ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

ციკლის წყვეტა

ლუკა ეხვაია | 17.03.2014

კატაკომბებიდან ამოძრომის და პირველი სვლის გაკეთებისთანავე, ოც-ოც მეომრად დისლოცირებული ჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი იყო ნაკლული, მაგრამ მიზეზის მოკითხვის დრო აღარ რჩებოდა.

პროზა

სარა

ლაშა მილორავა | 09.03.2014

ჯერ კიდევ პატარა, თუმცა თოთხმეტი წლის გოგოსთვის საკმაოდ რესპექტაბელური მკერდი აქვს ერთი ბეწო ძუძუს თავებით. ლავიწი იმდენად აქვს ჩავარდნილი, თავისუფლად შეძლებდი შიგ წყალის დაგუბებას. იდეალური ტანი, დაჭიმული, ნორჩი კანი, არანაირი ფენა თუ ქონი, - გეგონება პაპა კარლო მანიაკალური სკრუპულოზურობით პერფექციონიზმში გადაეშვა და სრულყოფილი ფიგურა შექმნა

პროზა

მე, სველი იატაკი და საშა გრეი

ლაშა მილორავა | 04.02.2014

ისევ თავი დავუქნიე. რა უნდა მეთქვა. თავიდანვე ეტყობოდა – არაფრისმაქნისი მეძავი იყო. სექსში დაოსტატებული, მაგრამ მაინც სულელი. ხოლო თუ რაიმე მომეჩვენა, მხოლოდ წამიერად. – თუ გინდა ბოლოჯერ მოგიწოვ.  – კი, მინდა. – ვუთხარი და თვალები დავხუჭე.

პროზა

დაცემა

მიშა ბახსოლიანი | 01.02.2014

თავდაცვის სამინისტროს  მოსაცდელი ხალხით იყო სავსე. გურამი კოჭლობით მიდიოდა და ცალი თვალით დასაჯდომ ადგილს ეძებდა.  მეორე თვალი ბინტით ქონდა აკრული, მაგრამ ეს სულაც არ ამსგავსებდა მეკობრეს. სამხედრო ფორმა ეცვა, გვარიანად დაძველებული და გახუნებული, ხელში პოლისჯოხის ტარი ეჭირა და ყავარჯნად ხმარობდა. დახეული ბათინკები ისეთნაირად გაეპრიალებინა

პროზა

მოლოტოვის კოქტეილი

ცოტნე ცხვედიანი | 30.01.2014

ერთხელ შახტაში პატარა მერცხლები ვიპოვეთ. გასაკვირი ის იყო, რომ დეკემბრის ბოლო იდგა. გავოცდი - გადამფრენი ფრინველები ხომ შემოდგომაზე მიფრინავენ, მაგრამ ერთმა მოხუცმა მუშამ, ზეპმა, ამიხსნა, რომ მერცხლები წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მრავლდებიან. ნაგვიანევი ბარტყები მოღონიერებას ვერ ასწრებენ, ძალა არ ჰყოფნით თბილ ქვეყნებში გასაფრენად, ქალაქში რჩებიან და, როგორც წესი, მალევე იხოცებიან. ამ ბარტყებს გაუმართლათ. ზეპს ყოველთვის მიჰქონდა მათთვის პურის ნამცეცები.

პროზა

ძვლები

საბა ლეკვეიშვილი | 22.01.2014

სადილისას ყოველთვის ვცდილობდი მისი ნერვები და გონება კიდევ უფრო შემერყია. სცენა ასე თამაშდებოდა, ვზივარ და ვჭამ ნელა, ყოველ ლუკმას ვიტრიალებ ცხვირთან და ვცდილობ არომატი შევიგრძნო, ხანდახან ჩანგალზე წამოცმულ ხორცის დიდრონ ნაჭერს ვთავაზობ და დაყვავებით ვეუბნები...

პროზა

სიკვდილის ჩანაწერები

ლიგეია | 08.01.2014

უამრავი ჯურის მბორგავი სული და სილურჯეშეპარეული მბობღავი გვამი მაღიზიანებს. ან კი სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ყოფა, როცა თავს ამდენი ფიქრის მოძულე იდიოტი გვახვევია. მათი კატეგორიზაციით დიდი ხნის განმავლობაში ვიხალისებდი თავს, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ კმარა, ისინი არამხოლოდ წარმოსახვაში, არამედ ფურცელზეც უნდა მოვკლა, რაც გაცილებით ხელშესახები და საამოა. 

პროზა

მამა ბორისი

გიორგი მაისურაძე | 26.11.2013

ცვიკაუ ქალაქია, სადაც მამა ბორისს არასდროს უმოგზაურია, რადგანაც მას ქალიშვილი მათხოვარი ჰყავდა, ხოლო გაიანეს, რომელიც ერთ დროს მამა ბორისის ცოლი იყო, თავისი დიდი ძუძუები დღითიდღე უფრო ეზრდებოდა და უფაფუკდებოდა, რაც არაერთ მამრი საწყისის მქონე არსებაში ისეთ ვნებებს აღძრავდა, რომ ყველას ავიწყდებოდა ერთ დროს გაიანეს ქმარი – მძვინვარე მამა ბორისი.

პროზა

ობსტრუქციის მოდიფიკაცია

ლუკა ეხვაია | 21.11.2013

როგორც ამბობენ, ღრმა დეპრესიის ერთ-ერთი ინდიკატორი ჰიგიენური ნორმებისადმი გულგრილობაა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი მას მერე, რაც აღმოვაჩინე, რომ წყლის გადავლებაც საშინლად მეზარება. ერთადერთი, რაც მაწუხებს, თავის კანის ქავილი და წაგრძელებული ფრჩხილებია. 

პროზა

ლანჩი ღმერთისთვის

ლაშა მილორავა | 16.10.2013

 ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ალმოდოვარის ადრინდელ ფილმებს. თოკოც ''ცუდ აღზრდაზე'' გიჟდებოდა. გაელ გარსია ბერნალი მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც იქაურ, ისე აქაურ, ქართველ ბიჭებში. გრძელი ჩოლკა და სლიპინა კანი მოდაში ახალი შემოსული იყო და სხეულზე ზედმეტი თმის მოშორება თოკოს უკვე ჩვევად ექცა.