• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიკვდილი

×
ავტორის გვერდი ჰაროლდ პინტერი 00 , 0000 1565

თარგმანი: ანკა კალანდაძე

 

სად იპოვნეს სხეული? 
ვინ იპოვნა მკვდარი სხეული? 
პოვნის მომენტში მკვდარი სხეული უკვე მკვდარი იყო?
როგორ იპოვნეს მკვდარი სხეული?
 
ვინ იყო მკვდარი სხეული?
 
ვინ იყო მამა ან ქალიშვილი ან ძმა,
ან ბიძა ან და ან დედა ან შვილი
მკვდარი და მიტოვებული სხეულისა?
მკვდარი იყო სხეული როცა მიატოვეს?
მიტოვებული იყო სხეული?
ვინ მიატოვა?
 
შიშველი იყო მკვდარი სხეული
თუ სამგზავროდ გამოწყობილი?
 
რატომ გამოაცხადეთ, რომ მკვდარი სხეული მკვდარია?
თქვენ  განაცხადეთ, რომ მკვდარი სხეული მკვდარია?
კარგად იცნობდით თუ არა მკვდარ სხეულს?
როგორ გაიგეთ, რომ მკვდარი სხეული მკვდარი იყო?
 
თქვენ განბანეთ მკვდარი სხეული?
თქვენ დაუხუჭეთ თვალები?
თქვენ დამარხეთ?
თუ მიატოვეთ?
აკოცეთ თუ არა მკვდარ სხეულს?
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული