- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
“Paris Hilton Autopsy” - ეს დანიელ ედვარდსის ქანდაკებაა. შიშველი გოგო, რომელსაც ფეხები გადაუშლია, შიშველ ძუძუზე პატარა ფინია ახტება. მანქანის საბარგულივით ახდილი მუცლიდან კი ნაწლავები მოუჩანს.
აქ, მავანი მოქანდაკე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თუ რიგითი ქართველი, რომელიც წესით ხელოვნების დიდი ექსპერტი და მოყვარული უნდა აღმოჩნდეს. (აღსანიშნავია ისიც რომ ეს "ცოდნა" განსაკუთრებით სიმთვრალისას იჩენს თავს. "ეს ხელოვნები - სტრანნი ხალხია. ეგენი სხვაგან არიან! ნიკალა, რუსთაველი, სალვადორ დალი... მერე, ვაი, თქვენს პატრონს რა გეშველებათ/ თქვე პიდარასტებო") ...მოკლედ რიგითი იუზერი იტყვის: ჰო, ჰო, რა ბედენაა, ვიღაც მდიდარი, ცნობილი ბოზის ქანდაკება გააკეთაო?
თანმიმდევრულად მივყვეთ. რა შეგრძნებებს აღგიძრავთ ქართლის დედის, ვახტაგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და "ასვეტილი" წმინდა გიორგის ძეგლთა ხილვა? ქალმა რომ თქვას, ლამაზი, არცერთი მათგანი არ არის. ასე რომ ესთეტიურ სიამოვნებას ვერ მიიღებთ. მაშინ რა? აჰა, როგორ აბუზღუნდით. თქვენ მეუბნებით, რომ ისინი და მსგავსი ძეგლები ჩვენს საარაკო ისტორიას გვახსენებენ? კი ბატონო, გეთახმებით. მაგრამ დღევენდელ ეპოქაში ვინ არიან ისტორიის მთავარი მოქმედი პირები? პოლიტიკოსები? გამორიცხულია, ყველა პოლიტიკოსი მძღნერია. აბა ვინ მომღერლები? ჟურნალისტები? მწერლები? არტისტები? აქ ისევ მაწყევეტინებთ სიტყვას და ჩურჩულით, ამაყად, რუდუნებით მეუბნებით: პატრიარქი!
ღმერთო, პარის ჰილტონის სკულპტურაზე დავიწყეთ ლაპარაკი და პატრიარქზე გადავედით? აჰა, მაგინებთ და მეუბნებით, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია! მკრეხელი ვარ! რამდენს მიხდის ეს სოროსი? მე გპასუხობთ: "XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა პოპ-არტი. რომელმაც პოპ-კულტურასთან ასიმილაცია, მასკულტურის სახეთა და ფეტიშთა სესხებით შეძლო." თქვენ ლაპარაკს არ მაცლით და ჩემს ლანძღვას აგრძელებთ.