ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

შაურმა

ალექსი ჩიღვინაძე | 03.09.2014
კვერცხში ვარ. ვცურავ ლორწოვან მასაში. სულ ცალ ფრთაზე მკიდია კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი. ეს მყიფე თხელი გარსი, ჩინეთის კედელზე სქელი მეჩვენება. ის მიცავს. მაქვს განცდა, რომ დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი. ეს ჩემი სახლია. მას არა აქვს კარი, ფანჯარა. არასად მეჩქარება... ყველა არსება უბრუნდება საწყისს. ეს საწყისი კი გაგიკვიდებათ და გოგლი-მოგლია. ეს საწყისი კი ჩემი უფროსის მორიგი მარკეტინგული ფანდია, ნოუ-ჰაუ შაურმის ბიზნესში, გენიალური იდეა კლიენტების მისაზიდად.
 
პროზა

INSOMNIAC

ილია დობაძიშვილი | 01.09.2014

თუმცა, არ ვიქნები ადეკვატური თუ ერთ  სვეტად წამოვჭიმავ ყველა მიზეზს და ვარაუდს; აქედან გამომდინარე კი, მცირე დოზით, და კიდევ უფრო მცირე ხნით, თემიდან გადავალ, როგორც დროებითი, ფეხით მოსიარულე ავტომობილების სავალი ნაწილის გადაკვეთისას, ერთი ტროტუარიდან მეორეზე, და ისიც შუქნიშნის ფეხით მოსიარულეთა, ნებადამრთველი ნიშნის ამოქმედების დროს.

 
პროზა

შეგრძნებების კატაკომბები

ლუკა ეხვაია | 10.07.2014

სხვა გზა არ მქონდა, ხმა უნდა ამომეღო და  ამბები მომეთხრო იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი. პადრე იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ლამპიონი გაფუჭებულიყო, ამიტომ სახის ნაკვთებს კარგად ვერ ვარჩევდი. მივუახლოვდი და კონტაქტში შესვლა ვცადე.

პროზა

Password: ****

გიორგი უკლება | 20.06.2014

ლიკამ გადაწყვიტა მოენახა მამაკაცი, რომელმაც დაუნგრია წარმოსახვა საკუთარ თავზე, მოსპო ყველანაირი მიზანი მის ცხოვრებაში. მან აღმოაჩინა, რომ ცარიელია, რომ ლამაზად შეფუთული ხორცის ნაჭრის მეტს არაფერს წარმოადგენს. ლიკამ გადაწყვიტა მოენახა ირაკლი და მოეკლა. არ იცოდა ვინაობა, მისამართი, ნომერი, მხოლოდ გარეგნობა. ამ ინფორმაციით კი ის ვერაფერს მოახერხებდა. შენობაში კი თვალახვეული მიიყვანა ოთხმა მამაკაცმა. დარეკა ქუჩაში მიკრულ ნომერზე, შეუთანხმეს შეხვედრის ადგილი, ჩასვეს მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მიიყვანეს ირაკლისთან.

პროზა

კანიბალი

ჩაკ პალანიკი | 10.06.2014

ეს ის არის. აი, ასე იქცევა ის, ,,წითელი გუნდის’’ კაპიტანი. ის ამბობს: ,,მისმინეთ’’. სასოწარკვეთილია, რადგან ისინი ჯერ კიდევ მხარეებს ირჩევენ. რადგან უკვე ყველა კარგი არჩევანი გაკეთებულია, კაპიტანი ამბობს: ,,მოდი შევთანხმდეთ’’. ხელებს გულზე იჯვარედინებს და ,,წითელი გუნდის’’ კაპიტანი ამბობს: ,,პიდარასტს ავიყვანთ, ოთხთვალას და სპიკს* - თუ თქვენ კანიბალს წაიყვანთ’’. ,,ლურჯი გუნდი’’ თათბირობს, მათი ფეხის თითები სპორტ-დარბაზის იატაკზე ტკაცუნობს. მათი კაპიტანი საპასუხოდ ყვირის, ,,ჩვენ ავიყვანთ პიდარასტს, ოთხთვალას, სპიკს, ებრაელს, ინვალიდს, ყბედს და ჩლუნგს, - თუ თქვენ კანიბალს წაიყვანთ’’.

პროზა

ქრონოლოგია

ლუკა ეხვაია | 19.05.2014

მესიზმრება როგორ ვდგავარ სანაპიროზე, ამ დროს შუა ზღვაში უზარმაზარი ტალღა იზვირთება და ჩემსკენ მდუმარეთ მოექანება. ეს სიზმარი დღემდე ბუდობს ჩემში, როგორც თანმდევი კოშმარი.

პროზა

მამაჩემი

ივა ფეზუაშვილი | 19.04.2014

სანტამ კალოში რომ გამოცალა, მაგიდაზე ხელი დაარტყა და ყვირილი დაიწყო, ჯერ წვერი მოიშორა სახიდან, შემდეგ კოსტუმი გაიხადა, შემდეგ მამაჩემს გადაეხვია, შემდეგ ბაბუაჩემს, ბიძაჩემს, ბებიაჩემს და ბოლოს დედაჩემს წელზე მოხვია ხელი, ხელში აიყვანა და დააბზრიალა, ბოლოს კი საკოცნელად გაიწია. ამაზე მამაჩემი გადაირია, შენო? შენ დედას ასე და ისეო, აგინა, მერე დაარტყა, მერე ისევ აგინა, მერე სანტამ დაარტყა, მერე სანტას ბიძაჩემმა შეაგინა, მერე სანტამ შეაგინა ბიძაჩემს, მერე ბიძაჩემმა სანტას დაარტყა, მერე სანტას მოქნეული მუშტი ბებიაჩემს მოხვდა, მერე ამაზე ბაბუაჩემი გადაირია სანტა ხელში აიყვანა და იატაკზე დაანარცხა, ზემოდან დააჯდა და კალოში ურტყა.

პროზა

ლამპიონები

დარქ დი | 18.04.2014

სოფელში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო,რომ იქ ბაბუა მელოდებოდა.ჩვენი წამოსვლის შემდეგ გვეგონა გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად ცხოვრება,თუმცა მარტოობას მშვენივრად გაართვა თავი, საკუთარ პენსიონერულ ასაკთან ერთად. სამუშაოც კი დაიწყო.

პროზა

მოცარტი იყო წითელი

მიურეი როთბარდი | 18.04.2014

თქვენ გქონდათ იშვიათი შესაძლებლობა საღამო გაგეტარებინათ უდიდეს გონებთან, რასაც კი ოდესმე იმედოვნებთ, რომ შეხვდებით: კარსონ სენდთან, გრეტასთან და ჩემთან. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, თქვენ შეხვდით კარსონ სენდს, უდიდეს, ჩვენი და ყველა დროის, ყველაზე ორიგინალურ გონს, უდიდეს ადამიანს, ვისაც უცხოვრია და ვინც შეიძლება იცხოვროს. და როგორ მოეპყარით თქვენ ამ შესაძლებლობას?

პროზა

ციკლის წყვეტა

ლუკა ეხვაია | 17.03.2014

კატაკომბებიდან ამოძრომის და პირველი სვლის გაკეთებისთანავე, ოც-ოც მეომრად დისლოცირებული ჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი იყო ნაკლული, მაგრამ მიზეზის მოკითხვის დრო აღარ რჩებოდა.