ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

მოლოტოვის კოქტეილი

ცოტნე ცხვედიანი | 30.01.2014

ერთხელ შახტაში პატარა მერცხლები ვიპოვეთ. გასაკვირი ის იყო, რომ დეკემბრის ბოლო იდგა. გავოცდი - გადამფრენი ფრინველები ხომ შემოდგომაზე მიფრინავენ, მაგრამ ერთმა მოხუცმა მუშამ, ზეპმა, ამიხსნა, რომ მერცხლები წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მრავლდებიან. ნაგვიანევი ბარტყები მოღონიერებას ვერ ასწრებენ, ძალა არ ჰყოფნით თბილ ქვეყნებში გასაფრენად, ქალაქში რჩებიან და, როგორც წესი, მალევე იხოცებიან. ამ ბარტყებს გაუმართლათ. ზეპს ყოველთვის მიჰქონდა მათთვის პურის ნამცეცები.

პროზა

ძვლები

საბა ლეკვეიშვილი | 22.01.2014

სადილისას ყოველთვის ვცდილობდი მისი ნერვები და გონება კიდევ უფრო შემერყია. სცენა ასე თამაშდებოდა, ვზივარ და ვჭამ ნელა, ყოველ ლუკმას ვიტრიალებ ცხვირთან და ვცდილობ არომატი შევიგრძნო, ხანდახან ჩანგალზე წამოცმულ ხორცის დიდრონ ნაჭერს ვთავაზობ და დაყვავებით ვეუბნები...

პროზა

სიკვდილის ჩანაწერები

ლიგეია | 08.01.2014

უამრავი ჯურის მბორგავი სული და სილურჯეშეპარეული მბობღავი გვამი მაღიზიანებს. ან კი სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ყოფა, როცა თავს ამდენი ფიქრის მოძულე იდიოტი გვახვევია. მათი კატეგორიზაციით დიდი ხნის განმავლობაში ვიხალისებდი თავს, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ კმარა, ისინი არამხოლოდ წარმოსახვაში, არამედ ფურცელზეც უნდა მოვკლა, რაც გაცილებით ხელშესახები და საამოა. 

პროზა

მამა ბორისი

გიორგი მაისურაძე | 26.11.2013

ცვიკაუ ქალაქია, სადაც მამა ბორისს არასდროს უმოგზაურია, რადგანაც მას ქალიშვილი მათხოვარი ჰყავდა, ხოლო გაიანეს, რომელიც ერთ დროს მამა ბორისის ცოლი იყო, თავისი დიდი ძუძუები დღითიდღე უფრო ეზრდებოდა და უფაფუკდებოდა, რაც არაერთ მამრი საწყისის მქონე არსებაში ისეთ ვნებებს აღძრავდა, რომ ყველას ავიწყდებოდა ერთ დროს გაიანეს ქმარი – მძვინვარე მამა ბორისი.

პროზა

ობსტრუქციის მოდიფიკაცია

ლუკა ეხვაია | 21.11.2013

როგორც ამბობენ, ღრმა დეპრესიის ერთ-ერთი ინდიკატორი ჰიგიენური ნორმებისადმი გულგრილობაა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი მას მერე, რაც აღმოვაჩინე, რომ წყლის გადავლებაც საშინლად მეზარება. ერთადერთი, რაც მაწუხებს, თავის კანის ქავილი და წაგრძელებული ფრჩხილებია. 

პროზა

ლანჩი ღმერთისთვის

ლაშა მილორავა | 16.10.2013

 ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ალმოდოვარის ადრინდელ ფილმებს. თოკოც ''ცუდ აღზრდაზე'' გიჟდებოდა. გაელ გარსია ბერნალი მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც იქაურ, ისე აქაურ, ქართველ ბიჭებში. გრძელი ჩოლკა და სლიპინა კანი მოდაში ახალი შემოსული იყო და სხეულზე ზედმეტი თმის მოშორება თოკოს უკვე ჩვევად ექცა. 

პროზა

მილენიუმის მანაგუა

დათო ჩიხლაძე | 16.10.2013

დიმა მელიქიშვილზე ფეხით ჩამოვიდა. მაგრად ციოდა. ეს უკვე მეოთხე ბარიგა იყო, რომელთანაც დიმა წამლის საჩალიჩოდ მივიდა, მაგრამ არაფერი გაეძრო და მოწყენილი უნივერსიტეტისკენ გაუყვა ფეხით. ფიქრობდა, სად ტრაკში ვიშოვო რამეო. 

პროზა

საბედისწერო ჭიკარტი, ფალსიფიცირებული ტუალეტის ქაღალდი და საყოველთაო სინაღდე სიყალბისა

ზურაბ ლეჟავა | 15.09.2013

მაგრამ, რა დროს შემპარავი მუსიკა და რიტუალური ოყნებია, როცა იგორია კერესელიძე დღის წესრიგში. დგას ახლა ის შუა ქუჩაში  პროდუქტებით სავსე პარკებით ხელში  და ფიქრობს, თუ  რომელი ტუალეტის ქაღალდი იყიდოს მაინც; ხვალისტვის ხომ ის თვით აკადემიკოსს ელის თავისთან სტუმრად...

პროზა

წერილი

გიორგი მაისურაძე | 07.09.2013

ნეტაი გოგო შენი ხმა... მერე აღარ მახსოვს, უფრო სწორედ, მახსოვს, მაგრამ არ გეტყვი, იმიტომ, რომ ტაფა გასარეცხია და შეიძლება მაწონი არ ჩადედდეს, თუკი დღეს ძროხა ბალახს არ მოძოვს, რომელიც შირაქისა და ელდარის საძოვრებზე იზდება. შორიდან მოდის ცხრათავიანი ზვიგენი, რომელსაც ბავშობაში ევკალიფტის კანფეტი უყვარდა და ამიტომაც ევგენი შეარქვეს.

პროზა

შეცვლილი პლეილისტები

ლაშა მილორავა | 20.08.2013

არ ენდოთ იმ გაიძვერა კოელიოს! სიყვარულის ალქიმია არ არსებობს. ან როგორ შეიძლება რაიმე აბსტრაქტულს ალქიმია ჰქონდეს.