- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: საბა ტლაშაძე
ლედიმ ჩამომართვა ბოთლი
სირი უფრო ამიდგა
თუმცა ღამით ყველაფერი იცვლება...
შოსტაკოვიჩის და მოცარტის ნაცვლად თამბაქოს კვამლში,
ღამე იცვლება,
ახალი გამოწვევები:
მივიწევთ „ბასკინ-რობინსისკენ“
31 არომატი
Rocky Road, Bubble Gum, Apricot Ice, Strawberry,
Cheesecake, Chocolate mint….
შევჩერდით და შევხედეთ ნაყინის ხალხს,
ძალიან ჯანმრთელი და კმაყოფილი ხალხი
არანაირი სუიციდი ხედვის არეში.
ვუთხარი მას:
„რა მოხდება თუ კი ბავშვები დამინახავენ მათ შორის? ფიქრობ მიხვდებიან, რომ ნაყინის ყიდვას ვაპირებ ხილით და ნიგვზით?“
„მოდი აქ ქათამო“, მან გაიღიმა და ჩვენ წავედით.
ვიდექით ნაყინის ხალხთან.
არავინ ლანძღავს და ემუქრება კლერკს.
არანაირი გავლენა განვლილი წლების,
არანაირი მწუხრება.
ვკრთი უშფოთველი და მშვიდი ტალღებით.
თითქოს კეთროვანი ვარ სილამაზის კონკურსში.
ბოლოს ავიღეთ ნაყინი და მანქანაში მივირთვით.
უნდა ვაღიარო ძალიან გემრიელია.
(ამხანაგებმა მითხრეს:
„კარგად გამოიყურები, ვიფიქრეთ სიკვდილს აპირებდი“)
კურიოზული ახალი მსოფლიო,
ეს 4500 ბნელი ღამე, საპატიმროები, საავადმყოფოები.
შემდეგ კი ღამე
იყო სასარგებლო პენისისთვის, სიყვარულისთვის
ეს დიდებულია.
ვისაუბრეთ მარტივ საკითხებზე.
მთვარის შუქზე ღია ფანჯარაში კრთებოდა ჩვენი სილუეტები,
გვეძინა ერთმანეთის მკლავებში.
კარგად მაგრძნობინა თავი ნაყინის ხალხმა.