• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ციტატიუმი

წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ

×
რეი ბრედბერი
ავტორის გვერდი რეი ბრედბერი 01 იანვარი, 2012 18243

თარგმანი: პაატა შამუგია

► არსებობს უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე წიგნების დაწვა. ესაა მათი არწაკითხვა.

► არ იფიქრო! ფიქრი კლავს შემოქმედებითობას.

► ყველაზე კარგი, ყველაზე უცნაური ამბები, რაც დამიწერია, ყველაფერი ჩემი ქვეცნობიერიდან ამოვხაპე. რეალობაც    ესაა. სხვა დანარჩენი სიყალბეა.

► მაღვიძარა არ მჭირდება. ახალი იდეა მყისიერად მაღვიძებს.  

► მე არ ვცდილობ, აღვწერო მომავალი. მე ვცდილობ, ავირიდო იგი.

► მე არ მჯერა კოლეჯების და უნივერსიტეტების, რადგან სტუდენტებს ფული არ აქვთ. მეც არ მქონდა ფული, როცა სკოლა დავამთავრე, რადგან მაშინ დიდი დეპრესიის პერიოდი იყო. 10 წლის განმავლობაში კვირაში სამ დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ვატარებდი (და ეს უკეთესი იყო, ვიდრე კოლეჯი. ხალხმა ხელი უნდა მიჰყოს თვითგანათლებას – შენ შეგიძლია მიიღო განათლება ფულის გარეშე). 10 წლის შემდეგ მე წავიკითხე ყველა წიგნი, რაც საჯარო ბიბლიოთეკაში იყო და დავწერე ათასობით მოთხრობა.

► სიყვარული პასუხია ყველაფერზე. ეს ისაა, რის გამოც ყველაფერი დასაშვებია.

► წერე მხოლოდ მასზე, რაც გიყვარს და გიყვარდეს ის, რაზეც წერ.

► ჯორჯ ბუში გადასარევი ადამიანია. კლინტონი იყო გამოსირებული. მიხარია, რომ მისგან თავის დაღწევა შევძელით. ჩვენ გვჭირდება განათლება და არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპუბლიკელები გააკეთებენ თუ დემოკრატები.

► წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ.

► სამეცნიერო ფანტასტიკა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის არის ისტორია იდეების შესახებ, ისტორია ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ახლიდან შობს.

► სიკვდილი არ არსებობს, არც არასდროს არსებულა და არც ოდესმე იარსებებს.

► წერისას მთვრალი უნდა იყო. ასეთ დროს რეალობა ვერ შემოგეჭრება.

► სასიამოვნო იქნებოდა, დავეწვით.

► პირველი რამ, რასაც ცხოვრებაში სწავლობ, ისაა, რომ კრეტინი ხარ. ხოლო უკანასკნელი რამ, რასაც ცხოვრებაში სწავლობ,  ისაა, რომ... ისევ კრეტინი ხარ.

► რად გინდა ვინმეს კლონირება, როცა შეგიძლია, დაწვე ვინმესთან და ბავშვი გააკეთო.

► არ ილაპარაკო, წერე!

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული