სლოვენიელი მოაზროვნე, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ფილოსოფიის ელვის პრესლის", ექსტრავაგანტული და ხშირად ექსტრემალურიც – ეს სლავოი ჟიჟეკია. მისგან მოულოდნელი საქციელი არავის უკვირს, მაგ: ჰიტლერზე თქვა, რომ ის საკმარისად ძალადობრივი არ იყო. თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ობიექტია.
Royal Opera House–მა სამი დღის წინ დააანონსა ახალი სპექტაკლი, რომელიც სლავოი ჟიჟეკის ფილოსოფიის მოტივებზე აიგება. როგორც ოპერის სახლის დირექტორმა თქვა, "ჟიჟეკის ნაშრომებმა შთააგონა ოპერის კომპოზიტორებს, დაეწერათ თავიანთ შიშებსა და იმედებზე თანამედროვე სამყაროში".
ჟიჟეკზე უკვე ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ახლა მესამესაც ამზადებენ, რომელსაც შესაძლოა, სწორედ ეს ოპერა დაედოს საუნდტრეკად.
ჟიჟეკისთვის უცხო არაა პოპკულტურა, ის ერთნაირი ენერგიით საუბრობს როგორც მარქსის "კაპიტალზე", ისე "კუნგ ფუ პანდაზე", და რაც მთავარია, მასში პოულობს ლაკანის თეორიის ასპექტებს :) თუმცა, როგორც იტყვიან, ეს მაინც სულ სხვა ოპერიდანაა.