• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
visual-art

ხელოვნების ცუდი ბიჭი

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 3553

ერთი ევროპული არტჟურნალის ბლოგზე  გაბრაზებული მიმომხილველი წერდა: „მარტინ კიპენბერგერი არის ცუდი ბიჭი ხელოვნებაში. მას თავისი საშინელი წესები აქვს, მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არაა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სანამ ჩვენ ვსწავლობთ მის წესებს, ამასობაში, ეს ნაბიჭვარი ცვლის მათ“.

რაში აღარ დასდეს ბრალი – რელიგიის შეურაცხყოფაში, ნაციზმში, ანტიჰუმანიზმში, მაფიის წევრობაში, ხულიგნობაში... ერთი სიტყვით, თუ რამე უარყოფითი ეპითეტი არსებობს, შეგიძლიათ, თქვენი ინიციატივით მშვიდად მიუმატოთ. ერთი კრიტიკოსი კი წერდა, „მარტინის ცუდი ბიჭის იმიჯს მიღმა ძალიან სევდიანი და მგრძნობიარე ბიჭუნა იმალებაო“.  აი, საიდან იცოდა ამ კრიტიკოსმა კიპენბერგერის ქვეცნობიერის ამბები, წარმოდგენა არ მაქვს.

80–იან წლებში ნაციზმში დასდეს ბრალი, რასაც ძალიან გაუხარებია.  რატომაც არა, ახალი შთაგონების წყარო მიეცა: თავისი სკულპტურები გამოკვეთა, დაარქვა მარტინი და დააწერა „გრცხვენოდეს საკუთარი თავის!“

მისი ჯვარცმული ბაყაყის სერია რომის პაპმა შეაჩვენა (ეს მოსალოდნელი იყო), ამან კი მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა.

ზოგი გენიოსად მიიჩნევს, ზოგიც  პირიქით – იოზეფ ბოისის, პოლკეს და სხვათა იდეების მარჯვედ  გადამთამაშებლად.

და ეგეც რომ არ იყოს, რა საჭიროა გენიალური ხელოვნება, განა მოსაწყენი საგნები გვაკლია?!

-----------------------------------------------------------------------------------------------

 

ჯვარცმული ბაყაყის სერიიდან

 

 

"მე პოლიტიზებული ვარ"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურათზე: მარტინ კიპენბერგერი, 1981 წ.

 

 

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული