რა არის მეცნიერული არტი?
მეცნიერული არტი არის ხელოვნების, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების და ინოვაციური გადაწყვეტის სინთეზი. მე-16 საუკუნეში ლეონარდო და ვინჩი ითავსებდა მეცნიერის და ხელოვანის როლს, რადგან ეს მიმდინარეობები ზედაპირული იყო, თუმცა 5 საუკუნის შემდეგ მეცნიერების და ხელოვნების დარგები საგრძნობლად დაიტოტა და კომპლექსური გახდა. ადამიანმა დაიწყო არჩევნის გაკეთება კონკრეტული დარგის კონკრეულ სპეციალობაზე, რამაც დაკარგა რენესანსისეული ლეონარდოს გლობალური ხედვა.
მეცნიერული არტი არის საშუალება რომელიც თავს უყრის ერთად ხელოვნების, ინფორმატიკის და მეცნიერების ჯგუფს და ამ სახით ცდილობს დავინჩისეული რენესანსის აღდგენას თანამედროვე ხელოვნების და მეცნიერების ფარგლებში.
რატომ არის მეცნიერული არტი თანამედროეობის გამოხატულების ყველაზე კარგი ხერხი?
დღესდღეისობით მეცნიერება ღრმად არის შეზრდილი ჩვენს ცხოვრებაში. მეცნიერული მიღწევები გახდა მედიუმი რომლითაც ადამიანი აღიქვამს სამყაროს.
არტის მხრივ, უკანასკნელი მიმდინარეობები უარყოფენ გალერიებს და მუზეუმებს, ეს მხოლოდ მოსახლეობის 5%-ისთვის თუ არის ხელმისაწვდომი. ხელოვნების მიზანი ადამიანზე გავლენის მოხდენაა, მის ყოველდღიურობაში შეჭრა, როგორც ეს უკვე მოახერხა მეცნიერებამ. ამის კარგი მაგალითია სტრიტ არტი, როგორც პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, სოციოლოგიურ, ესთეტიურ პრობლემებზე პირდაპირი ფოკუსირება. და რაც მთავარის ქუჩის ხელოვნება მისაწვდომია ყველა სოცილალური კლასისთვის.
გამომდინარე აქედან, სინთეზი თანამედროვე მეცნიერების და ხელოვნების, ნამდვილად არის თანამედროეობის გამოხატულების საუკეთესო საშუალება.
რატომ შეიძლება ამან თქვენ დაგაინტერესოთ?
მეცნიერული არტი შეიძლება იყოს თქვენი ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის საუკეთესო რეკლამა.
მეცნიერული არტი თავისუფლად შეიძლება გახდეს ამა თუ იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი ტურისტების მოსაზიდად.
პროექტების შესახებ
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პროექტი რისი განხორციელებაც მინდა. ამისთვის საჭიროა ფინანსები (რომელიც ჯერ კიდევ დასაანგარიშებელია იმისდა მიხედვით თუ კონკრეტული ტექნოლოგია რა ჯდება) და ჯგუფი რომელიც ითანამშრომლებს ინოვაციური გადაწყვეტილების და განხორციელებისთვის.
ყოველ პროექტს გავუკეთე flash-ში აწყობილი ანიმაცია ვიზუალიზაციისთვის. ასევე პროექტებს მოყვებათ ანოტაცია და გადაწყვეტის გზა. თითოეული პროექტი გულისხმობს თანამშრომლობას თქვენს ჯგუფთან, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის და ბიუჯეტის დაზუსტებისთვის.
თუ რომელიმე პროექტი დაგაინტერესებთ გთხოვთ შემეხმიანოთ.
ელ.ფოსტა: gagoshidzegio@yahoo.com ან giogagoshidze@gmail.com
ტელეფონი: +995 551344267
პროექტი1 : კომპლიმენტი
შინაარსი: კედელზე დახატული იქნება სტრიტ არტი- გოგონა გრძელი, ხვეული თმებით. თუ გამვლელი შეჩერდება და ეტყვის კომპლიმენტს , გოგონას შერცხვება და გაწითლდება.
გადაწყვეტის გზა: კედელში დამონტაჟებული უნდა იყოს ხმის ამომცნობი სისტემა რომელიც აღიქვამს ხმას. ასევე უნდა იყოს მონაცემთა ბაზები, რომლებშიც შეტანილი იქნება სიტყვები რამოდენიმე ენაზე რომელიც მიჩნეული იქნება კომპლიმენტად. პროგრამამ უნდა შეადაროს ხმა ბაზებში არსებულ სიტყვებს და თუ დაემთხვა აანთოს კედელში ჩამონტაჟებული წითელი ნათურები.
ვერსია 1
ვერსია 2
პროექტი 2: მოაზროვნე
შინაარსი: ქუჩაში იდგება მოაზროვნის ქანდაკება (ინსპირაცია როდენის ცნობილი ქანდაკებიდან), რომელსაც თავის მაგივრად ექნება დიდი ნათურა. ქანდაკების წინ იქნება სკამი. ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ჩამოჯდეს ქანდაკების წინ და ესაუბროს მოაზროვნეს, თუ საუბარი ჭკვიანური იქნება მოაზროვნე დაიწყებს გამვლელის 'მოსმენას'-ნათურა ნელ-ნელა აინთება. რაც უფრო ჭკვიანურ აზრებს იტყვის გამვლელი მოაზროვნის თავი მით უფრო განათდება.
გადაწყვეტა: ნათურა მიერთებული უნდა იყოს მონაცემთა ბაზებთან, სადაც შეყვანილი იქნება სიტყვები და წინადადებები რომელიც მიჩნეული იქნება ბრძნულად. ხმის ამომცნობი სისტემა შეადარებს გამვლელის სიტყვებს ბაზაში არსებულ მონაცემებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს რა სიხშირის დენი მიაწიდის ნათურას.
პროექტი 3: მარადიული დაბრუნება
შინაარსი: ეს პროექტი ასახავს ნიცშეს დოქტრინის 'მარადიული დაბრუნების' ვიზუალიზაციას. ქანდაკებაზე, რომელიც წარმოადგენს დნმ-ის და უსასრულობის სიმბოლოს სინთეზს განუწყვეტლივ დაგორავს დედამიწა.
გადაწყვეტა: მოსაფიქრებელია მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს პერმანენტულ მოძრაობას და მატერია რისგანაც იქნება ქანდაკება დამზადებული
პროექტი 4: გაფუჭებული ტელეფონი
შინაარსი: ქუჩის კედელზე დამონტაჟებული იქნება ჩვეულებრივი სარკე. თუ გამვლელი შეჩერდება და სარკეში ჩაიხედავს, რამოდენიმე წამის შემდეგ დარეკავს იქვე მდგომი ტელეფონი და დაუკრავს მელოდიას, რომელიც შეესაბამება გამვლელის განწყობილებას
გადაწყვეტის გზა: სარკის თავზე გამვლელისგან ფარულად დამონტაჟებული იქნება კამერა, რომელიც აღიქვამს მიმიკას და განსაზღვრავს რა ხასიათზეა ადამიანი. სიგნალი გადაეცემა ტელეფონს, რომელიც სინამდვილეში შეადგენს მელოდიების ერთობლიობას, დახარისხებულს სხვადასხვა განწყობილების მიხედვით. პროგრამა აირჩევს შესაბამის სიმღერას და ტელეფონის აღების შემთხვევაში გამვლელს მოასმენინებს მელოდიას.
პროექტი 5: საგანძური
შინაარსი: პროექტის მთავარი აზრი არის დასვას კითხვა რა არის ცხოვრება, როგორ სწრაფად ქრება ის, და რა კითხვებს ტოვებს. კედელთან დგას ზარდახშა, მისი გახსნისას თეთრი შუქი გაიშლება კედელზე და ადამიანის ჩრდილი გაირბენს. ის გაქრება სინათლის მიღმა და კედელზე დარჩება კითხვა გოგენის ცნობილი ნახატიდან: საიდან მოვდივართ, რანი ვართ? საით მივდივართ?
გადაწყვეტა: ზარდახშაში უნდა იყოს ოპტიკური აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს სინათლის და ჩრდილების ეფექტს.
პროექტი 6: კედლის პოეზია
შინაარსი: ქუჩაში მიმავალ გამვლელს აჩერებს ხმა უკნიდან და სთხოვს მოისმინოს მისი ლექსი, ეუბნება მის განწყობილებას და ლექსს რომელიც უნდა რომ წაუკითხოს. . თუმცა გამვლელი მოლაპარაკე პიროვნებას ვერ ხედავს, მის წინ ჩვეულებრივი კედელია.
გადაწყვეტა: კედელში ჩამონტაჟებული იქნება მოწყობილობა რომელიც დააფიქსირებს მომენტს როცა მის წინ ვინმე გაივლის. (აპარატურა იმუშავებს გარკვეული დროის შუალედებით). ამ დროს ამოქმედდება აუდიო მოწყობილობა რომელიც ეტყვის რომ გაჩერდეს გამვლელი. ამასთამ აპარატურა სრულიად შეუმჩნებელია. სანამ გამვლელი ეძებს ვინ ან რა ელაპარაკება, კედელი ეუბნება მას ლექსს, რომელსაც რანდომული პრინციპით შეარჩევს უკვე არსებული ბაზებიდან. თუ გამვლელი დატოვებს ადგილს, აუდიო მოწყობილობა სთხოვს მას უკან დაბრუნდეს, თუ დაბრუნდება ლექსს განაგრძობს, თუ არა, წაიწუწუნებს ჩვენს დროში პოეტების უპატივცემულობაზე, ან პოეზიის მიმართ დაკარგულ ინტერესზე და გაჩერდება.