- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
„რა დასამალია, ღმერთი რომ ქალია“
(ისინი ჩამოვიდნენ მთიდან, მეტალ ბენდი საგარეჯოდან)
„არც ბათუმი არ იჭმევა. არც ქუთაისი არ იჭმება. ესენი ჰო, გიჟები არიან.“
(მიხეილ სააკაშვილი)
ყველაზე ცნობილი ადამიანები ზარმაცები იყვნენ. წარმატება, როგორც შრომისმოყვარეობის შედეგი - ობივატელური იდეალია. მეც მეზარება ამ ტექსტის დაწერა. რადგან არ ვიცი, საბოლოოდ რისი თქმას ვაპირებ. თუმცა ყველა პოსტმოდერნული ტექსტი ასეა შექმნილი. და რადგან შესაბამისი ტერმინები არ ვიცი, ზუსტად ვერ ავხსნი, რის თქმასაც ვცდილობ. ამიტომ გავჩუმდები. თუმცა თუ გადახედავთ ბროშურებს „მიშელ ფუკო 90 წუთში“, „ჟილ დელიოზი 90 წუთში“, „როლან ბართი 90 წუთში“, დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, რომელიც ასევე არ არსებობს. თუმცა სად წახვალთ. და არა აქვს მნიშვნელობა, სიმართლე ისტორიიდან არის თუ მხატვრული ნაწარმოებიდან. მაგალითი მოყვანილია არა მისი არსებობის, არამედ მნიშვნელობის გამო.
ყველა ქალი ბოზია. რაღა დასამალია და მათ შორის მეც. („სკაიპი კოდები“ კომენტარებში დატოვეთ და ჩემი ძუძუების სურათებს გამოგიგზავნით. ვისაც ღვთაებრივი მინეტი გსურთ, იყიდეთ 57 მონო-ბარათი და მომწერეთ დაშიფრული ციფრები, რის შემდეგაც სავარაუდოდ დაგირეკავთ. თუ არ დაგირეკეთ, თვითონვე სცადეთ. როგორც ამბობენ მამაკაცთა 9 პროცენტს თავად შეუძლია საკუთარი თავის ორალური გზით დაკმაყოფილება. გისურვებთ წარმატებას.)
მე არაფერი არ ვიცი ამის მეტი. პროფესიით კიდევ ანგელოზი ვარ. გალოთებული, უშენო და სევდიანი. ზამთრის სუნს განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ. დავცარიელდი, რადგან სხვანაირად არც შემეძლო. ჩემს თავში სიცარიელეა, ისევე როგორც თეატრში, რომელშიც ეს-ესაა ითამაშეს სპექტაკლი.
და ამის მერე კიდევ მთხოვთ რომ ეს ტექსტი გავაგრძელო? თუმცა თქვენს თვალებს სად წაუვალ. ისინი მაიძულებენ ვწერო და ვწერო. ვიჟიმავო და ვიჟიმავო. მერე მოვიკლა თავი. ცრემლებით ბალიშები დავასველო. თქვენთვის ეს - არაფერია. თქვენ ხომ გულცივი ნაბიჭვრები ხართ! ამიტომ რიჩარდ ავედონის ერთი ფოტო სერიის, აქ მოყვანით შემოვიფარგლები, თქვენ კი გზა ჯოჯოხეთამდე გქონიათ!