• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
news

პროფესორი – კამერით თავში

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 2291
ნიუ–იორკელმა პროფესორმა რეალობასთან დაახლოება სრულიად გიჟური იდეით გადაწყვიტა. მან თავში, კერძოდ, კი კეფაზე ჩაიმონტაჟა ფოტო–კამერა. უაფა ბილალი, ერაყული წარმოშობის ფოტოგრაფიის პროფესორია. „ეს გვაძლევს უნიკალურ საშუალებას, მოვახდინოთ დაკვირვება თავად დაკვირვების პროცესზე.“ – ამბობს ის. 
">

ნიუ–იორკელმა პროფესორმა რეალობასთან დაახლოება სრულიად გიჟური იდეით გადაწყვიტა. მან თავში, კერძოდ, კი კეფაზე ჩაიმონტაჟა ფოტო–კამერა.

უაფა ბილალი, ერაყული წარმოშობის ფოტოგრაფიის პროფესორია. „ეს გვაძლევს უნიკალურ საშუალებას, მოვახდინოთ დაკვირვება თავად დაკვირვების პროცესზე.“ – ამბობს ის. 

პროექტი დასათაურდა, როგორც „მესამე მე“. ფოტო–კამერა ყოველწამიერად აწარმოებს გადაღებას და შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ბილალის ცხოვრების ყოველი წამი მკაცრი აღრიცხვის ქვეშ იქნება.

ერთი წლის შემდეგ ყველა სურათი გადაეცემა არაბეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს გამოფენისათვის "Told/Untold/Retold".

 კაბელები ეშვება მთავარ კომპიუტერში, სადაც გადაეცემა სიგნალი და ის დააფიქსირებს ობიექტის პოზიციონირების ყველა დეტალს. აქ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ–რესურსი: www.3rdi.me

 "მე მინდოდა დამეკარგა პიროვნულობა, ამავდროულად კი, შემეთვისებინა ყოველდღიური რეალობის გამოსახულება (უაფა ბილალი)."


ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული