ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

12 დობრი ბოზი

დათო ჩიხლაძე | 17.04.2013

ბოზი მესამე: კონტინენტური და ანგლიკანური სკოლის მიხედვით, ძაან დანძრეული გაქვს, შვილო. ანუ როცა შენი ქვეცნობიერი ფიქრობს, რომ დაგენძრა ესეგი დანძრეული გაქვს. ჰოდა, თავს გაუფრთხილდი. ერთხელ მიშას დაენძრა ეგრე.

პროზა

ველოსიპედი

ივა ფეზუაშვილი | 18.03.2013

 

რაღაც საინტერესო დისკი იყიდე, თან ამ თამაშის წინა ნაწილი დახურული გქონდა, აქ, ამ ახალ ნაწილში უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა პერსონაჟს, გიხაროდა, დედაშენსაც უხაროდა, თითონაც სცადა ეთამაშა, მაგრამ არ გამოუვიდა. მამაშენს ელოდებოდით. მამაშენს ელოდებოდი ღამის სამ საათამდე, მერე ჩაგეძინა, ძალიან არ გინდოდა დაძინება, დედაშენი ისტერიკაში იყო, ნერვიულობდი, ცალკე დედაზე ცალკე მამაზე. მამაშენი ღამის ექვსს საათზე დაბრუნდა, დაბრუნდა ხმაურით და მთვრალი, შენ გაგეღვიძა ამ ხმაურზე, გარეთ გახვედი და ტანსაცმელ შემოხეული მამაშენი დაინახე.
 
პროზა

ბენქსი

გიორგი გაგოშიძე | 18.03.2013

ეს არის ნოველა, რომელსაც ავტორთან ერთად თქვენც წერთ. "აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გაგრძელება" ჩანართის ქვევით არის ნოველის გაგრძელების რამდენიმე ოპცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შინაარსში ჩაერიოთ და წარმართოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ.

პროზა

კერამიკა

ივა ფეზუაშვილი | 02.03.2013

რატომ არ უნდა შეჭამოს მგელმა ცხვარი? რა უნდა ქნას აბა? ბალახს ხომ ვერ მოძოვს? ან სრულიად უსაქმურ კაცს, რომლის ერთადერთი ფეტიში კომბლების თლა და ჭერში შეწყობა იყო საიდან ყავდა სამი ცხვარი? ან საიდან ქონდა ესეთი საშიში კაცის რეპუტაცია ტყეში?  რატომ უკბინა ასფურცელამ დედას ეგრე მწარედ ძუძუზე? საშიშია ეს ყველაფერი, ამ ზღაპრების მერე  კიდევ ნორმალური ფსიქიკის პატრონი გავიზარდე.  გასაკვირი არ იქნებოდა სადისტად რომ ჩამოვყალიბებულიყავი. 

პროზა

პრაღის სასაფლაო (ნაწყვეტი)

უმბერტო ეკო | 20.02.2013

მას მერე, რაც იმ ავსტრიელ ექიმს მოვუსმინე კოლუმბიური ნარკოტიკების სასარგებლო თვისებებზე რომ მიყვებოდა, ვიტყოდი, რომ რელიგია ხალხის კოკაინიც არის, ვინაიდან უბიძგებდა და უბიძგებს ხალხებს ომებისაკენ, ურწმუნოების განადგურებისაკენ, და ეს ეხება  ქრისტიანებსაც, მუსულმანებსაც და სხვა კერპთაყვანისმცემლებსაც. ადამიანები ვერასოდეს შეძლებდნენ ისე სრულყოფილად და ენთუზიაზმით დაეხოცათ ერთმანეთი, როგორც ამას თავიანთი რელიგიური მრწამსის გამო ახერხებენ. 

პროზა

ობობა ტუალეტში

დათო კოროშინაძე | 12.02.2013

თვალებს ვახელ. ჩემს თავს მივდევ, ან ჩემი თავი მომდევს. მეწევა, ან ვეწევი. ვატრიალებ, ან მატრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემი ყოფილი გერლფრენდია, ოღონდ ახალი გერლფრენდის სახით, ან ჩემი ახალი გერლფრენდი - ჩემი ყოფილი გერლფრენდის სახით. ერთი კვირის მერე ეს სიზმარიც დამავიწყდება, ან არ დამავიწყდება. დარაბები დახურულია. ღამეა თუ დღეა ? მობილურს ვრთავ. 07:35. დილა ყოფილა. თერთმეტზე დავიძინე. თითქმის რვა საათი მეძინა

პროზა

ნათლული

გიორგი წითური | 12.01.2013

გრეისლენდი, რამდენიმე ათასი ოთახი და ელვისის დიდი ფოტო დამესიზმრა, ახალგაზრდობაში გადაღებულ კადრს წააგავდა, თუმცა მე ასეთი ელვისი არასდროს მყვარებია, ზუსტად ის უფრო მომწონდა, წონა მომატებული რომ დაჰქროდა ლას-ვეგასში, ზიზილპიპილებით მორთული, დაღლილი და გამოცლილი. გამოცლილი ყველაფერი მიყვარს, ცარიელი ბოთლიც კი ისე სევდიანად შემოგყურებს, რომ ვეჭვობ ლაპარაკიც შეუძლია

პროზა

უფალი, განავალი, კიჩი

მილან კუნდერა | 04.12.2012

პატარაობაში გუსტავ დორეს გრავიურებიან, ბავშვებისათვის გამოცემულ ძველ აღთქმას ვათვალიერებდი. ვხედავდი  ღრუბელზე მდგარი მამაღმერთს – მოხუც კაცს, თვალებით, ცხვირით, გრძელი წვერით და ჩემთვის ვამბობდი,  თუ პირი აქვს, მაშინ უნდა ჭამდეს კიდეც, თუ ჭამს, მაშინ ნაწლავებიც ექნება–მეთქი. მაგრამ ეს აზრი მაშინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნო ოჯახიდან ვიყავი, ღმერთის ნაწლავების წარმოდგენა მკრეხელობად მიმაჩნდა.

პროზა

demoბავშვები

დათო კოროშინაძე | 22.11.2012

ავტორი არ არის პასუხიმგებელი ნაწარმოებზე. ყველა ისტორია, რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი აღებულია ავტორის ბიოგრაფიიდან. ავტორი სიმართლეს ამბობს მაშინაც, როდესაც ტყუის.

პროზა

ჰარისონ ბერჯერონი

კურტ ვონეგუტი | 19.11.2012

2081 წელი დადგა და, როგორც იქნა, ყველა თანასწორი იყო. ადამიანები გათანაბრდნენ არა მარტო ღმერთისა და კანონის წინაშე, არამედ ყველა თვალსაზრისით. არავინ იყო სხვაზე ჭკვიანი, სხვაზე ლამაზი, სხვაზე ძლიერი ან სწრაფი. ეს თანასწორობა ამერიკის კონსტიტუციის 211, 212 და 213 შესწორებებისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შეზღუდვების გენერალური სააგენტოს მოუდუნებელი სიფხიზლის შედეგი იყო.