ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
Visual Art
visual-art

მეტი ჰუმანიზმი, ნაკლები პოლიტიკა

გიორგი გაგოშიძე | 16.06.2014

რა სჯობს მარტივად მიღებულ ინფორმაციას ინტერნეტიდან თუ ტელევიზიიდან, ზიხარ უმოქმედოდ და უყურებ რა ხდება შენ გარშემო, რა აწუხებს სამშობლოს, რას განიცდიან პოლიტიკოსები, და შენ ღელავ. ტელევიზორი გენიალური ინჟინერიაა, შენ შეგიძლია ნებისმიერ პოლიტიკოსს აგინო, ნებისმიერი აქტი გააპროტესტო და ხელს არავინ დაგარტყამს, არც შეგეწინააღმდეგება, ტელევიზორი - ეს ხომ ლიბერალი ქვეყნების გამოგონილი მანქანაა, მისთვის კლიენტი ყოველთვის მართალია.

visual-art

პრეზო

გიორგი გაგოშიძე | 09.05.2014

ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ პრეზიდენტით და საზოგადოებით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა სიმულაციების გათამაშების პრეზიდენტს და ხალხს შორის. თქვენი სურვილის შესაბამისად, შეგიძლიათ აურიოთ ან დაალაგოთ სიტუაცია, დაამყაროთ სასურველი პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში დესპოტიზმიდან ანარქიამდე.

visual-art

მეცნიერული არტი

გიორგი გაგოშიძე | 04.07.2013

მეცნიერული არტი არის ხელოვნების, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების და ინოვაციური გადაწყვეტის სინთეზი. მე-16 საუკუნეში ლეონარდო დავინჩი ითავსებდა მეცნიერის და ხელოვანის  როლს, რადგან ეს მიმდინარეობები  ზედაპირული იყო, თუმცა 5 საუკუნის შემდეგ მეცნიერების და ხელოვნების დარგები საგრძნობლად დაიტოტა და კომპლექსური გახდა. ადამიანმა დაიწყო არჩევნის გაკეთება კონკრეტული დარგის კონკრეულ სპეციალობაზე, რამაც დაკარგა რენესანსისეული ლეონარდოს გლობარული ხედვა. 

visual-art

პოეზია და ინკვიზიცია

გიორგი გაგოშიძე | 08.04.2013

ეს ანიმაცია წარმოაჩენს ლექსს(ტექსტს) როგორც დამნაშავე ობიექტს. ტექსტი ინფორმაციის მატარებელი ორგანიზმია, რომელიც გავლენას ახდენს მკითხველის ფსიქოლოგიაზე. კარგად შექმნილი ტექსტი ატომის გახლეჩაზე საშინელი ანდა ბიოლოგიურ იარაღზე მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს. მან შეიძლება მოწამლოს მრავალი თაობა, დააზიანოს გენეტიკური კოდები, ან თუნდაც გადაგვაშენოს.

visual-art

ინტერპრეტაცია

გიორგი გაგოშიძე | 15.02.2013

ღილაკზე "გააცოცხლე ლექსი" დაჭერით თქვენ შემოიყვანთ ლექსს ამ სამყაროში და ის თქვენგან და ავტორისგან დამოუკიდებლად დაიწყებს არსებობას. რაც გულისხმობს, რომ ლექსი თვითონ აირჩევს სასიცოცხლო ფორმას: ის შერჩევითობის პრინციპით აიღებს ორ ნებისმიერ სტრიქონს და ერთმანეთში გაცვლის(გაცვლის დროსაც ლექსი თვითონ განსაზღვრავს, რომელიც მერყეობს 20 წამიდან 40 წამამდე) და ამას აკეთებს დაუსრულებლად.  

visual-art

ელექტროენცეფალოცეკვა

პაატა შამუგია | 23.02.2012
ეპილეფსიით გატანჯულმა მარჩელომ თავისი დაავადება გამოიყენა, როგორც ცეკვის ახალი ფორმის შექმნის მიზეზი. სცენაზე გამოსვლამდე ის, როგორც წესი, სვამს ალკოჰოლურ სასმელს (დიდი რაოდენობით), არ ჭამს, ანთებულ ნათურას დიდხანს აშტერდება, წინა ღამეს არ იძინებს და ასე უახლოვდება მიზანს – ეპილეფსიურ კრუჩხვას. 
visual-art

ხელოვნების ცუდი ბიჭი

პაატა შამუგია | 20.01.2012

ერთი ევროპული არტ–ჟურნალის ბლოგზე  გაბრაზებული მიმომხილველი წერდა:  „მარტინ კიპენბერგერი არის ცუდი ბიჭი ხელოვნებაში. მას თავისი საშინელი წესები აქვს, მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არაა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ სანამ ჩვენ ვსწავლობთ მის წესებს, ამასობაში ეს ნაბიჭვარი ცვლის მათ“. 

visual-art

სიკვდილის მეტაფორა

პაატა შამუგია | 13.07.2011
მე რომ სამყაროს შემქმნელი  ვყოფილიყავი, ასეთ ვიწრო საყოფაცხოვრებო ტავტოლოგიაში არ ამოვკეტავდი ადამიანებს. და სიკვდილიც გაცილებით საინტერესო ფაქტი იქნებოდა, ვიდრე ხრწნა, ხრწნა და ხრწნა... მე ასე მჯერა, რომ ნებისმიერი ხელოვანი ამ ხრწნის, სიკვდილის უადგილობის წინააღმდეგ მებრძოლი გიჟია, რომელიც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მარცხდება ამ ომში. მარცხდება და არის ამ მარცხშიც რაღაცა ისეთი, რომ იტყვიან, არტისტული და თავაშვებული...
visual-art

სტრიპტიზი ჯვარზე

demo.ge | 15.05.2011
თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა, პოლიტიკოსთა და სასულიერო პირთა, საქმოსანთა და ერის მამათა, კულტურის მოღვაწეთა და ტელე-მოძღვრთა სიმართლეს, ვერ დაიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს.
visual-art

მურაკამის პედოფილიური არტი (NSFW)

demo.ge | 03.01.2011
მურაკამი საყოველთაოდ ცნობილი გახდა თავისი მსუბუქად პედოფილიური შტრიხით, ოტაკუ–ლოლიტას ხასიათების მქონე თოჯინებით. ერთ–ერთ გამოფენაზე წარადგინა ნამუშევრები, სადაც ნორმალური ზომის შიშველ ადამიანს მინიატურული თოჯინა ადგას სასქესო ორგანოზე და იქიდან გადმოხტომას აპირებს.