- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
იყო და არა იყო რა...
იყო ერთი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი (IDM) მუსიკოსი ნიკა...
საერთოდ ნიკა ორი იყო... ორივე მუსიკოსი და ორივე ჩემი საყვარელი მუსიკოსი, მაგრამ ორივე IDM მუსიკოსი არ ყოფილა...
და აი ის, რომელიც IDM მუსიკოსი იყო (თან ერთ-ერთი ჩემი საყვარელი) 2002 წელს, ფსევდონიმით Nikakoi უშვებს ალბომს Sestrichka. უმშვენიერესი და ულამაზესი ქართული (თუნდაც) IDM-ია (Intelligent Dance Music)...
აგრეთვე ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას იღებს ნიკას მსგავსად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი IDM ქალი მუსიკოსი ტუსია ბერიძე (TBA)...
თრექ "მთვარეში" ტუსია მღერის... ("მთვარე ფანტავს თეთრი თოვლის ფიფქებს, ჩუმად ისმის მანქანების ხმა, დაიძინე თორემ ღამის ფიქრებს, გაეზრდება გამჭირვალე თმა...").
ხოდა, ეს ზემოთხსენებული ალბომიც ერთ-ერთი ჩემი საყვარელია... როგორც ნიკა, ნიკა IDM და ტუსია ბერიძე...
რამდენიმე ხნის წინ (და არც ისე დიდი ხნის წინ) ყველასათვის კარგად ნაცნობ ჟურნალში "ანაბეჭდში" შემთხვევით გადავაწყდი ნიკო ნერგაძის სტატიას "ამ სტატიის ბოლოს პორნოებია".
ვამბობ, შემთხვევით–მეთქი და მართლაც რომ შემთხვევით წამეკითხა. სათაურმა დამაინტერესა და ჩავედი ბოლომდე...ბოლოს რა მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ "ჩანაწერში".
საინტერესო იყო, რა მოხდა სტატიის შუაში...შუაგულ სტატიაში.
თვალში პირველი რაც მომხვდა, ეს იყო ლურჯ ფონზე თეთრი შრიფტით, წვრილად დაბეჭდილი ქვესათაური (ქვესათაური?) "10 უცნობი ფაქტი ნიკა მაჩაიძის ბიოგრაფიიდან".
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი IDM მუსიკოსის 10 უცნობი ფაქტი...და თან "ანაბეჭდში" და თან ნიკო ნერგაძის სტატიაში...და თან სტატიაში სათაურად "ამ სტატიის ბოლოს პორნოებია"...და თან ეს ათივე ფაქტი (თანაც უცნობი) წასაკითხავად გამზადებული...
რა თქმა უნდა, მიანტერესებს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი IDM მუსიკოსის ათი უცნობი ფაქტი და ვკითხულობ...
ჟურნალი "ანაბეჭდი"
http://s56.radikal.ru/i151/1009/12/61648cdfbc3a.jpg
/ 08, #32
გვერდი 48
სტატია: "ამ სტატიის ბოლოს პორნოებია"
ავტორი: ნიკო ნერგაძე
"10 უცნობი ფაქტი ნიკა მაჩაიძის ბიოგრაფიიდან
1. მისი ოფიციალური, ეგრეთ წოდებული "პასპორტის" სახელია ვარლამი.
2. სამი წლის განმავლობაში სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. სწავლა შეწყვიტა, როდესაც მიხვდა, რომ სისხლის ეშინოდა.
3. სამედიცინოზე სწავლის პირველ წელს კურსელებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ , რომ ნიკა სისხლს ვერ იტანდა, ტარხუნის ლიმონათში 3 გრამი სისხლი ჩაუსხეს. ნიკას გული წაუვიდა და ძლივს გადარჩა.
4. კომპოზიცია something's moving in my liquid სწორედ ამ ამბით გამოწვეულ ემოციებს აღწერს.
5. ტარხუნის ლიმონათი ნიკას მეორე საყვარელი სასმელია. უფრო მეტად კი მას მსხლის ლიმონათი უყვარს.
6. ნიკა დიდხანს განიხილავდა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წინადადებას. მას საპარლამენტო სიაში მეცამეტე ადგილს სთავაზობდნენ. უარის მთავარი მიზეზი ნიკას ცრუმორწმუნეობა გახდა.
7. ბავშვობაში მიღებული ტრავმის შემდეგ , არასოდეს ეკარება ონკანის წყალს. ბანაობის დროსაც კი. ამიტომ ყოველთვიური ბიუჯეტის დიდი ნაწილი ბოთლის წყალზე მისდის, რომელსაც გაზზე აცხელებს ხოლმე.
8. მისი უდიდესი ოცნებაა, რომ გარდაცვალების შემდეგ მთაწმინდაზე დაკრძალონ.
9. 2004 წელს მას პედრო ზურიტას როლი შესთავაზეს რუსულ სატელევიზიო ფილმში "ადამიანი ამფიბია". ნიკამ უარი თქვა. უარის მიზეზი გახდა ბავშვობისდროინდელი კამათი გოგი ძოძუაშვილთან , რომელი რომანი სჯობია - "ადამიანი ამფიბია" თუ "პროფესორ დუელის თავი". ნიკა ამტკიცებდა, "პროფესორ დუელის თავი" უკეთესიაო. რუსულ ინტერნეტ-გამოცემა "უტრო.რუ"-ს ნიკამ უთხრა: ეს როლი რომ ამეღო, გამოვიდოდა, რომ გოგი იყო მაშინ მართალი, მე კი ამას ვერ დავუშვებდიო. საბოლოოდ, ზურიტას როლი ლევან უჩანეიშვილმა ითამაშა.
10. ნიკა ამჟამად დისერტაციას იცავს ჰამბურგის უნივერსიტეტში, თემაზე: "ყუთლუ არსლანი და თანამედროვე ევროპული დემოკრატიის სათავეები"."
something's moving in my liquid-ის ლინკი " http://www.youtube.com/watch?v=Lqv4lDYzkEU "
რა შუაში იყო sestrichka?
აი ეხლა უსმინე... " http://soundcloud.com/rumi-p/nikakoi-orudila "