოიძრო და ჩაიმუხლა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მე მხოლოდ მისი ცივი თითების ჩემი შარვლის უბეში შეყოფის შემდეგღა მივხვდი, რომ ის ზოოპარკის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო და წარმოვიდგინე როგორ ტენიდნენ მისი ეს ცივი თითები ხახაში ხორცის მსხვილ-მსხვილ ნაჭრებს ვეფხვებს და ლომებს და სიამაყის გრძნობით ავივსე, როდესაც ჩემი მომავალი საცოლე მშიერი ვეფხვივით შეიჭრა ჩემ შარვალში

პროზა

ფოკუსი ქუდით და სხვა მოთხრობები

ეტგარ კერეტი | 21.06.2015
შოუს ბოლოს კურდღელს ქუდიდან ვაძვრენ. ყოველთვის ასე ვაკეთებ, რადგან ბავშვები გიჟდებიან ცხოველებზე. ყოველ შემთხვევაში, ბავშვობაში მე ვგიჟდებოდი. სულ ბოლოს კურდღელს ჩამოვატარებ ხოლმე. ყველა ბავშვს შეუძლია მოეფეროს და რამე აჭამოს. ამით შოუს მხირულ ნოტაზე ვასრულებ. ესაა, რასაც ოდესღაც ვაკეთებდი. აი, დღევანდელ ბავშვებთან კი, უკაცრავად!
პროზა

თავისუფალი ვარდნა

ლესლი ბრემი | 21.06.2015

თავი შენს მხარზე მიდევს. ზოგჯერ რაღაცეები წამომცდება ხოლმე... მართლა კი არ წამომცდება ხოლმე, წინასწარ დავგეგმე ამის თქმა.  რაღაცნაირად, იქვე, სპონტანურად  დავგეგმე. თავი შენს მხარზე მიდევს, მკლავზე გეფერები, და შენც, როგორც საერთოდ კაცებმა იციან, ინსტიქტურად მყვები. რადგან ეს ერთმნიშვნელოვნად მამაკაცური ჟესტია, თავს საოცრად დაცულად ვგრძნობ და ვიცი, რომ შენ ამას ხვდები  და მეც, ამიტომ, უფრო მეტად მეუფლება უსაფრთხოების განცდა. და მაინც, ვერ გამიგია, ასე  რატომ მიჭირს წარმოვთქვა: „რომ იცოდე, რა ძლიერ მიყვარხარ“

 
პროზა

ათასმეერთე ღამე

გიორგი მაისურაძე | 08.06.2015

როცა ჰარუნ არ რაშიდი ტახტზე იჯდა, ნაზირ-ვეზირი შუბლს უსწორებდა ხალიფას წაღებს და ფეხზე ამდგარს აგებებდნენ მინაბულ თვალებს ხალიჩაზე განრთხმეულები სეფექალები და ნელსაცხებელით უზელდნენ ბეჭებს ვნებებისაგან გამკვრივებული ძუძუს თავებით.

პროზა

ამნეზია

ივა ფეზუაშვილი | 07.05.2015

ზურგს უკან ნაბისჯების ხმა მესმის, ახალგაზრდა ბიჭი მიახლოვდება, კოჭლობით მოდის, ქართული ტრადიციული ტანსაცმელი აცვია და სახეზე ფერი არ ადევს. გარშემომყოფებს ზიზღით უყურებს და მეუბნება, ამათ შეხედე ერთიო, ესენი უნდა იდგნენ აქ და სხვები უნდა იყვნენ ციმბირში და იმის იქითო? ვეკითხები, რა ხდება-მეთქი. ყველანაირი პატივი აგვეყრება დღეს საღამოსო. რატომ-მეთქი? მკვლელს და მტერს რომ ტაშ-ფანდურით ვხვდებით, მაგიტომო. იასეს რომ ის შეცდომა არ დაეშვა, ახლა ვინ იცისო... მაგრამ არა უშავს, ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთებაო? ამ დროს დარბაზში პანიკა შემოდის თავის ფეხით, მოდისო, ამბობს, არა, ყვირის, უფრო სწორად, ხავის - მოდის! დარბაზი შეშდება, პანიკა ისადგურებს, მაგრამ არავინ იმჩნევს, ყველა ერთად და ერთ წამზე ისუნთქავს ჰაერს და დარბაზს საღი აზრისგან აცარიელებს; აცარიელებს და ტოვებს იმდენად ცარიელს, რომ დრო ჩერდება და ამ უძრაობაში, უჰაერობაში, ამ ყალბ ღიმილში, გაწელილ მოლოდინში, მოლოდინის პანიკაში და შიშში კარი იხსნება, დღის შუქი თვალს მჭრის და ცოტა ხანი ვეღარაფერს ვხედავ...