თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
სისხლის პინგვინი
„მე ვარ კარნივორი
დევნილი ღამის მსვლელი
ჩემი შუშის ქვეშ მიმოფანტული ფრთების ძიებაში
ითხოვენ რომ მონომურ გაშეშებას დავუბრუნდე
გამოვამჟღავნო ა & მის იქით აღარ
ზოგისთვის
მე ექვსფეხა & ხვლიკი ვარ
სხვებისთვის
მოვიაზრები ტროპიკებიდან დაბრუნებულ
ქეციან კრავად
საკადრისად არასდროს მეზღება რაოდენობითა თუ პროპორციით
აღვიქმევი რაღაც კეთროვანის წყაროდ
მეტად აღარ მოტივად იმის ვიდაც ეგონათ მოვიხაზე
რომ ვყოფილიყავი
მე ვინც ვცხოვრობ როგორც უადგილოდ მოთავსებული ზიანი
როგორც უმიზნო ვერბალური ამოთხევის ნაწილი
არ არსებობს არსებითი სახელები ჩემ ხაფანგში გამოსაჭერად
ჩემი სისხლის ბადეში გასახვევად რათა თანხმობა მოიხმონ
მე არასდროს ვარ გარემოება შეუღლების ცეცხლში
მე არასდროს ვიქნები
ადამიანური ბიჭი გენიოსი
არქივარიუსი
ბარტერულად ნავაჭრი ბავშვი სწავლასთან რომ მეტოქეობს
ზემოხსენებულთაგან არ ვარ არცერთი
არცერთი ზემოთქმულ კომპენდიუმთაგან
მე ანიმისტი ვარ
ვერტიკალური ლომი ტუნდრა
ალმასის ჩიტი სოროს რომ თხრის თოვლის ქვეშ
ჩემი მიდრეკილების გამო
მე ვიცი სადა ეგვიპტური სომა
როგორც ეცოდინებოდა ის დაბრმავებულ სასაფლავე მწიგნობარს
& და რადგან მესმის
თითოეულის ძირითადი ნერვული გამოშლა
მოვიაზრები პიაკულარად
სპექტრად
თან მდგარად თან გაყინულად
თითქოს ვიყო რაღაც სხვა ფორმის
რომელიღაც სხვა პლანეტიდან
როგორც კლინიკური მურენა დანართი
ეს შეიცავს თავის თავში
ჩაშავებულ ბატისფეხურ ნიშნებს მორავიიდან
გაფლანგული კვანტებიდან ზონდის კუნძულებიდან
მთრთოლვარე ნისლებიდან სანტიაგოდან
ამბობენ მტანჯავს მძლავრი დაყრუვება წინააღმდეგობისგან
ჩემი თვალები მარცხით ველური & შიგ-მძვინვარე
ყურადღების ხანგრძლივობა მობლაგვებული
ასტროლოგიური დამბლა გადაადგილებული
ამრიგად ამბობენ რომ შეუცნობელი ტრიგონომიულია
გადაჭარბებული ბირთვია
შობილი მათანაბრებელი ჯადო
უნივერსალურ მოხმობაში არსებული ბზარების მიხედვით
მე ვარ ძველი პანტომიმა რომელიც ვერ იხელთებს
რომელიც ვერ არღვევს თავის თანშობილ ლანდინოს
რაც მაიას გლიფებსა & უჯრებს შეეხება
მე შვეულამძიმე ვარ
მე უბრალოდ არ ხელმეწიფება წარვუძღვე ჩემს საკუთარ პრიზმას
ჩემს თავზე ავიღო ბრალეული ზომა
ვითარებით ზღვართან
მე უარყოფილი პრაქტიკული საზღვრის გზით ვარსებობ
პარალელური ქვე-მიზეზებით
სურვილის ცოდნის გარეშე
ვეძიო სიცოცხლის ენზიმები
მე ვარ გარეშე & გარეშე & გარეშე
მე ვინც წარმოვქმნი ეჭვს & მუდმივი კონფლიქტის გენეტიკას
შემეძლო ვყოფილიყავი უცნაური როგორც ადამიანი ნახევრად ნაჭედი
თავი რომ ილარიო პოსუელოსად მოაქვს
& რასაც მე მაბრალებენ
არაა უსაფუძვლო
არაა პოსტ-ფანატიკოსების ტრაქტატი
არამედ
არის საგულისხმო ტრაქტატი ვითარებითი ექსპონატის შესახებ
ის ამბობს
ჩემი ღირებულებები სიშორითაა შეპყრობილი
როგორც იმის ვინც შეთანხმებითაა დამდაბლებული ან დაწყევლილი
ჩემი უფლებაჩამორთმეული გრძნობები
აღწერილნი ამ მეთოდებით
მოღალატურის ფორმების ქვეშ
ის მეუბნება რომ უსიცოცხლო სისხლის დანადგარი ვარ
რომ ჩემი გენები უსარგებლოა
რომ ჩემი გონება უბრალოდ დაშავებული ან შეპყრობილია
თუმცა მსგავსი ქრონიკა მყინვარებში კარგავს სპორებს
ის ამბობს
რომ აფრიკისა & ზღვისპირისა ვარ
ვეკუთვნი განას & სეიშელს
კუნძულის ნამსხვრევს აზორთან ახლოს
მეორემხრივ ის აცხადებს ჩემს განულაგებლობას
ჩემ მღვიმეს
ჩემს მადებილებელ თავშესაფარს
არც კი საცხოვრისს ვარსკვლავებქვეშ
როგორც ეთეროვან კარავ-საყრდენს სატურნზე
ამგვარია ეთერული აღმასვლა
ქვე-გამოცხადება როგორც დიალექტიკური კარტოგრაფია
ოცელოტებთან შეუღლებული
მოცურავე მაურიციუსის პრიზმების გადაღმა
ანდა უბრალო დაბლობი მანჯურიაში
ესენი მოიაზრება მიწებად ვერცერთი ცნობილი მებრძოლი რომ ვერ დაიჩემებს
რადგან მე იოლად ვაცხადებ ჩემს წინააღდეგობას
ჩემს ტონს როგორც კარნივორულ ფსიქიკურ კრივს
მოხეტიალეს გავრცელებული სიკვდილის მრყევლების მიღმა
ვისაც მიჩემებენ
გენეტიკური დის-ლოგისტიკა
ანარქიული ნანგრევი
იურული და-ძმა სეროზები
მე ვერ აღვწერ ზერელე შემოსაზღვრით
გარე მოტივაციას
ან რამე ბრუნვით ან უკუმდინარე წყლის უნარს
ის აღიწერება როგორც სიმულაკრა
როგორც აჩრდილი მონაცემები
როგორც ჰიბერნაცია რბევით
არასპეციფიკური
პოსტ-ნეკროზული
მონაწილე ნაწილობრივ როგორც ნარგიზი & დღეგრძელობა
ცხადია უჯრედები გიზგიზებენ
მარადისობა ფართოვდება
მუსონები შეკავებით პროეცირებენ
მაგრამ არაფერი წყდება
თავს არაფერი იკავებს & არაფერია ლმობიერი
მე ვარსებობ
როგორც ციცაბო ელექტრული ყინული
უმიზნო მბრძანებლური საწვავის
შელოცვებს ვთხოვ ჩემს თავს
ამ აგნოსტიკური ნაკადის ფარგლებში
მე აღვწერ
ჩემს თავს როგორც იმას ვინც ჯოჯოხეთურია
ვინც ორმაგი დაჟინებით დამარხა საკუთარი წონა
ვისაც თითქოს განსაცდელის სპილენძის ცილინდრში ეძინოს
შემდეგ სმენითი პაუზის მერე
ვუწოდებ ჩემს თავს სისხლის პინგვინს
გულში მიკრავს თავსხმა
ზეთოვანი & მახინჯი დაბრმავება“
ნაზავი ჰიბერნაცია
ისინი ვინც თვალს ავლებენ ჩემს გარშემო
ვინც ხედვას წყვეტენ მზის შიგნით
ვინც წყვეტენ მისი დესტაბილიზირებული პრე-ოდენობის წარმოსახვას
ვერ შემიცნობენ
ვერ შეიცნობენ ჩემს ეთოსს როგორც პემზას
როგორც ნარევ აჩრდილს ანდა ელვარებას
ჩემს აღქმას წინამავალი მზის გასწვრივ რომელსაც საკვებად ვიღებ
როგორც ჩაშავებულ პრე-არსებობას
ანდა კრებულ მტაცებელ ჩიტებს დანიშვნით
მზე
მისი დუალიზმებით
მისი პრე-ბიოტური ფოტონებით რომლებიც ირყევიან
ალბათ
9 მზე სანამ მზე იარსებებდა
სანამ ოკეანეები მიიღებდნენ ფორმას
არსებობდნენ მოლეკულური ნახაზები
აკაშიური წინამორბედები
მოტივტივე პროტო-ამიაკი
მე ვფიქრობ ნახშირბადზე
& ბალახეულ კონებზე
& დატბორვებზე
სამგლოვიარო ბრძოლის თავშესაფარზე
სადაც გროვდება გულცარიელი გეომეტრია
სანამ განცალკევებადი ბიოლოგია წარმოიშვებოდა
სანამ გან-არსებითი პროტოზოის ურთიერთსაწინააღმდეგო ბალასტი
რომელიც მწველი ფოტონია დაუსწრებლობით
როგორც პრე-ატომური სიგილი
დესტაბილიზირებული როგორც მძლავრი ქარბუქი
პრე-კოგნიტიური ბრუნვა
კოსმოსის უცნაური გალვანიკა
& ამ გალვანიკის გამოა
რომ ხრჩოლავ უხილავი თრთოლვით
ჯგუფ-ჯგუფად მიდი-მოდიხარ დამაფრთხობელი ჰელიუმის სნეულებით
ამრიგად
სარკე ჩემს კანში როგორც სულებით დასახლებული სალამანდრული სითხე
როგორც უჯრედები სასოწარკვეთილი მაცივებელი ასგრადუსიანი ბრუნვით
მაშასადამე
მე ვიცნობ უფსკრულს როგორც ცვალებად მთვარეულ ტრანსპოზიციას
როგორც სუბ-ლიმინურ ჩოქელას როგორც ცოცვას
როგორც მსხვრევას
მაშასადამე მე არ ვარ
გაზეთილი ანდა მკრეხელი იოგინი
დაუდევრად რომ იშლება უეცარი ბრაზით ან წყლით
და მაინც რთული ნაზავი ვარ
მებრძოლი ნამსხვრევ მენტალურ არითმიასთან
არასრულ ფსიქიკურ აფაზიასთან
ინტენსიური
ილუზიური
მოშორებით მდგარი შინაგანი შეზავებით
ალბანეთი & ენვერ ჰოჯას სიკვდილი
მსხვერპლშეწირვას
ახლო პარალელად გასდევს სევდა
ჩამუქებული ლუნარული იარებით ტვინში
აზრები შეკრული პარალიზის ციფრებით
ხმა სავსე ფუმაროლებითა & შეხვეული ხ-სხივის ელექტრო ძაბვით
უჯრედები გაცივებული ამომწურავი ინვერსიისგან
& ამრიგად
ყოველი განცხადება ტაუტოლოგიურდება
დამცინავია
გამოცოცხლების ყოველი მცდელობა განცალკევებული
დაქანცული დისფუნქციური ტანჯვით
ფსიქიკური ბირთვული დახეიბრებით &
ჰიპერბორეული სუსხით
გამოკეთების ყოველი მცდელობა უკუმოსროლილი ლიმბოში
ვინმეს რომ სულისთვის შეხედვა შეეძლოს
იხილავდა ველურად მსხვრეული წყვდიადის მწუხარებას
მსგავსებას კაკტუსებისა & ისრის პირების
სოროს რომ თხრიან კიბოსებრთა კრიტიკულად გამოფენილ ღეროვან თვალებში
სახე მუდამ დალაქული სასტიკი ქვიშოვანებით
პარანოიასთან & დაზრობასთან დაწყვილებული
მომაკვდავი ენვერ ჰოჯა
მიდრეკილი
როგორც თავისქალა მარქსისტული ინვექტივების ფილაზე
მის შუბლზე მჟონავი გასრესილი მატლების ყლუპებით
იქ მწოლიარე
პირადი ცოფით სუნთქვაზე
აალებული დიდებულება
გამოსჭვივის მისნური დემონ მზიდების გამოცანებში
ჟანგი იწვის მბოლავი თავის ხორცის ქვების ქვეშ
მისი დიქტატორული ბუტბუტი
როგორც არაგონივრული ბაყაყის ლაყუჩების ჭავლი
როგორც მოძახილე გროტესკული ინსექტიციდური სიშლეგე
დატანჯული ჰისტამინის ბაღებიდან
მოძახილე დაუძლურებული დოდონებიდან
დაავადებული მზაკვრული მეიოზით
ჰოჯა
უთქმელი ძვლის სანამყნებით
რაციონალური მომკვლელი გადაწყვეტილებებით
მუდამ გამაგრებული
როგორც ჩაშავებული მიასთენიები
ყველა მისი დაქირავებული მეამბოხე
კუთხეში დაკლული ტყვიამფრქვევითა & მორტირით
მუტაციური გაუცხოებით
მანგროს ხის შეფერხებული ბებერების გულით
სურრეპეტიციულად უფლებამოსილი მკვლელები
& მისი სიზმრები
როგორც მდოგვის აირის განმარტება
„გამაღიზიანებელი, დაფარული ბებერებით . . . უნარისწამრთმევი . . .“
ჰოჯა
წოვს კვამლში მისი სიკვდილისშემდგომი გამჟღავნებისგან
მისი ასტრალური გაქრობისგან
როგორც საზიზღარი პოლონიუმის კოქტეილების ნატიფი ნაყენი
სავსე დაქუცმაცებული პოლიჰიმნიებით
სავსე მენტალური დაბინძურებით & პოლიმორფული პარიებით & ოფლიანობით
სავსე შეფერხებული რადიუმის ვულკანებით & ყვავების სოციოლოგიით
მის სტიგიურ ნევროზში
ეს დემონი
ასფიქსიაციის & გვირგვინების თავზე
მარად უანძებოდ რჩება
სინქრონული დაამების აღელვებულ მონებივრე ძაგებაში
მისი დაკარგული მალპიგიური სხეული
თავის რაზმებს ცივად მწველი მიწის გადაღმა მიმართავს
სულის შემხუთველი ნეკროლოგიის მთელი ხელმოხვევადი კონტუზიებით
„. . . მოახსენეთ მის უდიდებულესობას
რომ ძვლები დაიმსხვრა
რომ ელენთა უკვე დალპა
რომ ყველაფერი რიგზეა“
მზე
როგორც ალბანური არარაობა
როგორც სიმღერის გახსნილი ნერვი უეცრად ქცეული
განეიტრალებულ მატერიად & განდევნილი
როგორც გამომშრალი გირჩისებრი კონცენტრაცია
& აი ჰოჯა თავის სიკვდილის სარეცელზე
მსუნთქავი პარაზიტებსა & მავნებელ არაბულ კანდაჩირქებებში
მსუნთქავი ავსურნელოვან ტურბელარიულ წვიმებში
მისი სხეულის შემორჩენილი ფორები გავსებული მრისხანე
ობტურაციით
მკვრივი კლინიკური წყვეტით
აჯამებს თავისი ძლიერ ხელსაყრელი სიკვდილის ანგარიშის
თავისი საპირისპირო ვივისექციონისტური ბრძანებების გამოკითხვას
მოსახლეობა:
დატყვევებული განაყოფი
ცარიელი მაგრამ დაუნაწევრებელი რიცხვობრივი დოგმა
სურვილებთან მებრძოლი დაყალიბებულ კრივის დარბაზებში
ცეცხლმოკიდებული სტალინისტურ დიალექტიკურ ჯოჯოხეთებში
& ამრიგად ჰოჯა
მისი თავდაჯერებული შიდა-გადაწყვეტილებრივი ბოდვის
გამოხატვებით
მისი ზეთიანი სამურავის ენა
გახვეული მის სიშავის პოპულარულ, სამწუხარო სამოსში
იყო დღეები
როდესაც მთვარემ შუადღისას იწყო ყმუილი
როდესაც ყველა სურნელება შეწყდა
როდესაც ყველა გვამი ამოითხარა & შეიჭამა
როდესაც ცხოვრების ყოველი წლისთავი
დაიდაღა ვერაგი სახის ნაიარევით
ავი ძაღლის ნაკბენებით დუნდულებზე
ეს იყო მიზეზი
& ამიტომ ხალხს
სავსეს კარცინომითა & ნაოჭებით
მათი თვალები დახრილი საკერდოტალურ ინფერნოებში
ცივ ინტენსიურ დაზიანების დანაღმვაში
მხოლოდ შარდის გუბურებში შეეძლო ერთმანეთის სახეების მოწმობა
შეეძლო მხოლოდ წარმოედგინა რა გრძნობაა მოუსვენარი ბალნეოლოგიის დილა
როგორ გაანათებდა კამპანოლოგიური ცხოვრება წყვდიადს
მაგრამ მუდამ უბედურება
ნაცრისფერი
& ნებადართული იწვოდეს კალცინირებული ლაკმუსის
ყოველდღიური ტვირთით
როგორც გვამი კამბალების მალებით
ამოტყორცნილი ადრიატული წყალმარჩხობიდან
ატყორცნილი თავის დაფერფლილ მარტოსულ თავდაჭერაში
როგორც მატლების იზოლირებული კარგო
& ჰოჯა ციტირებს ენგელსის ნარჩენებს
„მოძრაობასა“ & „გაყოფადობას“
„კინეტიკასა & სხეულებთან“ დაკავშირებით
თავისი თოხწერაქვისა & შაშხანის სპარტანული დროშის ქვეშ
უცხენო ეტლი აიკრძალა
სისხლის მარაგი შემცირდა
„მთის ფერდობები
ნისლიანი კენწეროების ტეხილი ხაზია“
როგორც ჰორიზონტალური ნამტვრევები როგორც „გიგანტური“ ელექტროკარდიოგრამები
მეტად ჩახერგილი ვიდრე ტიბეტი
მიხოხავს „დაცემული ცხენების ბულვარის“ გასწვრივ
სადაც შეიძლება ბალახისმძოველი გლეხები იგრძო
სურვილით აამოქმედონ თავიანთი ანომალიური რისხვის წარმოება
ქალაქები სავსე „უფანჯრო კედლებით“ &
„საგვარეულო შუღლის . . . მემკვიდრეობით“
ჰო ალბანეთი
როგორც „შავი ორთავა არწივი“
სისხლის საძებარ მინდვრებზე
მისი განსხეულებული მსხვერპლშეწირვის სამინისტროები
მისი მძვინვარე ზიანის ბატალიონები
მისი ცივი ათეისტური მედალიონები დატვირთული უ-ქარიზმითა & ბოღმით
როგორც წანამძღვარი ან ნაიარევი
ანდა დაზუთხვის სუფთა ხაზი მისი ჩირქმოდებული მეხსიერებიდან
მისი „მეჩეთები“ ქცეული „თავლებად“
კომეტები & ასტეროიდები აღგვული ენიდან
& ამრიგად
გეძლევა „მექანიკა“
„მოძრაობისა და წონასწორობის მიმოცვლა“
& „მოძრაობის ზომვადი გადაცემა“
„რაოდენობრივი გადმოცემა“
„უცხო მორალის“ სიძულვილი
& ჰოჯა
გაწმენდილი ყველა ცხოველი გრძნობისგან
მისი სიკვდილის სარეცელი
გატეხილი იმპერიული კლდის მსგავსად
აბობოქრებული უთქმელი პირადი უთანხმოებით
„აგიტაციის დირექტორატიც“ კი იშლება მის პერსპექტივაში
რადგან ყნოსვა კარნახობს
უსასრულობის მეამბოხე მოლეკულების
მონაბერს მის მოხეტიალე პანტომიმურ კამერაში
იდუმალ ჰადესურ სიღრმეებს
გაშიშვლებული ქრომის თოჯინების ჯგუფი მოტივტივე
მის თვალწინ
მის უცნაური თვით-შეგრძნებადი სიცხადე
შეყრილი კოსმიური ღალატის სახეში
დაწყლულებები & დემონები ჩნდებიან მისი სახის წინაშე
მისი საკუთარი თავისქალაც კი ჩნდება სადად შეღებილ დამცავ მიწაყრილზე
& მზე
ერთდროს მექანიკური ღუმელი მხოლოდ
ახლა სინათლის არსია
მისი ძვლების მწველი
& ძველი „ფოქს-ტროტების“ & წმენდის