• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კატეგორიები

ძუძუები, ინტეგრაცია, ტრაქტორიზაცია

×
ავტორის გვერდი იაგო ხვიჩია 00 , 0000 2581
ახალი წლის მერე განსაკუთრებით მოსაწყენი გახდა ტელევიზორის ყურება, არა საინტერესო არც არასოდეს ყოფილა, პირიქით, საახალწლოდ, ქართული ტელევიზიები განაკუთრებული მონდომებით ამზადებდნენ, განაკუთრებულ სირობებს, მაგრამ წელს მაინც სხვა იყო:
 
,,სვეტსკი კარაოკე,, პირდაპირ ეთერში, ძალიან ბევრი საახალწლო ნათურა, ნანიკოს, მაიას, დუტას და ა.შ. შოუები, კარერასი ბათუმში და ბევრი სასულიერო მოღვაწე, საქართველოში არებული ყველა ეკლესიიდან, სათნო სახით რომ გვილოცავენ სხვადახვა დღესასწაულებს, რომელიც მოგეხენებათ საახალწლო დღეებში ბლომად მოგვეპოვება, მერე უკრაინის არჩევნები, რომლის შესახებაც სიმართლე გითხრათ ვერაფერი გავიგე, მიხედავად იმისა რომ ყველა ნიუსი ამ თემით იწყებოდა, მერე ნათლისღება, რომელზედაც იგივე შეიძლება ითქვას, რაც ამ წლის სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე, ერთი დამატებით, ამ დღეს ზემოთთქმულმა სასულიერო მოღვაწეებმა საინტერესო პერფორმანსი მოგვიწყვეს და ღვთისადმი უზომო სიყვარულის გამოსახატავად იბანავეს გაყინულ ტბაში, მდინარეში თუ ზღვაში, მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, რაც რეპორტაჟის ბოლოს გველოდა, მარტო ამ მომენტისთვის ღირდა მთელი კურიერის ნახვა.
 
არა, ჟურნალისტის მიერ შესრულებულ საფირმო ყვინთვას არ ვგულისხმობ, ეს თუ არ ვცდები ,,იმედზე,, იყო (ისე ბოლოს რომ ენერგიული პირჯვარი არ გადაესახა ვიფიქრებდი, სიუჟეტის მრავალფეროვნებისთვის გაღებული მსხვერპლი იყოთქო), კულმინაცია სხვა რამე იყო, სიუჟეტში ითქვა, რომ – რომელიღაც ეპისკოპოსმა ზღვა აკურთხა.
 
მაგრამ ამ წერილში ახალი წლების გადაცემათა მომოხილვით არ ვაპირებ თავი შეგაწყინოთ, პირიქით მინდა იმ დადებით და უარყოფით მოვლენებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, რითაც წინა წელმა დაგვამახსოვრა თავი, თქვენის ნებართვით დადებით და უარყოფით მოვლენებს თემატიკის მიხედვით ერთმანეთის გვერდით მივუჩენ ადგილს.
 
დადებითი – წავიდა ინგა გრიგოლია
უარყოფითი – მოვიდა შორენა ბეგაშვილი
დადებითი – დაიხურა საკანი #5
უარყოფითი – არ დაიხურა ,,პროფილი,,
დადებითი –ზაზა ბურჭულაძემ გამოაქვეყნა წიგნი
უარყოფითი – დეფი გოგიბედაშვილმაც გამოაქვეყნა წიგნი 
დადებითი – ქართულმა ფილმმა ,,გაღმა ნაპირი,, რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
უარყოფითი – მთელი წლის განმავლობაში ქართულ კინოთეატრებში გადიოდა ავთო ვარსიმაშვილის რამდენიმე ფილმი და ,,რაც ყველაზე ძალიან გიყვარს,, 2 სერია, ხო კიდევ სულ დამავიწყდა ,,გოგონა სლაიდიდან,,.
დადებითი – საქართველო საბოლოოდ გამოვიდა დსთ –დან.
უარყოფითი – არაფერი ისმის საიმედო, ნატოში გაწევრიანების კუთხით.
დადებითი – დაიხურა გადაცემა ,,სამოთხის ვაშლები,,.
უარყოფითი – აღდგა გადაცემა ,,სამოთხის ვაშლები,,.
დადებითი – დამთავრდა მიტინგების ეპოქა ქვეყანაში.
უარყოფითი – გრძელდება მმკ–ს, ,,ჩოხოსნების,, და სხვა საეჭვო მსოფლმხედველობის ხალხის (თუ მაგათ აზრებს მსოფლმხედველობა შეიძლება დაერქვას) აზრის გათვალისწინება.
დადებითი – საბოლოოდ მოკვდა მონარქიის აღდგენის უტოპიურ იდეაზე ოცნება.
უარყოფითი – მონარქიის აღდგენის იდეა მოკლა შორენა ბეგაშვილის ძუძუებმა და არა პოლიტიკური ძალების პრინციპულმა პოზიციამ.
დადებითი – გრდაიცვალა პატრიარქი ალექსი II, რომელსაც გაცილებით მეტი სულიერი კავშირი ჰქონდა KGB –სთან ვიდრე უფალთან.
უარყოფითი – თავს საოცრად ჯანმრთელად გრძნობს პუტინ – მედვედევის წყვილი.
დადებითი – სამუდამოდ დასამარდა, პარლამენტის წინ მიტინგებით ხელისუფლების შეცვლის იდეა.
უარყოფითი – ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ვერ შეძლო საკუთარი რიგების თუნდაც ერთი ახალი საინტერესო ,,ფეისით,, შევსება.
დადებითი – მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა ქვეყანაში არ ყოფილა მნიშვნელოვნი ეკონომიკური ვარდნა (ეკონომისტები ტერმინს უფრო ზუსტად იტყვიან)
უარყოფითი – არც ეკონომიკური წინსვლა გვიგრძვნია მაინცდამანიც.
მიუხედავად ამდენი დადებითი და უარყოფიტი ამბებისა, მუხედავად იმისა, რომ ყველა აღიარებს რეფორმის საჭიროებას როგორც საერო ასევე სასულიერო ცხოვრებაში, წლის დასაწყისს მაინც ,,ტრადიციულად,, ვხვდებით: 
ჩვენ გვინდა კომუნალური გადასახადები ნაღდი ფულით გადავიხადოთ და ინტერნეტ ბანკინგი, ასევე აპარატების მეშვეობით ფულის ჩარიცხვა ,,სანდოდ,, არ მიგვაჩნია.
ჩვენ გვინდა ყველა დოკუმენტი, რაც გვჭირდება, შედგებოდეს 5–6 ხელმოწერის თუ ბეჭდისაგან (უფრო სანდოა).
ჩვენ გვინდა ოფიციანტის, სასტუმროს, ბანკის ,,ფრანტ ოფისის,, თანამშრომლის გული მოვიგოთ მაგრამ არ გამოგვივა – ყველა მათგანი გაბრაზებულია იმით, რომ შენნაირ უბადრუკს ემსახურება.
ჩვენ გვინდა ქალიშვილები ვიყოთ, მაგრამ სექსიც რომ გვქონდეს ცუდი არ იქნებოდა.
ჩვენ გვინდა სტაბილურობა, მაგრამ მიტინგებზე მაინც უნდა გავიდეთ.
ჩვენ გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება, მაგრამ რუსეთიც გვინდა და მას მხოლოდ ჩვენი სარწმუნოება მოსწონს.
ჩვენ გვინდა შუქი, გაზი, წყალი და ნობელის პრემია, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მცხოვრებთ.
ჩვენ გვინდა დემოკრატია (ეს წესი არ ვრცელდება, იმ მომენტზე, როცა გვაკრიტიკებენ).
ჩვენ გვინდა ოპოზიცია, მაგრამ მხარს ვუჭერთ ზურაბ ნოღაიდელს (პრინციპში ქრისტიან დემოკრატებსაც ვუჭერთ მხარს).
ჩვენ გვინდა კულტურული მემკვიდრეობა და ვარემონტებთ სვეტიცხოველს, ალავერდს და ა.შ.
ჩვენ გვინდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მწვრთნელის ჭკუაზე სიარული ,,ტეხავს,,.
ჩვენ გვინდა ფეისბუკი, მაგრამ ,,ოდნოებსაც,, ვერ ველევით.
ჩვენ გვინდა ნანკა კალატოზიშვილი, მაგრამ ზედმეტად ღვთისმოსავია და ცოდვილებთან ურთიერთობა უჭირს.
ჩვენ გვინდა ნატო, მაგრამ ევროპა ... ეჰ, იავიცი, იავიცი არ მინდა ცუდი რამე წამომცდეს.
ჩვენ გვინდა ინტერნეტი, მაგრამ კავკასუსი და ტელეკომი სამკვდრო – სასიცოცხლოდ შეებნენ ერთმანეთს და ვერც ერთი ვერ ხვდება იმას, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ.
ჩვენ გვინდა ,,ბიბისი,, მაგრამ ვერაფრით ვერ გავცდით პირველ არხს.
ჩვენ გვინდა კონსტიტუცია, მაგრამ არ გვაქვს საკონსტიტუციო კომისიის იმედი.
ჩვენ გვინდა ლიტერატურა, მაგრამ პრემიას ვაძლევთ ელიზბარ ჯაველიძეს.
ჩვენ გვინდა მრავალპარტიულობა, მაგრამ 173 (შეიძლება მეტიც) პარტია მაინც ზედმეტია.
ჩვენ გვინდა განათლება, მაგრამ ვაბარებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ჩვენ გვინდა ,,მერსედესი,, მაგრამ ,,ნივის,, ნოსტალგიას ვერაფერს ვუშვრებით.
ჩვენ გვინდა ლიბერალობა, მაგრამ საპატრიარქოს აზრი უფრო მნიშვნელოვანია.
ჩვენ გვინდა არქიტექტურა, მაგრამ ,,კაპიტალისტურ ფორმალიზმთან,, ბრძოლამ ,,ხრუშჩოვკები,, დაგვიტოვა.
ჩვენ გვინდა სუფთა ქალაქი, მაგრამ ,,ბიჩოკის,, ქუჩაში გადაგდება უფრო მოსახერხებელია.
ჩვენ გვინდა ქრისტიანობა, მაგრამ ბიბლიას არ ვკითხულობთ (ლოცვა ჯობია).
ჩვენ გვინდა ბოზებში სიარული, მაგრამ პროსტიტუციის ლეგალიზაციას არასოდეს დავუჭერთ მხარს.
ჩვენ გვინდა კომპიუტერი, მაგრამ ის ეშმაკეულია, რომელიც ჩვენს ზომბირებას ახდენს.
ჩვენ გვინდა დიალოგი, სადაც მხოლოდ გვისმენენ.
ჩვენ გვინდა ტინტო ბრასის ფილმები, მაგრამ... ჩუმად არავინ გაიგოს.
ჩვენ გვინდა სიმართლე, მაგრამ ინტერნეტს მაინც ტელევიზორი გვირჩევნია.
ჩვენ გვინდა პრინციპები, ამიტომ ჩვენი მთავარი პრინციპი უპრინციპობაა.
ჩვენ გვინდა თანასწორობა, მაგრამ ,,პედერასტები,, და ,,ლესბიანკები,, მაინც არ ,,გვევასება,,.
ჩვენ გვინდა კანონი, რომელსაც ადვილად დავარღვევთ.
ჩვენ გვინდა თოჯინა, რომელთანაც სექსი შეიძლება.
ჩვენ გვინდა ირაკლი ჩარკვიანი, მაგრამ არც ჯანსუღზე არ ვამბობთ უარს.
 
ჩვენ ასევე გვინდა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ხელფასების მომატება, არჩევნებში გამარჯვება, ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი,, სექსი ანჯელინა ჯოლისთან (ზოგიერთს ბრედ პიტთან), პაატა შამუგიას უნდა ევრო რემონტი, ძმებ გაჩეჩილაძეებს სწავლა, სწავლა და სწავლა, ქრისტიან–დემოკრატებს, სულიერი მოძღვარი გამოძახებით, ალასანიამ ჯერ არ იცის რა უნდა, რუსეთს ,,მისტრალი,, და ნაბოზვრები საქართველოდან, ერს გმირი, რომელსაც შარავანდედი ადგას და ღამე შორენასთან, პრეზიდენტს საერთაშორისო მხარდაჭერა და ტრაქტორიზაცია, ოპოზიციას კაპიტანი და კომპასი, მის საქართველოს სარფიანად გათხოვება, მე, არჩევნები 2013 წელს, რომელიც ისე არ დამთავრდება, როგორც უკრაინაში, პატრიარქს კი ის, რომ უფალს ვებარებოდეთ.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული