• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

აილეის კუნძული

×
ავტორის გვერდი დონოვანი 28 ივლისი, 2025 807

თარგმანი: ალექსანდრე გაბელია

 

როგორ მაღლა მიფრიან თოლიები

აილეის ცაზე,

როგორ სევდიანად თამაშობს

სოფლელი ბიჭი — მარტო,

თითქოს მარცვალი ვარ შენს ქვიშაში.

 

როგორ ტკბილია ცხვრის ზარის ხმა,

კლდეზე ხეტიალი ფიქრებით,

თითქოს ტალღამ მიმატოვა აქ.

 

ტყე ჩიტების გალობით იღვიძებს,

დრო ვერ არღვევს დაჭრილ ტორფს,

თითქოს მარცვალი ვარ შენს ქვიშაში.

 

როგორ მაღლა მიფრიან თოლიები

აილეის ცაზე,

როგორ სევდიანად თამაშობს

სოფლელი ბიჭი — მარტო,

თითქოს ტალღამ მიმატოვა აქ.

თითქოს მარცვალი ვარ შენს ქვიშაში.

თითქოს მარცვალი ვარ შენს ქვიშაში.

 

აილეის კუნძული  შოტლანდიელი მომღერლის და კომპოზიტორის, დონოვანის მეხუთე ალბომის, A Gift From a Flower to a Garden (1967) ერთ-ერთი ყველაზე პოეტური, ტრანსცენდენტური და ემოციებით სავსე სიმღერაა. სიმღერის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=pEqOb72fiVg

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული