ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
რეცენზია
რეცენზია

ავტობუსის მძღოლი პატერსონში? რა პოეტურია! ამაზე შეიძლება უილიამ კარლოს უილიამსს ლექსი დაეწერა

დალილა გოგია | 07.09.2017

უილიამ კარლოს უილიამსი - უმნიშვნელოვანესი ამერიკელი პოეტი, მოდერნისტი, იმაჟისტი*, 1883 წელს რუტერფორდში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა.  მისი ცნობილი ეპიკური პოემა „პატერსონი“ ხუთი წიგნისგან შედგება. პირველი წიგნი 1946 წელს გამოვიდა, ბოლო კი 1958-ში.  „პატერსონს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია არა მხოლოდ უილიამსის შემოქმედებაში, არამედ მთლიანად ამერიკული პოეზიის ისტორიაში, რადგან  ის  იმ  დროისთვის დამკვიდრებული კლასიკური სალექსო ფორმების უარყოფისა და ახალი პოეტური ენის ძიების მცდელობას წარმოადგენს.  

რეცენზია

ლიტერატურული დასვენება და მაიაკოვსკის თეატრი

ილია ურუშაძე | 17.03.2017

საქართველოში ლიტერატურის ისტორია ინტელექტულური ისტორიის პარალელურად მიმდინარეობდა და ირეკლავდა კიდეც მას. მაგალითად, თუ ქართული ლიტერატურის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ლიტერატურული ნაწარმოებები მხოლოდ ლექსწყობისა და მხატვრული სახეების ნიმუშები არაა, არამედ მათში მკვეთრად შეინიშნება არსებული საზოგადოებრივი პროცესებიც. 

რეცენზია

პატარძლები

ალექსანდრე გაბელია | 19.01.2017

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი "პატარძლები " ქართულ-ფრანგული  კო-პროდუქციაა.  ფილმი ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ქმრებიც ციხეებში არიან იზოლირებულნი . რეჟისორი კი შეეცადა ამ ქალების  ცხოვრების აღწერას, ყოველდღიურობაში დალუქული  მოვლენების ახსნას . ამასთანავე  ქმრებთან ურთიერთობის ჩვენებას.  მათი შეხვედრები  თვეში ერთხელ სულ  რამდენიმე  წუთით გრძელდება.

რეცენზია

ძმა

ალექსანდრე გაბელია | 08.01.2017

თეონა და ტიერ გრენადეები  ფილმში „ძმა“  90-იანი წლების თბილისურ ყოფას იკვლევენ.    დამოუკიდებლობის მანტიაში შემოსილი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დადგა.   სიბნელე, განუკითხაობა და ნათელ მომავალზე ფიქრი - ის თემებია, რომელთა ეკრანზე რეპრეზენტირებასაც რეჟისორები ცდილობენ.

რეცენზია

ჩემი საბნის ნაკეცი

ალექსანდრე გაბელია | 04.01.2017

 “ჩემი საბნის ნაკეცი“   ზაზა რუსაძის   მისტიკური დრამაა.  რეჟისორი პირველი სცენიდან    ცდილობს,  რომ  მაყურებელს  რაღაც დაფარულის მიმართ ინტერესი გაუჩინოს,  უფრო სწორედ მიანიშნოს  რომ თვალის ახელაში დაეხმარება. 

რეცენზია

ბედნიერების ღმერთი

ალექსანდრე გაბელია | 18.12.2016
„ბედნიერების ღმერთი“   დიტო ცინცაძის 2015 წელს გადაღებული ფილმია.     წინარე ისტორიად   შეიძლება  მისივე  „Lost Killers” (2000) მივიჩნიოთ და სურათი - მის ირიბ გაგრძელებად.  რეჟისორი ორივე შემთხვევაში  გვიჩვენებს,  თუ როგორ ინგრევა ოცნებებითა და იმედებით სავსე გზა, როდესაც ემიგრანტები გაბატონებულ კულტურაში(სოციუმში)  თავის დამკვიდრებას  ცდილობენ.
რეცენზია

მე ვარ ბესო

ალექსანდრე გაბელია | 15.12.2016

 ლაშა ცქვიტინიძის  „მე ვარ ბესო“ შეიძლება მივიჩნიოთ   ერთგვარ აღმოჩენად   და იმ  დამკვიდრებული ნორმატივებისა  და  კინოენის გარღვევად,  რომელიც ქართულ კინემატოგრაფში  ათწლეულებია დომინირებს. 

რეცენზია

გასტრო-ბალზაკ-უელბეკური

ბიბლიობსი | 01.09.2016

გისოსებს მიღმა ჯდომამ ბალზაკს უარი ათქმევინა წესზე, რომელიც თავად დაიწესა და სიკვდილამდე სკრუპულოზურად დიცავს: წერის დროს დიეტაზე იჯდეს და როგორც კი ხელნაწერს სტამბაში მიარბენინებს, ფაშვი გასკდომამდე ამოივსოს. 

რეცენზია

ადამიანის დაზიანება კიტანოს ფილმებსა და ტელეშოუებში

ლევან ბერიაშვილი | 16.12.2015

1986-90 წლებში იაპონიის ტელეეთერში სპორტული - გასართობი შოუ ‘‘ტაკეშის ციხესიმაგრე’’ გადიოდა. მოგვიანებით, ამ ფორმატის ტელეგადაცემები მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა. 1990 წელში საფრანგეთში ‘‘ფორტი ბოიარდი’’ დაიწყო. 2001-2006 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ‘‘შიშის ფაქტორი’’ გადიოდა, 2003-07 წლებში კი ინგლისურად გადაკეთებულ ტაკეში კიტანოს საავტორო პროექტს ‘‘MXC’’’-ის სახელწოდებით აჩვენებდნენ.

რეცენზია

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ლექსო დორეული | 30.05.2015

ამ ვიდეოზე, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ბატონი რეზო ამაშუკელი, დატოვებული კომენტარები, ერთად აღებული, არის მსოფლიოში საუკეთესო ჟანრულად განუსაზღვრელი ნაწარმოები; ეკლექტიზმის იდეალური ნიმუში. პირდაპირ გასაოცარია, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ერთად ცხოვრებას, თანაარსებობას? მხოლოდ აქ ნახავთ, რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდიგვერდ: პატრიოტული სულისკვეთებით გულწრფელად ანთებულ, 69 წლის სტაჟის მქონე მორწმუნე სტიქაროსან, შეთავსებით ხათხა იოგას მასწავლებელ ლევან ქადაგიძესა და 23 წლის ჭეშმარიტ მარქსისტ-სოციალისტ იკა ბებურიშვილს, რომელსაც მხოლოდ პარასკევობით სწამს ღმერთის არსებობის.